კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს „ქორწინება მეგობრულად“

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის შეუძლებელია. ისინი ამტკიცებენ, რომ, ადრე თუ გვიან, მათ შორის აუცილებლად მოხდება „რაღაც”... მაგრამ, ეს ადამიანები ვერ ხსნიან, რატომ არ შეიძლება, მეგობრობა დაედოს საფუძვლად დიდ სიყვარულსა და მყარ ოჯახს. ხშირია შემთხვევა, როცა ყველაზე სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა  სწორედ მეგობრებს შორის მყარდება, თუმცა, ზოგიერთ ქალს მეგობარზე გათხოვების შემდეგ უჩნდება კომპლექსი, რომ, შესაძლოა, მეუღლემ ის ვნებიან პარტნიორად ვერ აღიქვას.

სოფო (28 წლის): რაც თავი მახსოვს, მე და ჩემი მომავალი მეუღლე სულ ვმეგობრობდით. ერთ ეზოში გავიზარდეთ, ერთ ბაღში დავდიოდით – მაშინ პატარები ვიყავით და ჩვენი ერთად ყოფნის სურვილი, ბუნებრივია, სრულიად გაუცნობიერებელი იყო, მაგრამ ერთმანეთის გარეშე აშკარად ვერ ვძლებდით. ისე მოხდა, რომ სხვადასხვა სკოლაში შეგვიყვანეს, მაგრამ, ძალიან რომ გაგვიჭირდა, მისი მშობლები მიხვდნენ და ორ წელიწადში ჩემს კლასში დასვეს. თუმცა ბავშვობა მაინც სხვაა. მაშინ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენს ურთიერთობას სქესი არ ჰქონდა.
– რას გულისხმობთ?
– იმისი თქმა მინდა, რომ ქალსა და კაცს შორის ჩვეულებრივი მეგობრობა არ არსებობს; რომ, ადრე თუ გვიან, მათ შორის რაღაც მოხდება და ასეც არის, თუმცა, მაინც გარე ფაქტორების პრინციპი მუშაობს. ხვდებით, ხომ, ეს რას ნიშნავს? რაღაც მაპროვოცირებელი უნდა მოხდეს, რომ ის ნაპერწკალი გაჩნდეს, რაც ყველაფერს გავიწყებს...
– თქვენ შორის ეს ნაპერწკალი დიდხანს არ გაჩნდა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ გაჩნდა. გვიყვარდა და გვინდოდა ერთმანეთი, ოღონდ, ყოველგვარი ინტიმის გარეშე. შეიძლება, გიკვირთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი მაინც ტვინიდან მოდის.
– სიყვარული გულიდან არ მოდის?
– სიყვარული ყველაფრიდან მოდის, მაგრამ მაინც ტვინი მართავს. იმიტომ არა, რომ ვიღაცას უნდა, გრძნობა აკონტროლოს. მე, საერთოდ, მიმაჩნია, რომ დიდი გრძნობის კონტროლი საერთოდ არ შეიძლება. თუ ვიღაც ამას ახერხებს, ესე იგი, დიდი გრძნობა არ გააჩნია და არც იცის, ეს რა არის.
– თუ ასეა, თქვენ შორის არ ყოფილა დიდი გრძნობა.
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა იყო და რა არის ჩვენ შორის ახლა, როცა უკვე ცოლ-ქმარი ვართ. ჩემი ქმარი, ყოფილი უახლოესი მეგობარი, ყოველთვის იყო ქალის სილამაზის დიდი დამფასებელი. მე, როგორც ხედავთ, თვალისმომჭრელი და დამაბრმავებელი გარეგნობით არ გამოვირჩევი და, ამიტომ, არც მქონია იმის ამბიცია, რომ ყველა მამაკაცს მოვაჯადოვებდი... თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლები არ მყავდა. მათ შესახებ, რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ მეგობარს ვუყვებოდი.
– ანუ, თქვენს მომავალ ქმარს უყვებოდით თაყვანისმცემლების შესახებ?
– დიახ და ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებდა. ისეთი ზუსტი იყო თითოეული მათგანის დახასიათებაში, რომ მაოცებდა. ხელისგულზე დამიდებდა ხოლმე ყველას უარყოფით თვისებებს. საბოლოოდ, მათ ვშორდებოდი.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ სპეციალურად გიფრთხობდათ თაყვანისმცემლებს?
– თავიდან ასე არ მიფიქრია, რადგან მასაც ჰყავდა შეყვარებულები და რამდენიმე მათგანი გამაცნო კიდეც...
– თქვენც ეუბნებოდით, რა ჰქონდათ მათ უარყოფითი?
– ვეუბნებოდი. გინდათ, გულახდილი ვიყო? – გაუცნობიერებლად სულ ცუდს ვამბობდი მათზე და ეს მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც ერთმანეთი „ვიპოვეთ.“  ეს ისე  მოულოდნელად მოხდა, დრო დამჭირდა, ბოლომდე გამეცნობიერებინა ყველაფერი. როცა დავქორწინდით, მას შემდეგაც კი ისე ვურთიერთობდით, როგორც მეგობრები. მაგალითად, თუ ვინმე მომეწონებოდა ან მას მოეწონებოდა, ან ფლირტი გვექნებოდა, ვლაპარაკობდით ჩვეულებრივად, ძალდაუტანებლად და ვიცინოდით...
– მერე ეს შეიცვალა?
– დიახ... ნელ-ნელა შეიცვალა, თანაც რადიკალურად. უცებ ისეთი ეჭვიანობა დავიწყე მასზე, რომ თავადვე გამიკვირდა. მერე გავარკვიე, რომ ისიც ეჭვიანობდა. ლამის დავხოცეთ ერთმანეთი. ძალიან ცუდი ყოფილა, როცა ცოლ-ქმარმა ერთმანეთზე პრაქტიკულად ყველაფერი იცის. ნეტავი  ცოტა ადრე მცოდნოდა იმდენი, ახლა რომ ვიცი – ამხელა დავიდარაბას ხომ გადავრჩებოდით.
– რატომ? ნანობთ, მეგობარს რომ გაჰყევით ცოლად?
– არა, ის ჩემთვის ახლაც ძალიან ძვირფასია. უბრალოდ, როცა ერთმანეთზე ვბრაზობთ, „წამოძახებებით“ ვართ დაკავებული. თუ ერთმანეთისთვის თაყვანისმცემლებზე რამე მოგვიყოლია, ახლა ორივეს მხრიდან ბრალდებებად იფრქვევა. ზოგჯერ ერთმანეთს ისეთ რამეებს ვეუბნებით, რომ მერე ერთმანეთის შეხედვის გვრცხვენია. ვბრაზობთ, ასე რატომ ვიქცევით ან მე, ან ის... მეგობრები რომ ვიყავით, ამას უამრავი პლუსი აქვს – სიურპრიზებს  აღარ ველოდებით და უამრავ საკითხში საოცრად ვუგებთ ერთმანეთს.
– თუმცა, მაინც უარყოფითად უყურებთ თქვენს ურთიერთობას?
– არა. მიხარია, ერთმანეთზე რომ ვიქორწინეთ, მაგრამ, მგონი, ცოტა ვიჩქარეთ – ბოლომდე უნდა გავრკვეულიყავით ჩვენს გრძნობებში. ასე არ უნდა მოვქცეულიყავით, როგორც მოვიქეცით. ის იმედგაცრუებული იყო იმ ქალისგან, რომელიც თითქმის შეუყვარდა... ვინ დაამშვიდებდა ჩემ გარდა?! ჰოდა, აღმოვჩნდი კიდეც მის საწოლში – ეტყობა, ეს ორივეს გვინდოდა. გარყვნილები ვიყავით? არა, ასე არ იყო. ჩვენ, როგორც ჩანს, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ პრობლემები დასაძლევია, ისინი თითქოს არ ილევა და, არ ვიცი, რა გავაკეთო... ვერაფრით ვერ ვძლევთ ეჭვიანობის შემოტევებს და მერე ურთიერთობა გვეძაბება. თუმცა, ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთად უნდა ვიყოთ... მესამე წელია, ამ დავიდარაბაში ვართ.

скачать dle 11.3