კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის ბავშვობის სიყვარული, რომლის ერთგულიცაა იგი დღემდე და როდის იყენებს ის ქალებთან ურთიერთობისას „ჯოკერს“

ნოდიკო ტატიშვილმა ახლახან ბათუმში, რამდენიმე წლის წინ ნაყიდი ბინა გაარემონტა და სწორედ ისეთი გამოუვიდა, როგორზეც ფიქრობდა და როგორიც წარმოდგენილი ჰქონდა. გარდა ამისა, ის ამსტერდამშიც იყო „ქოლდფლეის“ კონცერტზე.
– რამდენიმე დღის წინ შენს „ფეისბუქ-გვერდზე“ კრისტინა აგილერას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაწერე: „ჩემი გოგო ჩამოდის. დამირეკა, ორი დღე ჩემთან, ბათუმში იცხოვრებს“.
ნოდიკო ტატიშვილი: ჩამოდის ჩემი გოგო და ჩემს ახლადგარემონტებულ სახლში უნდა დავრჩეთ. დიდი ხანია, მიყვარს. მახსოვს, სკოლაში კლასი ორად იყო გაყოფილი, ნახევარი, მათ შორის მეც, აგილერას ვგულშემატკივრობდით, ნახევარი – ბრიტნის. ამაზე იყო ჩხუბი.
– არ გიღალატია მისთვის, სულ მისი ერთგული ხარ?
– არის რამდენიმე მომღერალი ქალი, რომლებზეც ვგიჟდები. ასევე, მამაკაცი მომღერლებიც მყავს, რომლებიც ჩემი ფავორიტები არიან. ვინმე ვინმეზე წინ დამეყენებინოს ან უკან, ასე არ ვარ. მაგრამ აგილერა ჩემთვის „დივაა“. გარეგნობითაც მშვენიერია, ყველაფერი ადგილზე და სასწაულ წესრიგში აქვს. იმედი გამიცრუვდა და გადავიყვარე – ეს მომენტი არასდროს მქონია. ყოველთვის სტაბილურად იყო ჩემს გულში. სტაბილურად მომწონდა, ვაფასებდი, როგორც ძალიან მაგარ მომღერალ ქალს და ზოგადად, ქალს.
– ბინაც ასე სასწრაფოდ მისთვის გაარემონტე?
– დაემთხვა. გავარემონტე და ჩამოდის კიდეც. თუ დარჩება ჩემს აპარტამენტებში, დიდი სიამოვნებით მივიღებ. უფ... არაფერს მოვაკლებ, ერთი ღამე იქნება თუ ორი, მოვუვლი გემრიელად.
– მომიყევი შენი აპარტამენტის შესახებ. როდის იყიდე და როგორ მოაწყვე?
– ყველას ჰგონია, რომ ეს ბინა მოვიგე. არ მომიგია, „ჯეოსტარის“ შემდეგ პერიოდში ვიყიდე. ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს იქ – სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია, მანიკა ასათიანი, ინგა გრიგილია. ბევრმა მირჩია, იყიდეო, მაგრამ ვერ ვრისკავდი. ბოლოს ვიყიდე, 2013 წელს ჩამბარდა დასრულებული და მხოლოდ ახლა გავარემონტე. ისეთი კარგი და მყუდრო გამოვიდა. მხოლოდ ჩემზე არ მიფიქრია. ვისაც შევძლებ, რომ დავასვენო, იმათთვისაც არის. არ დავზოგე და არ დავიშურე არაფერი. ერთადერთი, უნდა შეხვიდე და დაისვენო. ოღონდ ზუსტად ვიცი – რემონტს არასდროს აღარ გავაკეთებ. სულ ადგილზე უნდა იყო, ყველა დეტალი აკონტროლო.
– როგორ შეგძლებია კონტროლი?
– მეგონა, არ შემეძლო, მაგრამ ბოლოს ისე გავბრაზდი, რომ თავზე ვადექი  და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკონტროლებდი. გვანცა კაჭკაჭიშვილის ქმარი, ზურა ნანობაშვილი რომ არ ყოფილიყო, ვერც ხელოსნებს მოვნახავდი და ვერც ამ საქმეს მივიყვანდი ბოლომდე.
– ზოგადად, გეხერხება საოჯახო საქმეების კეთება?
– ძალიან ვგავარ პაპაჩემს, მამაჩემის მამას, ვისი სეხნიაც ვარ. ერთხელ დედაჩემს მისთვის უთხოვია, კედელზე ლურსმანი იქნებ დააჭედოთო. რძალი იყო, ხათრი ვერ გაუტეხავს, გაუქანებია და ეგრევე თითში ჩაურტყამს. მე, პაპაჩემისგან განსხვავებით, მეორე ან მესამე ცდაზე ვირტყამ, მამაჩემიც ასეთია. 4-5 წლის ვიყავი, რაღაც „შნური“ ვიპოვე და ორივე წვერი დენის ჩამრთველში შევაერთე. ისე დამარტყა დენმა, დაბუჟებული დავდიოდი რამდენიმე დღე, გადავრჩი.
– ცოტა ხნის წინ ამსტერდამში იყავი „ქოლდფლეის“ კონცერტზე. ვისთან ერთად წახვედი?
– ჩემს მეგობარ, მზიკოსთან ერთად. სალომე დოლიძე უნდა წამოსულიყო, „ვოისში“ აჩუქეს და დამპატიჟა, მაგრამ მუშაობა დაიწყო. ამსტერდამში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. საერთოდ არ არის ჩემი ქალაქი: კლუბებში მე არ დავდივარ, მოსაწევს მე არ ვეწევი... მარტო როგორ წავიდე-მეთქი და ჩემი მეგობრებიდან აღმოჩნდა, რომ მზიკოს ჰქონდა შენგენის ვიზა და გაგიჟდა, რომ გაიგო „ქოლდფლეის“ კონცერტზე მივდიოდით. ჩემნაირი პენსიონერია. რომ ჩავედით, მეორე დღესვე დამაყენა ვან გოგის მუზეუმთან ორი საათი თქეშ წვიმაში. ქოლგებიც აღარ გვშველოდა. მაგრამ, რომ შევედი, ისეთი სიამოვნება მივიღე – ღირდა. ასე, სეირნობა-დათვალიერებაში გავატარეთ დრო. ბევრი ვისეირნეთ. კონცერტი ძალიან მაგარი იყო. კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ეს ჯგუფი.
–  მხოლოდ მეგობარია?
–  მხოლოდ მეგობარია, თანაკლასელი. ჯერ გრძნობები არ გაგვღვივებია. თან, ამსტერდამიც არ არის ის ქალაქი, რომ გრძნობები გაგიღვივოს.
–  ცოლი კიდევ არ მოგყავს?
– არ მომყავს ცოლი. ბაკურიანში მინდა კიდევ ერთი სახლი, ცოლი და შვილები რომ დავასვენო. ბაკურიანშიც რომ ავაშენებ, მერე მოვიყვან. ერთად დავისვენებთ ხოლმე მთელი ოჯახი. უკვე ვფიქრობ – ცოლი, ბავშვები... მაგრამ არ მინდა, უცბად ავყვე, ავჟიტირდე, გავექანო და ვიღაც მოვიყვანო ცოლად, იმიტომ რომ, ცოლის მოყვანა მინდა. არ მინდა, ისეთი მოვიყვანო, ვინც მომწონს, მაგრამ ბოლომდე არ მიყვარს – ასეთი შეცდომა არ მინდა დავუშვა. თუმცა ვფიქრობ, რომ დროა. თან, ჩემს მშობლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ შვილიშვილებს. ნიუანსებს მოვაგვარებ, რადგან ოჯახს რომ შევქმნი, მინდა, სრულყოფილი იყოს ყველანაირად – გრძნობებისა და ურთიერთობის, ყველაფრის თვალსაზრისით. თან, მატერიალურადაც უფრო მეტად ვიყო უზრუნველყოფილი.
– არ ჩანს ვინმე ჰორიზონტზე?
– რომ მგონია, ჩანს, მერე აღმოჩნდება, რომ ისეთი ურთიერთობაა, რომელზეც მე არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. როცა გიყვარს და პასუხისმგებლობას იღებ, ბოლომდე უნდა აიღო – აბა, რის მეუღლე ან მეორე ნახევარი ვიქნები. მაგრამ, როცა ურთიერთობა იწყება გართობისთვის და ეს ორივემ ვიცით, ამ შემთხვევაში, მოგვბეზრდება, გართობა და ვიშლებით. მაგრამ, როცა რაღაც სერიოზული იწყება და მერე მთავრდება, ამ დროს ორივეშია საქმე. ალღო მაქვს – მივხვდე, რით შეიძლება დავაინტერესო; „ჯოკერი“ როგორ გამოვიყენო და სად. ვიცი, როგორ მივუდგე. ვერ ვიტან ეჭვიანობას, ყველაზე მეტად ეს მძულს და კიდევ – კონტროლი. ამის გამო დამიმთავრებია ურთიერთობა. მაგალითად: რატომ აქვს იმ გოგოს შენთან ფოტო გადაღებული და შენ რატომ გაქვს ხელი გადახვეული. ასეთ შემთხვევაში, როგორც უნდა მიყვარდეს, მირჩევნია, დავამთავრო ურთიერთობა, ვიდრე მეც გავიმწარო ცხოვრება და მასაც გავუმწარო. ვერაფრის და ვერავის გამო ვერ დავთმობ კარიერას. არც იმას დავათმობინებ, რა უფლება მაქვს. მასაც თავისი საქმე უნდა ჰქონდეს. შემდგარი ქალი უნდა იყოს – თავისი მიღწევებით, სამსახურით. მე არ ვაპირებ, ვინმეს რამე დავუშალო ან ავუკრძალო. სიყვარული ნდობაა, პატივისცემა. სიყვარული ყველას თავისებურად გვაქვს წარმოდგენილი. საბოლოოდ, ეს არის გრძნობა, რომელიც მოიცავს ურთიერთპატივისცემას, ნდობას, გაგებას. შინაგანი ლტოლოვა, ვნებაც სიყვარულია, სექსიც ამ ყველაფრის ნაწილი, მაგრამ მთავარი მაინც ნდობაა – თუ არ ენდობი, შეყვარებულობის პერიოდიც რთულია და ზოგადად, ურთიერთობაც. როცა ურთიერთობა დამიწყია, გასულა ერთი თვე, ყოფილა სრული იდილია, ჰარმონია, ლამაზი ურთიერთობა და მეორე თვეში უკვე დაწყებულა სხვა რაღაცეები. შიგნით რაც გაქვს, დიდხანს ხომ ვერ დამალავ?! თავიდან ცოტას თამაშობ, კეკლუცობ, როგორც ქალი, ასევე კაცი. მერე, დრო რომ გადის, ვეღარ მალავ და იწყებ შენი უარყოფითი შტრიხების გამოვლენას და ამის გამო დამიმთავრებია ურთიერთობა.

скачать dle 11.3