კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითამაშა პირველად ფილმში თამარ მეფის როლი და რა რთული პერიოდები გაიარა მან

მარტში კინოთეატრ „ამირანში“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „თამარ მეფის“ დახურული ჩვენება შედგა. კინოსტუდია „ხომლი“ ფილმზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის რეჟისორი ლევან ლომაშვილია, თამარ მეფის როლს კი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ანა მატუაშვილი ასრულებს.
ანა მატუაშვილი: ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ როლის თამაში. თავიდან შემეშინდა კიდეც და, ალბათ, ეს არც არის გასაკვირი. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავთანხმდი – ეს თვითონ თამარ მეფის ფენომენმა და ინტერესმა გადამაწყვეტინა. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ვნახოთ, როგორ მიიღებს მას მაყურებელი. რეჟისორი ლევან ლომაშვილი და, ზოგადად, მთელი ჯგუფი, ძალიან მონდომებული იყო, მეც გადმომედო მათი შემართება და დავთანხმდი. გადამღები ჯგუფი თავიდან ბოლომდე მომზადებული იყო, დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა თითოეულ დეტალს. ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული, შერჩეული. ისტორიკოსებთან მთელი წლის განმავლობაში გადიოდნენ კონსულტაციებს. ფილმი, თუ არ ვცდები, საათსა და 5 წუთს გრძელდება, აქედან 20 წუთი მხატვრულ ნაწილს აქვს დათმობილი, დანარჩენი კი – დოკუმენტურს. შემოქმედებით ჯგუფს თითქმის მთელი საქართველოს შემოვლა მოუწია, ყოველი კუთხისა და მიდამოსი, რომელიც თამარის სახელთან იყო დაკავშირებული.
– როდესაც ფილმის კადრები და ფოტოები გავრცელდა, ამან საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ არ უნახავთ. ამაზე როგორი რეაქცია გქონდა?
– არ გამკვირვებია. უცნაური იქნება, რომ ვთქვა, მოულოდნელი იყო-მეთქი. აქვთ, ალბათ, უკმაყოფილების საფუძველიც და მესმის მათიც. თუმცა რეალურად არ არსებობს არაფერი შემორჩენილი, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებდით და ვიტყოდით, როგორი იყო თამარ მეფე. თამარის ფრესკები თუ მისი ნებისმიერი ხატება ხომ მხატვრის წარმოსახვის ნაყოფია. ვფიქრობ, როდესაც ლევან ლომაშვილმა არჩევანი ჩემზე გააკეთა, გარკვეული კავშირი იპოვა თავის წარმოსახვაში არსებულ თამარ მეფესა და ჩემ შორის. ეს იყო მისი თამარ მეფე, რადგან, ყველა ქართველს ხომ თავისი თამარ მეფე ჰყავს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ამბიციური სურვილი რეჟისორის ან მსახიობის მხრიდან. უბრალოდ, ეს იყო ლევანის დიდი სიყვარული და პატივისცემა თამარ მეფის მიმართ. მას სურდა, ჩვენი ქვეყნის უდიდესი მეფის შესახებ თავისი თვალით დანახული პატარა ისტორია მოეთხრო. კარგი პროექტია და მივესალმები, თუ მას შეიტანენ სკოლებში, აჩვენებენ ბავშვებს, ანუ აღმზრდელობით სახეს თუ მიიღებს. შემოქმედებითი გუნდის სურვილია, გადაიღოს ასეთი რამდენიმე ფილმი სხვა მეფეებზე, ისტორიულ გმირებზე. ყველა ასეთ წამოწყებას მივესალმები.
– რომელიმე სცენას თუ გაიხსენებ, რომელიც ყველაზე ემოციური იყო შენთვის.
– არის ასეთი სცენა: თამარ მეფე მიდის მოძღვართან და თავის დარდზე, წუხილზე ესაუბრება. ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში როგორ დაელაპარაკებოდა, მაგრამ ფილმის მხატვრული მხარე და ტექსტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთ შევიგრძნოთ თამარ მეფის განცდები, ემოციები. შეგვიძლია, ხანდახან სხვა რაკურსითაც შევხედოთ მეფეს, რომელიც სუსტი კი არ არის, უბრალოდ, დედაა. გავიდა დრო და ის წუხს, თავს იდანაშაულებს – იქნებ, ძალისხმევა დააკლო შვილების აღზრდას; იქნებ, მეტი დრო უნდა დაეთმო მათთვის...
– ანა რამდენ დროს უთმობს თავის ერთადერთ შვილს?
– ჩემი შვილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერ ვიტყვი, რომ ძუნწი ვარ გრძნობებში, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემს შვილს უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე მე დღეს ვაძლევ. ეს ბოდიშის მოხდა არ არის. ალბათ, გავა დრო და მიხვდება, როგორი ძვირფასია ჩემთვის. ჯერ პატარაა, 13 წლის ხდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ, მეტი დრო გავატარო მასთან. ხანდახან გული მიჩუყდება, როდესაც ვხედავ, რომ მისი თანატოლების მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ თავიანთ შვილებთან. ამას ისიც ხედავს, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი ბავშვია და აცნობიერებს, რატომ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას, საამაყო შვილია. ფაქტობრივად, დედაჩემის გაზრდილია. როგორი მოსიყვარულე და თბილიც დედაა, ისეთი იზრდება ისიც. თეატრიც უყვარს, დადის სპექტაკლებზე.
– ნახა „თამარ მეფე“?
– არ ყოფილა პრემიერაზე, მეც არ წავსულვარ – შეუძლოდ ვიყავი, თუმცა ამ მიზეზს უფრო ამოვეფარე, რეალურად სხვა მიზეზი მქონდა. ჩემს გაკეთებულს ყველაფერს ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. არ ვიყავი ისეთი ძლიერი და იმ მომენტში არც ჩემი სულიერი მდგომარეობა იყო ისეთ სიმაღლეზე, რომ თავი შემეფასებინა, რადგან ძალიან თვითკრიტიკული ვარ.
– რომ გიყურებ, შენს თვალებში სევდა იკითხება, მგონია, რომ ბევრი სირთულე გაქვს გამოვლილი.
– არ ვარ პატარა, იყო რაღაცეები, რთული პერიოდებიც იყო, მაგრამ, ესეც საჭიროა. ცუდიდანაც შეიძლება რაღაც კარგის აღება, არ ვიცი, ეს რამდენად გამომდის, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ალბათ ვარ სევდიანიც.
– ბავშვობიდან გინდოდა მსახიობობა?
– დედას სამსახიობო აქვს დამთავრებული. თუმცა, ჩემი და ჩემი ძმის გამო ვერ შეძლო, ამ პროფესიას გაჰყოლოდა. კარგად მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც დედამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში „ბურატინოზე“ წამიყვანა. ყველაზე შთამბეჭდავად ჩამრჩა ერთი მომენტი: სპექტაკლის შემდეგ დედა როგორ ესაუბრებოდა ბურატინოს. გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი, უეცრად ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი. ახლაც მახსოვს ბურატინოს ზოლიანი წინდები, შორტები, გრძელი, წვეტიანი ცხვირი, ხუჭუჭი თმა, ყველა ბავშვისთვის საყვარელი ზღაპრის გმირი, რომელიც დედაჩემთან საუბრობდა, ორი წუთის წინ კი ის ბურატინო ჩემთვის მიუწვდომელი იყო, სულ სხვა სამყაროდან. თან, ისეთი ბედნიერი ვიყავი ბურატინოსთან ამ სიახლოვით... დეიდა სულ იხსენებს: მარჯანიშვილის თეატრში „ლურჯ ურჩხულზე“ წაგიყვანეთ. პატარა იყავი და, წესით, უნდა მოგეწყინა, მაგრამ, ისე იყავი ჩართული, ისეთი ინტერესით უყურებდი, გაოცებულები დავრჩითო. დღესაც, როდესაც სპექტაკლზე მივდივარ როგორც მაყურებელი, ირეკება მესამე ზარი და იწყება სპექტაკლი, ჩემთვის აბსოლუტურად სხვა სამყარო იშლება – ძალიან ძვირფასი, აღარაფერს ვამბობ საკუთარ სპექტაკლებსა და როლებზე. თეატრის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება.
– როგორც მივხვდი, მეუღლეს დაშორებული ხარ.
– მეუღლეს დავშორდი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესია მოსწონდა და მოხარული იყო, თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი. ეს დიდი ხნის წინ მოხდა, ჩემი შვილი მაშინ თვეების იყო. ასე ჯობდა ჩემთვის და, ალბათ, მისთვისაც.
– მას მერე აღარ დაოჯახებულხარ?
– არა, მაგრამ, აუცილებლად გავთხოვდები. ის პერიოდი, როცა დავოჯახდი, შემოქმედებითი პაუზა მქონდა. მერე, რომ დავშორდი, იმდენად გადავეშვი ჩემს პროფესიაში, რომ მე თვითონაც ვერ მივხვდი, ამდენი დრო როგორ გავიდა.
– ამ ეტაპზე რაზე მუშაობ?
– მანანა მენაბდე დგამს თავის იგავ-არაკებს, რომლებიც გააპიესეს კატო ჯავახიშვილმა და ნინა სადღობელაშვილმა. დათო თავაძე მუშაობს სპექტაკლის მუსიკალურ მხარეზე, მურო გაგოშიძე – ქორეოგრაფიაზე. ასე რომ, ყოველ საღამოს „სუხიშვილებში“ დავდივართ რეპეტიციებზე. გარდა ამისა, ვმუშაობ ნუგზარ ბაგრატიონთან ანზორ სალუქვაძის პიესაზე – „ნანილი“ და, კიდევ, გოგი ქავთარაძესთან რუსთავის თეატრში, იბსენის პიესაზე „ბრძოლა ტახტისთვის“. რუსთავის თეატრის სტუმარი ვარ და, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ თბილი მასპინძლობისთვის.

скачать dle 11.3