„საქართველოს ბანკისა” და Buziness Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა მედიაფორუმი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

„საქართველოს ბანკისა” და Buziness Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა მედიაფორუმი

„საქართველოს ბანკმა“ და Buziness Georgia-მ საქართველოში პირველად გამართეს მასშტაბური ბიზნესფორუმი – „მედიაინდუსტრია 2016.“ ფორუმის მიზანი იყო, წარმოეჩინა განსხვავებული იდეები და ხაზი გაესვა საქართველოში მედიაინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობისთვის. ორგანიზატორებმა ღონისძიება ორ პანელად დაყვეს. პანელის მონაწილეებს შორის იყვნენ მედიაექსპერტები, ბიზნესლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, პანელის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
მურთაზ კიკორია („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): ძალიან მიხარია, რომ „საქართველოს ბანკს“ მიეცა შესაძლებლობა, გაუწიოს ორგანიზება მედიაფორუმს და ამით მიაწოდოს ინფორმაცია მედიასა და ბიზნესსექტორს ბიზნესში არსებული ვითარების შესახებ. მედია და ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. აუცილებელია, ერთმანეთის კარგად გვესმოდეს, ამისთვის კი საჭიროა ღია საუბრები, მოსმენა, დისკუსია. ეს მოგვცემს საშუალებას, დავისახოთ ისეთი გეგმები, რომლებიც ორივესთვის მომგებიანი და წარმატებული იქნება.
ზვიად ქორიძე (მედიაექსპერტი და ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თავმჯდომარე): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ეს მედიაფორუმი საინტერესო პროექტი და წამოწყებაა, რაც უკვე წარმატებული თანამშრომლობის გარანტიაა. „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის დგას სტრატეგიულ და საჭირო პოზიციაზე, როდესაც საქმე ეხება ბიზნესის ინფორმაციულობას საზოგადოებისთვის. ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, იდეების დასახვა – ეს უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ კუთხით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მედიას, როგორც ინტელექტუალურ პროდუქტსა და რეკლამას შორის კავშირს, განაპირობებს მედიასაშუალებების ხარისხი, ანუ სანდოობა. რაც უფრო პოპულარულია მედიასაშუალება, მით უფრო მზარდია სარეკლამო შემოდინებები. სწორედ ამის გამო მიდის დამკვეთი მედიაში და ამიტომ ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით. ფორუმის გამართვაც სწორედ ამ მიზანს ისახავს – ხელი შეუწყოს მედიაინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. ამ პროექტში ჩართულია მაღალპროფესიონალთა ჯგუფი, ფორუმი კი თავის წვლილს შეიტანს  და კიდევ ერთ აგურს დადებს ქვეყნისა და ბიზნესის განვითარების საქმეში.

скачать dle 11.3