კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რატომ ემალებოდა ლევან გოგორელიანი თავდაცვის მინისტრს და რაში დაეხმარა მას ბერა

„ბინა 18-ის“ წამყვანი ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო, მაყურებელმა ჯერ კიდევ ძალიან ადრე, „კომედი შოუდან“ და „კლაბ შოუდან“ გაიცნო. ფაქო ძალიან აქტიური და ენერგიული ადამიანია; როგორც თავად ამბობს, მუდმივად თვითგანვითარებაშია. ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები აქვს – ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ბარხატის სეზონი“ დაეწყო – მექალთანეობის პერიოდი დაასრულა და საყვარელ ადამიანზე დაქორწინდა. ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობენ და ერთმანეთის კარიერას ხელს არ უშლიან. ჩვენთან საუბრისას ფაქო გულწრფელად აღიარებს, რომ მისი ერთადერთი ოცნება – შვილია. თავის სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა და ისიც გაიხსენა, თუ როგორ ხორციელდებოდა მასზე პოლიტიკური ზეწოლა და რა რთული პერიოდის გადალახვა მოუწიათ მას და მის ოჯახს, „კომედი შოუდან“ ბერას სტუდიაში მისი გადასვლის შემდეგ.
ფაქო: 90-იანელი ვარ, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ფუფუნებაში ნამდვილად არ გაზრდილა. 90-იანების ბავშვობა სხვანაირი იყო: სწრაფად უნდა შესულიყავი სადარბაზოში; თუ ბევრი ბიჭი იდგა, აუცილებლად უნდა არიდებოდი. ყოველთვის ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. რაც უფრო ბევრ რამეს ვაკეთებდი, მით უფრო მიხაროდა. ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, საუკეთესოდ არ ვსწავლობდი, მაგრამ, კარგი მსმენელი ვიყავი. 90-იანებმა ბევრი ცუდი მოიტანა, მაგრამ, ვისწავლე დამოუკიდებლობა და ყოველთვის ჩემი ძალებით „ვჩალიჩობდი“. 16-17 წლის ვიყავი, როცა ბრეიქ-დანსის სკოლაში ვასწავლიდი ბავშვებს და იმ დროისთვის ჩემი სოლიდური შემოსავალი მქონდა. განებივრებული არასდროს ვყოფილვარ, ხშირად მსჯიდნენ – როცა საჭიროა, ბავშვი უნდა დაისაჯოს, რომ მერე რაღაცეები არ შეეშალოს. სანამ მაყურებელი გაგიცნობს, ნამდვილად რთული გზის გავლაა საჭირო, ბევრი რამის დათმობაც გიწევს. ტელევიზიამდე ბევრი სამსახური გამოვიცვალე: ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი ჩამომსხმელად, ავტოსამრეცხაოში ვმუშაობდი „საკაიფო“ მრეცხავად. კიდევ იყო რაღაც ეტაპები – „კავეენის“ ნაკრებში ვიყავი. 2007 წლიდან დიდხნიანი ჩავარდნა მქონდა, არ აქვს მნიშვნელობა, „კავეენშჩიკი“ ხარ თუ სხვა ვინმე, პოლიტიკური ძალა მაინც გეხება. „კავეენი“ რუსეთში ტარდებოდა და, მოკლედ, დიდი განხილვის საგანი იყო. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიწყო ყველაფერი და, საბოლოოდ, ასე გაიცნო ხალხმა ფაქო.
– მაყურებელმა ძირითადად „კომედი შოუდან“ გაგიცნო და, უცებ, ადექი და წამოხვედი. დღეს თუ გაქვს მათთან ურთიერთობა?
– „კომედი შოუში“ უამრავი რამ ვისწავლე. ჯერ ამიკომ მოახდინა თავისი გამოჩენით ფურორი და შემდეგ ერთად დავიწყეთ როლების მორგება. რატომღაც, მოხდა ისე, რომ „კომედი შოუში“ ყველაფერს ხაზი გადაესვა – ვეღარ დავინახე ის მუხტი, რაც საჭიროა შემდგომი განვითარებისთვის და, უცებ რომ გეუბნებიან, შენი შესაძლებლობები ამოწურეო, ძალიან ცუდია. მეტის გაკეთების მოთხოვნილება მქონდა, უბრალოდ, რაღაცეები ვერ გამოვიდა. იქ ძველი და გამოცდილი თაობა დამხვდა, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ძველ თაობას უჭირს ახალი თაობის იუმორის სწორად გაგება. რაც ჩემთვის მისაღებია, ვიღაცისთვის მიუღებელია. „კომედი შოუში“ ყოფნის პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში პროფესიონალად ჩამოყალიბების პერიოდი, მაგრამ, იყო ეტაპები, როცა იდეებითა და აზრებით ერთმანეთს ვცდებოდით. რთულია, როცა მიდიხარ დიდი ხნის კოლექტივთან, ასეთ შემთხვევაში, იმათ აშენებულზე გიწევს ფეხის აწყობა, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები – არის რაღაცეები, რისი კეთებაც, უბრალოდ, არ გინდა. ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ბერას სტუდიაში გადასვლა ნაწილობრივ სახიფათო იყო.
- „კომედი შოუდან“ ბერას სტუდიაში გადახვედი. წასვლის გადაწყვეტილება მაშინ ჩნდება, როცა წინ სასურველი ალტერნატივა ჩანს. ეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ დატოვებამდე მიიღე?
– GDS-ზე 2012 წლის 6 აპრილს გადავედი და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც ძალიან მეამაყება. ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი რისკიც იყო. მტკივნეულად მახსენდება ის პერიოდი, ტელევიზიიდან გადავედი სტუდიაში და ვემალებოდი თავდაცვის მინისტრს. ეს იყო პერიოდი, როცა რეალურად დავინახე, რა ხდებოდა ქვეყანაში; უშუალოდ შემეხო რეჟიმი, რომელიც მაშინ არსებობდა, რადგან „რუსთავი 2-დან“ ბერას სტუდიაში გადავედი. ბერა პირველად ამიკომ გაიცნო და მერე ერთად მივედით. ძალიან უშუალო და კარგი ადამიანია. გულწრფელად გეტყვით, ბერას სახით დავინახე პატრონი, რომელიც იდეების განხორციელებაში დამეხმარა, რაც „რუსთავი 2-ში“ არ გამომივიდა. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს „რუსთავი 2-იდან“ სტუმრები მოვიყვანოთ სტუდიაში, მაგრამ, არ უშვებენ – ალბათ დაბმულები არიან (იცინის).
– დიდხანს გაგრძელდა პოლიტიკური მღელვარება? მახსოვს, იმ პერიოდში შენი ძმის თემა ძალიან  აქტუალური იყო.
– ამ ყველაფერს პოლიტიკური ზეწოლაც აღარ ერქვა, მე და თემო მჟავია ბუჩქებში ვემალებოდით „ჯიპებს“ ვაჟა-ფშაველაზე. მოვიდნენ და გამოგვიცხადეს: ჩასხედით და წამოდით, ვილაპარაკოთო. ამას რაც მოჰყვებოდა, უბრალოდ, ფიქრიც კი აღარ მინდა. მესამე დღეს ჩემი ძმა დაიჭირეს. სანამ ჩემს ძმას დაიჭერდნენ, ისეთ სტრესში ვიყავი, ვეუბნებოდი, ყოველ ნახევარ საათში დამირეკე-მეთქი, რათა გამეგო, რომ კარგად იყო. ერთხელაც, მირეკავს მაღაზიის გამყიდველი: შენი ძმა თავისი მანქანიანად ექვსი მანქანით მოსულმა ხალხმა წაიყვანაო და, უცებ, „მეცხრე არხზე“ ატირებული დედაჩემი დავინახე. ვერ აგიწერთ, რამხელა ტრავმაა. ვფიქრობ, ჩემი ძმა ჩემში აერიათ, თან, ჩემი მანქანით იყო. მიზეზიც ვერ თქვეს და მერე მოიგონეს, ვითომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. არჩევნების შემდეგ სხვა ქვეყანაში მეგონა თავი, გადახდილი „კაბრიოლეტით“ დავიწყე მოძრაობა (იცინის).
– ნარკოტიკებთან როგორ ხარ? ეს დღევანდელი საზოგადოების უმრავლესობის პრობლემაა...
– ნარკოტიკების მოხმარებასთან ძალიან მწყრალად ვარ. ამ მხრივ, საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რაც დაღუპავს იმ თაობას, რომელიც დღეს მე-11, მე-12 კლასში სწავლობს. ძალიან  მარტივია აფთიაქების მიერ დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა. 90-იანების თაობა თუ იყო „წამალზე”,  დღეს აქტიურ გამოყენებაშია „ბიო,” რაც წამალზე უარესია. როცა რეალურად დიდია მოთხოვნა, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ამისთვის არ უნდა ისჯებოდეს ადამიანი. ძალიან ბევრი კაი ტიპი დაიღუპა მართლა.
– ამბობენ, რომ ტრადიციების დამცველი ადამიანი ხარ, ნამდვილი ქართველი კაცი. ეს მართალია?
– ხასიათებით ზუსტად იქ ვარ, სადაც საქართველო – ევროპასა და აზიას შორის. რაც დრო გადის, კიდევ უფრო პატრიოტი და ტრადიციების მიმდევარი ვხდები. ვიღაცისთვის, შეიძლება თოფის ლულიდან ღვინის სმა ტრადიციაა, მაგრამ ჩემთვის უფრო სხვა რამეა ტრადიციები. მუხლს ქვემოთ კაბას დაჟინებით არ მოვითხოვ, თუმცა, სიგრძე ძალიანაც არ უნდა დამოკლდეს. არ მსიამოვნებს ის, რომ დღეს ტელეეკრანებს ძირითადად ის ხალხი იპყრობს, ვისაც მორალზე დაფუძნებული აღარაფერი გააჩნია, რაც უფრო გარყვნილი ხარ, ან, გარყვნილების მიმდევარი არ ხარ და არ გიკვირს, მით უფრო გემოვნებიანად ითვლები და ეს ამაზრზენია. თუ დღეს რელიგიური არა ხარ და დაცემინებაზე აღარ ამბობ „იცოცხლე,” კარგი ტიპი გამოდიხარ, არადა, სინამდვილეში, სულაც არ ხარ კარგი.
– კადრს მიღმა რა ხდება, როგორ ანაწილებ თავისუფალ დროს?
– თავისუფალი დრო გაქვს მაშინ, როცა სამსახურში ხარ და შენს საქმეს აკეთებ. ოჯახს თავისი დრო აქვს. რაც კი მიწვალია და ქვა ქვაზე დამიდევს, ყველაფერმა გაამართლა, ყველაფერი თავის ადგილზეა – ისე, როგორც უნდა იყოს. ახლს ჩემთვის „ბარხატის სეზონია“ – ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს. ურთიერთობისას მთავარია გაგება და აზრთა ჰარმონია. ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. ოჯახში პრეტენზიული არა ვარ, რაც დამხვდება, იმას შევჭამ (იცინის).
– ეჭვიანი თუ ხარ? ახლა ახალი პერიოდი დაიწყო შენს ცხოვრებაში. რა შეიცვალა შენში და რა გეგმები გაქვს?
– რაღაც პერიოდი ძალიან ეჭვიანი ვიყავი და ამით სიამოვნებასაც ვიღებდი. მერე მივხვდი, რომ ყველას თავისი გზა აქვს. საერთოდ, მგონია, რომ კონფლიქტური არა ვარ, მაგრამ, არ შემიძლია უსამართლობაზე თავის არიდება, ბევრჯერაც მიჩხუბია. რაჭველი ვარ და არის ჩემს ხასიათში ამ კუთხის ელემენტები. ყველა ამბობდა, რომ მაგარი „ბაბნიკი“ ვიყავი, მაგრამ ეს პერიოდი დავასრულე, ახლა აღარ ვარ (იცინის). ძალიან იღბლიანი ვარ და ისიც კარგად ვიცი, იღბალს როგორ გავუფრთხილდე. ადამიანისთვის მთავარია, მისი სიცოცხლის შემდეგ რაღაც გაგრძელდეს და ვიღაცამ გააგრძელოს გზა. ჩემი მთავარი ოცნება – შვილია, არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი. მეტზე ჩემი ტვინი ვერაფერზე ფიქრობს. კიდევ არის რაღაც პატარ-პატარა გეგმები: მინდა, რაჭაში სიტუაცია „მოვხოდო“ და საქმე გავუჩინო რაჭველებს – ვინც არ მუშაობს, დავასაქმო.

скачать dle 11.3