კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩრდილოური ლოგიკა

ანუ ვისზეა არამი ქართული ღვინო და „ბორჯომი“?!

 მართალია, რუსი ტურისტები მრავლად დაიარებიან ამ ჩვენს რუსეთისვე მიერ ოკუპირებულ სამშობლოში (დაე, ხარჯონ ფული და ამ ჩვენს ლარს მაინც შეეწიონ!), მაგრამ რუსეთის სახელმწიფო „დუმის“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ისევ დაარისხა განგაშის ზარები ქართული პროდუქციის მისამართით.
სახელდობრ, აპირებს, მოამზადოს განცხადება, რომელშიც განიხილავენ ყველა იმ ქვეყნის საკითხს, რომელიც ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ცხადია, ჩამონათვალში საქართველოცაა და, თუ „ლენტა.რუს“ ვერწმუნებით, საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელ „დუმელს“ ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღებაც მოუქცევია (თუმცა ისედაც ყელამდე ვართ მათი პატივისცემით!).
კომიტეტი, თურმე, საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტის შეჩერებასა და აკრძალვას მოითხოვს, მოტივით, ქართული ღვინის გარეშეც იოლად გავალთ (დიდება „სამაგონს“) და არც მინერალური წყალი გვჭირდება, საკმარისი გვაქვსო; მეტიც, უნდა განვავითაროთ ყირიმი, სადაც, ქართული ღვინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე შეგვიძლია ღვინის მიღებაო.
მეორე მხრივ, მართლაცდა, წესით, ოკუპანტებს ყელზე უნდა დაადგეთ ჩვენი ღვინო და წყალი (ოღონდ, აი, გაზგასული „ბორჯომის“ თბილ-თბილი ოყნები მისწრებაა გასაჯანსაღებლად), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არჩევნებს ველით, არც ისაა გამორიცხული, ამით რფ საქართველოს პრორუსულ ძალებს აგულიანებდეს (რომ მათ ბაზარჩაკეტილი ქართველი ამომრჩევლები შეაგულიანონ – ბაზარს გაგიხსნითო).
ამ სქემაში ახალი არაფერია, რადგან, ლამის ისევეა შეუძლებელი, დავითვალოთ, რამდენჯერ გაგვიხსნა და დაგვიკეტა რუსეთმა ბაზარი, როგორც ზღვაში ქვიშა და ან ცაზე – ვარსკვლავები.
არადა, თუ რუსულ ლოგიკას გავყვებით, ვფიქრობ, ბაზარი იმიტომაც უნდა დაგვიკეტონ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ვაღიარებთ?! –

скачать dle 11.3