კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცხოვრებელ კომპლექს „ოპტიმა ისანში“ ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ადრე დაიწყო

დეველოპერულმა კომპანია m2-მა ახალი კონცეფციის საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ გახსნა. საცხოვრებელი ფართის ჩაბარება მესაკუთრეებისთვის დაგეგმილზე ადრე დაიწყო. „ოპტიმა ისანის“ საცხოვრებელი კომპლექსი მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და 5,272 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ორი დამოუკიდებელი კორპუსისგან შედგება. კომპლექსში, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, სასურველი ფართის ბინის შეძენა ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი ზოგავს დროს, ფულსა და ენერგიას. საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23 პროცენტამდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „ოპტიმა ისანში“ ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასრულებულ კომპლექსში პირდაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ სახლებში მათ საჩუქრად დახვდებათ სრულად მოწყობილი სველი წერტილები და სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. კომპლექსი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. მცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის კომპლექსის მოვლის მომსახურება, რაც დასუფთავებას, გამწვანების მოვლასა და 24-საათიან დაცვას გულისხმობს. კომპლექსში ბინების 70 პროცენტი უკვე გაყიდულია და სულ მალე მცხოვრებთა შესახლებაც დაიწყება.
ირაკლი ბურდილაძე (m2-ის გენერალური დირექტორი): სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი დროულად დამთავრებული პროექტი წარვუდგინეთ საზოგადოებას. „ოპტიმას“ ხაზი გამორჩეულია იმით, რომ ბინები დაპროექტებულია ძალიან ეფექტურად. სივრცე მაქსიმალურად არის გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახების რაოდენობა და ზომები ოპტიმალურად არის დაგეგმილი. ბინები უფრო ხელმისაწვდომია და უფრო ფართო სეგმენტზეა გათვლილი. ეს არის წარმატებული პროექტი, რომელშიც m2-მა 12 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ამ კომპლექსში გახლავთ 238 ბინა, ენერგოეფექტური და, რაც მნიშვნელოვანია – სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. ტრადიცია გრძელდება და ჩვენი კომპანიის მიერ ყველა საცხოვრებელი კომპლექსი იქნება ადაპტირებული. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო m2-ის თანამშრომლებს, რომლებმაც ეს პროექტი შეიმუშავეს და განახორციელეს. ასევე, მადლობას ვუხდი „ბკ კაპიტალსა“ და მის ყველა თანამშრომელს; აგრეთვე, ჩვენს ყველა პარტნიორს, არქიტექტორებსა და ტექნიკურ თანამშრომლებს; განსაკუთრებული მადლობა კი „საქართველოს ბანკსა“ და ყველა იმ კლიენტს, ვინც ბინა ჩვენთან შეიძინა. იმედი გვაქვს, რომ „ოპტიმას“ ხაზის პროექტებს კვლავაც ბევრს განვახორციელებთ თბილისის სხვადასხვა უბანში.
ირაკლი ნინუა (მობინადრე): უპირველესად, დიდი მადლობა m2-ს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი კორპუსი ააშენა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ფაქტობრივად, როდესაც მე ბინა შევიძინე, ამ კორპუსის ჯერ მხოლოდ საძირკველი იყო ჩაყრილი და მშენებლობა ძალიან მცირე დროში დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში სრულად ვიყავი ინფორმირებული – ინფორმაციის მოწოდება, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში ხდებოდა. ვიცოდი, როგორ მიმდინარეობდა სამშენებლო პროცესი. ბედნიერი ვარ, რომ m2-ში ავირჩიე ბინა და ყველას ვურჩევ, სწორედ ამ კომპანიაში შეიძინონ საცხოვრებელი ფართი.  m2-ს ვუსურვებ წარმატებებს და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის გაბედნიერებას.

скачать dle 11.3