კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხვდება ადამიანის ორგანიზმში ბოროტი სული და რა გამოვლინებები ახასიათებთ ასეთ პირებს

შეხედულებები ავი სულების ძალით შეპყრობილთა შესახებ, დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მას  ეგზორციზმი ჰქვია, თუმცა, ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს  მხოლოდ ფსიქიკური აშლილობაა და ყველა, ავი სულით ანუ დემონით შეპყრობილს, აქვს კონკრეტული ფსიქიკური დარღვევის სიმპტომები. რეალურად, არსებობენ თუ არა ავი სულები დედამიწაზე, შეუძლიათ თუ არა მათ ადამიანის სხეულში ჩასახლება და ეს, ნამდვილად ეშმაკით შეპყრობაა თუ ფსიქიკური აშლილობა, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ბატონ გივის, რომელმაც საკმაოდ დამაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

 გივი: ავი სულების შეპყრობილთა შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. ესაა  ზებუნებრივი ძალა, ბოროტი სული, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „დაიმონ“ და  ღმერთსა და ადამიანს შორის მდგარ არსებას აღნიშნავს. ყველა რელიგიასა და კულტურაში ვხვდებით ბოროტი სულით შეპყრობილთა შემთხვევებს და შესაბამისად – მათი განდევნისთვის საჭირო რიტუალებს. ცნობილია, რომ ეგზორციზმის რიტუალის ჩატარების უფლება ყველას არ აქვს. ასეთი უფლებით მხოლოდ მღვდლები, რაბინები, შამანები, ბრაჰმანები და მსგავსნი მათნი სარგებლობენ.  თუმცა, დღეს, დასავლურ კულტურაში, ისეთი ეგზორცისტებიც არიან, რომელთაც რაიმე სასულიერო წოდება არ აქვთ. ეგზორციზმის რიტუალის დროს იყენებენ ლოცვებს, კმევას, წმიდა წყალს, ჯვრებს, მარილს, ვარდს და სხვა.
– პარაფსიქოლოგთა და ეზოთერიკოსთა გარკვეული ნაწილი, გარკვეულ დაავადებებს სწორედ ადამიანის სხეულში ავი სულების ჩასახლებასაც მიაწერენ. ასეა?
– დიახ, ასეა. ადრეულ ხანაში ყველა სახის დაავადება ბოროტ ძალებს მიეწერებოდა. მაგალითად, ძველ ბაბილონსა და მესოპოტამიაში სჯეროდათ, რომ გარკვეული დაავადებები გამოწვეული იყო დემონური ძალებით, ჯადოქრობით ან ავი თვალით. შეპყრობილობა მიღებული იყო როგორც სასჯელი. ბაბილონელი სასულიერო პირები ასრულებდნენ ეგზორციზმის რიტუალებს, რომლის დროსაც ამსხვრევდნენ თიხის ან ცვილის ფიგურას, რათა ადამიანში ჩასახლებული ავი სული გაენადგურებინათ. ბოროტი არსებები ადამიანის სიცოცხლეს აზიანებენ და ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე მიიჩნევდა, რომ შეშლილები ეშმაკის ზეგავლენას განიცდიდნენ. ასევე, პლატონს სჯეროდა, რომ დემონები მოკვდავებს სხეულში უსახლდებიან. ბოროტი სული, მსხვერპლს სხეულში უსახლდება და გონებრივ დაავადებებსა და პიროვნულ ცვლილებებს იწვევს. მისი გამოდევნა შეპყრობილის რომელიმე თითიდან ხდება, რის შემდეგაც იუდაისტური გადმოცემით, ის ჯოჯოხეთში იგზავნება. დემონი და ბოროტი სული ადამიანის სულს იპარავს, რაც სნეულებებსა და ბევრ უბედურებას იწვევს. შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ ნებისმიერი საყოველთაო უბედურების წარმოშობაში დამნაშავე ავი სულით შეპყრობილი ადამიანი იყო და მას შესაბამისად ექცეოდნენ. ხშირად, მის გასაძევებლად შეპყრობილებს თმას ჭრიდნენ, ეკლესიასთან ახლოს იმ მიზნით აბამდნენ, რომ წირვის მოსმენით განკურნებულიყვნენ. ამავე პერიოდში მოღვაწე წარმატებულმა თერაპევტმა გადაწყვიტა, ადამიანები შხამიანი გველებით სავსე ორმოს თავზე ჩამოეკიდა, რათა შეშინებული ეშმაკები მათი სხეულებიდან გასულიყვნენ. ზოგჯერ ეს მიდგომა ამართლებდა კიდეც. უცნაური ქცევის ადამიანები დროებით თავისუფლდებოდნენ სიმპტომებისგან. სხვა საშუალება იყო შეპყრობილის გაყინულ წყალში ჩაშვება. ხშირად კი ადამიანს კუბოს მსგავს ყუთში ათავსებდნენ და ცივ წყალში აწვენდნენ, რათა ეშმაკს მისი სხეული დაეტოვებინა.
– როგორ მივხვდეთ, რომ ბოროტი სული ჩასახლდა ადამიანში? რა გამოვლინებები ახასიათებთ ასეთ პიროვნებებს?
– თუ პიროვნება უჩვეულო უნარებს გამოავლენს, მაგალითად, როგორიცაა: უცხო ენებზე საუბარი, რომელიც მან არ იცის, ზებუნებრივი სიძლიერე, სხვა ადამიანების აზრების წაკითხვა, ან მომავლის წინასწარმეტყველება, მაშინ ის შეიძლება ავი სულით შეპყრობილად ჩაითვალოს. ცნობიერებას ახასიათებს მოწესრიგებულობა, რომლის ცენტრი არის ეგო. არაცნობიერ შინაარსებს კი აქვს არაორგანიზებული ხასიათი. გარკვეულ პირობებში არაცნობიერი თავად ითვისებს ეგოს ფუნქციას. ასეთი ცვლილების შედეგი არის შეშლილობა და დაბნეულობა, ვინაიდან არაცნობიერი არ არის მეორე პიროვნება ცენტრალიზებული და ორგანიზებული ფუნქციონირებით, არამედ ის მოიცავს არაორგანიზებულ ფსიქიკურ პროცესებს. ამით აიხსნება, რომ მრავალპიროვნული აშლილობის შემთხვევაში, ადამიანში ხდება არა გაორება, არამედ რამდენიმე „პიროვნება” იჩენს მასში თავს; სხვაგვარად, ხდება არაცნობიერი იდეების პერსონიფიცირება. არის შემთხვევები, როცა ადამიანი ამ დროს, საკუთარ თავს აიგივებს სხვადასხვა პიროვნებასთან. მაგალითად, ჰგონია, რომ არის სტალინი, ბერია, ჰიტლერი, ან რომელიმე ცნობილი სახე. ამ დროს ხდება, საკუთარი იდენტურობის დაკარგვა, საკუთარი „მე”-ს შეგრძნების დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში, ხშირად, ადამიანი საკუთარ თავს სხეულისგან, ან გონებრივი პროცესებისგან განცალკევებულად მიიჩნევს. ავი სულით შეპყრობილი განიცდის, რომ ის დემონური ხმები, რომელიც ჩაესმის, არ არის მისი და ახდენს ამ ხმების პერსონიფიცირებას. ამავე დროს ეს არ არის ტიპური ჰალუცინაცია, რომლის დროსაც ინდივიდმა არ იცის, რომ ეს ხმები მოჩვენებითია, არამედ მათ იღებს როგორც ობიექტურ რეალობას. ასევე, კარგავს სხეულზე კონტროლს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ როგორ მოქმედებს შთაგონება ადამიანზე. როდესაც პიროვნება აღიარებს, რომ მასში სახლობს ავი სული, ამგვარად ის უშვებს, რომ ნებისმიერ მომენტში, შესაძლებელია, ეშმაკმა დაიმორჩილოს მთელი მისი ცნობიერება და სხეული. დროდადრო კარგავს ცნობიერებას, საკუთარი თავის კონტროლს და წინ გადმოდის არაცნობიერი პროცესები. მე ბევრ ასეთს შევხვედრივარ. არ დამავიწყდება, მოიყვანეს ჩემთან მამაკაცი, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ნორმალურსა და ჯანმრთელს ჰგავდა. მითხრეს, საკმარისია, პატარა პრობლემა შეექმნას, რომ გონებას კარგავს, მიწაზე ეცემა, იკლაკნება და უცნაურ ხმებს გამოსცემსო. ვეცადე, ამაში თავად დავრწმუნებულიყავი და რამდენიმე ისეთი კითხვა დავუსვი, რაც მის განვლილ ცხოვრებას ეხებოდა. მაშინ ისეთი რამ ვნახე, თვალებს ვერ დავუჯერე. ფაქტი იყო, ამ ადამიანში ბოროტი სული მართლაც სახლობდა და პატარა წინააღმდეგობის დროს, იწყებდა საკუთრი თავის გამოჩენას. ეს კაცი წლების განმავლობაში იტანჯებოდა. თუმცა, შემდეგ, სწორედ იმ კუბოს ეფექტმა გაამართლა, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. მისმა ნათესავებმა ის კუბოში ჩააწვინეს, ცოცხლად დამარხეს რამდენიმე ხანი და ამ შიშის შემდეგ, ავმა სულმა მისი ორგანიზმი სამუდამოდ დატოვა. ეს ერთგვარი რისკიც იყო, რადგან შესაძლოა, შიშისგან გული გასკდომოდა. აბა როგორია, ცოცხლად მიწას რომ მოგაყრიან? თუმცა, ფაქტია, დღეს მასში ავი სული აღარ ბინადრობს და ნორმალურად ცხოვრობს.

скачать dle 11.3