კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შოულობდნენ ფულს გერმანია-შვეიცარიის საზღვარზე სამეგრელოდან ჩასული ქართველი ებრაელები

გასაული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანა რომ აირია და მასობრივი ემიგრაცია დაიწყო, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძიდან გერმანიაში ორი ებრაელი გაემგზავრა ფულის საშოვნელად. გერმანიაში ხეირიანი ვერაფერი იპოვეს და შვეიცარიაში გადასვლა დააპირეს არალეგალურად, რადგან ვიზა არ ჰქონდათ, გერმანელები კი უვიზოდ არავის უშვებდნენ საზღვარზე. დიდი ძებნისა და „ჩალიჩის“ შემდეგ ბანძელებმა ერთ უზარმაზარ ხიდს მიაგნეს, რომელიც გერმანია-შვეიცარიას ერთმანეთთან აკავშირებს და ამ გზით სცადეს გაპარვა. ხიდზე გადასვლას ექვსი წუთი სჭირდებოდა. ხიდის დასაწყისში სამორიგეო ჯიხური იდგა, რომელშიც ერთი შეიარაღებული გერმანელი მესაზღვრე მორიგეობდა. მართალია, ხიდზე ასვლა ჯიხურის გვერდის ავლითაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს პედანტი გუშაგი ზუსტად ორწუთიანი ინტერვალით გამოდიოდა ჯიხურიდან და ხიდს ამოწმებდა. შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებოდა და ასე გრძელდებოდა მთელი მორიგეობის განმავლობაში. ხოლო ვინმე რომ დაენახა იქით (შვეიცარიისკენ) წამსვლელი, ნაბრძანები ჰქონდა, ფეხებში ესროლა და არ გაეშვა, რადგან შვეიცარიის მხარეს გუშაგები არ იდგნენ. შვეიცარიიდან გერმანიაში არავინ გამორბოდა. მაინც თუ აღმოჩნდებოდნენ ასეთები, ვიზიანებს გუშაგი დაუბრკოლებლად ატარებდა, უვიზოებს კი უკან აბრუნებდა. ბანძელმა ებრაელებმა „ჩიჩმეს“ სიტუაცია და, იმის მაგივრად, რომ შვეიცარიაში გადასულიყვნენ, გერმანიაში დარჩნენ, სამაგიეროდ, შვეიცარიაში წამსვლელი არალეგალების ჯგუფებს უშვებდნენ იქით და თითოეულ მსურველს 200 მარკას ართმევდნენ. ეს კი ასე ხდებოდა: ბანძელები ოცკაციან ჯგუფს ჯიხურის გვერდის ავლით შეუშვებდნენ ხიდზე და აფრთხილებდნენ – წითელ ყელსახვევს რომ დაგიქნევთ, უკან გამობრუნდითო. შემდეგ წამზომს ჩართავდნენ და, ზუსტად ორი წუთის შემდეგ, ანუ, მაშინ, როდესაც პედანტი გერმანელი გუშაგი ჯიხურიდან გამოდიოდა, წითელ ყელსახვევს აქნევდნენ. უკან მობრუნებულ ჯგუფს რომ ხედავდა გუშაგი, ეგონა, შვეიცარიიდან წამოსული ადამიანები იყვნენ და ყველას ვიზას უმოწმებდა, შემდეგ უკან აბრუნებდა და ჯგუფი მშვიდობიანად ჩადიოდა შვეიცარიაში... ამ ხერხით ბანძელმა ებრაელებმა იმდენი ფული იშოვეს, რომ გერმანიაში სარფიანი ბიზნესი წამოიწყეს და გამდიდრდნენ.
ჯონი სარიას მონათხრობის
მიხედვით

скачать dle 11.3