კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გარემოში უნდა დავაძინოთ ბავშვები ღამის უნებლიე შარდვის თავიდან ასაცილებლად

ენურეზი ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას ანუ შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. ენურეზი განსაკუთრებით ბავშვებშია გავრცელებული. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ეს პრობლემა ზრდასრულ ადამიანებსაც აწუხებთ. განასხვავებენ ენურეზის პირველად და მეორეულ ფორმებს. ამ დაავადებისაგან  სრული განკურნების  უტყუარი მეთოდი არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორი, რითაც გარკვეულწილად, შესაძლებელია, ენურეზის მართვა. მას, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად ახასიათებს უეცარი განკურნება. რა ძირითადი გამომწვევი მიზეზები არსებობს და როგორ ვმართოთ ეს დაავადება, ამის შესახებ ბავშვთა უროლოგი, პროფესორი სორთმან ჯაფარიძე გვესაუბრა.
სორთმან ჯაფარიძე: ენურეზი ნიშნავს უნებლიე შარდვას ძილის დროს, როდესაც დღისით არ ეპარებათ შარდი და მხოლოდ ღამით აწუხებთ ეს პრობლემა. არსებობს პირველადი და მეორადი სახის ენურეზი. პირველადია, რომდესაც ეს პრობლემა თანდაყოლილია, ხოლო მეორადი – როცა შეძენილია და სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების  შედეგადაა განვითარებული. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, ხოლო მეორადი ღამის ენურეზისას ეს, უკვე გამომუშავებული რეფლექსი ქრება. სტატისტიკურად, 85 პროცენტში ეს შეიძლება იყოს პირველადი, ანუ თანდაყოლილი ენურეზი, ხოლო დანარჩენში – მეორადი, ანუ შეძენილი, რაც სხვადასხვა გარე ფაქტორების მეშვეობით ვითარდება.
– რა გარემოებებმა შეიძლება გამოიწვიოს ენურეზის განვითარება?
– ენურეზის გამომწვევი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება, გახდეს. მაგალითად, სხვადასხვა გადატანილი ინფექციები, ცისტიტი, ზურგის ტვინის რაიმე სახის პათოლოგია, შარდის ბუშტის მწვავე ანთება, საშარდე გზების სხვადასხვა დაბრკოლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფსიქონერვული აშლილობა. ენურეზი შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვა ფსიქიკური სტრესებით. როგორიცაა: ოჯახური კონფლიქტები, დაძაბული გარემო, რის შედეგადაც, მოგვიანებით, 7-8 წლის ასაკში, უყალიბდებათ ეს დაავადება. ამ დროს ნერვული სისტემის მდგომარეობას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება. უმეტეს შემთხვევაში, ენურეზის დროს, ადამიანს აქვს ნეიროგენეზული დისფუნქცია. რა თქმა უნდა, ღამის უნებლიე შარდვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წილი გენეტიკას აქვს. დადგენილია, თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ ბავშვიც იმავე პრობლემის წინაშე დადგება, 40-45  პროცენტია, ხოლო თუ ეს დაავადება ორივე მშობელს აწუხებდა, მაშინ ამის ალბათობა 70-80 პროცენტამდე იზრდება. როდესაც ადამიანი იძინებს, თავის ტვინი ბატონობს მთელ ორგანიზმზე. შარდის ბუშტის ავსებისას, თავის ტვინმა უნდა მისცეს სიგნალი ადამიანს და გამოაფხიზლოს. თუ ტვინი ვერ აღვიძებს ორგანიზმს, ესე იგი, ნეიროგენური ფუნქცია ჩამორჩენილია. როგორც წესი, ასეთი ბავშვები ძალიან ძნელად იღვიძებენ. მშობლები ხშირად ანჯღრევენ ბავშვებს და მაინც ვერ ახერხებენ მათ გამოფხიზლებას. ხშირად უთქვამთ, ისე გადავაყენებთ და მოვაშარდინებთ, რომ ვერ ვაფხიზლებთო. შესაძლოა, ღამეში რამდენჯერმე მოაშარდვინოთ, მაგრამ მან მაინც მოასწროს ადგომის გარეშე უნებლიე მოშარდვა.  როგორც აღვნიშნე, ამ დაავადების მქონე ადამიანებს ახასიათებთ ღრმა ძილი.
– ღამის უნებლიე შარდვის პრობლემა გოგონებში უფრო ხშირია თუ ბიჭებში?
– შეიძლება ითქვას, რომ ბიჭებს ცოტა უფრო მეტად აწუხებთ ეს პრობლემა, გოგონებთან შედარებით. თუ რატომ, ამას ზუსტი ახსნა არ აქვს.
– რა ასაკიდან რა ასაკამდე შეიძლება, შეგვაწუხოს ამ დაავადებამ?
– 2 წლამდე ბავშვებში ღამით უნებლიე შარდვა ითვლება ნორმად. თუ ეს პრობლემა 4-5 წლამდე გაგრძელდა, ეს უკვე საყურადღებოა. სტატისტიკურად, 4 წლამდე ბავშვების 30 პროცენტს აქვს ღამით შარდის შეუკავებლობა. 6 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, პროცენტული მაჩვენებელი 10 პროცენტამდე მცირდება, ხოლო 10-დან 18 წლამდე ადამიანების დაახლოებით 3 პროცენტს აწუხებს ეს. 18 წლის ზემოთ კი ასეთი შემთხვევები 1 პროცენტია.
– როგორ ვაკონტროლოთ ენურეზი და რა ასაკიდან ველოდოთ მის გაქრობას  ყოველგვარი ჩარევის გარეშე?
– ენურეზის კონტროლისთვის გასათვალისწინებელია, რომ არ მისცეთ სითხე დაძინებამდე 4 საათის განმავლობაში. ასევე არ არის რეკომენდებული, შუადღის მერე ტკბილი, გაზიანი სასმელების მიღება. შარდმდენობით გამოირჩევა ასკილი, ციტრუსოვანი ხილი, სადაც ბევრი C ვიტამინია, ასევე ოხრახუში და ნიახური იწვევს შარდდენას და შეეცადეთ, მოარიდოთ ბავშვები.  მაგრამ, თუ ადამიანს აქვს ღამის ენურეზი, შესაძლოა დღის განმავლობაში არანაირი შარდმდენი საკვები, არ ჰქონდეს მიღებული და მაინც მოშარდოს მძინარემ. თუ ძილის წინ აჭმევთ ტკბილეულს ან მარილიან საკვებს  ისე, რომ წყალს არ მიაყოლებინებთ, ამით შესაძლოა, ავარიდოთ მას ძილის დროს უნებლიე შარდვა. შაქარი და  მარილი ხელს უწყობს სითხის შეკავებას ორგანიზმში. სასურველია, დაუყენოთ მაღვიძარა, რომელსაც ყურთან ახლოს დაუდებთ, რომ მის ხმაზე გამოიღვიძოს და იგრძნოს, მოშარდვა რომ სურს. თუმცა, ხშირია შემთხვევა, რომ იმდენად ღრმად სძინავთ, რომ მაღვიძარას ხმაც ვერ აღვიძებთ.   ასევე, შეიძლება, გარკვეული განათების ფონზე დავაძინოთ, რაც ხელს შეუშლის ღრმა ძილს.  ასეთი ხელისშემწყობი ფაქტორებით შესაძლოა, ვმართოთ ენურეზი. გარკვეული ასაკის შემდეგ როგორც წესი,  ეს დაავადება თავად ქრება. რადგან ასაკის მატებასთან ერთად, თავის ტვინის გაკონტროლება სრულად არის შესაძლებელი. ამ დაავადების გაქრობას უფრო მეტად  უნდა ველოდოთ სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
– როგორია ენურეზის მკურნალობის ადრინდელი და თანამედროვე მეთოდები?
– იქამდე, ვიდრე მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გადავიდოდით, შარდის ბუშტის შეკუმშვის რეფლექსის გამოსამუშავებლად  უკანა ტანში უკეთებდნენ რეზინის კათეტერს. ბოლო დროს შემოვიდა ბევრად უფრო ეფექტური საშუალებები, როგორც მედიკამეტური, ასევე ფიზიოპროცედურები. როგორიცაა რეფლექსოთერაპიები. რეფლექსოთერაპიის დროს ხერხემლის არეში ამუშავებენ რეფლექსებს, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს და ხშირად ქრება ღამის ენურეზი. ამ პროცედურას ატარებს ფიზიოთერაპევტი. არის ისეთი მედიკამენტებიც, შარდის ბუშტის უნებლიე შეკუმშვას რომ ამცირებს. ძილის წინ იღებს პაციენტი, რომ ღამე არ შეიკუმშოს შარდის ბუშტი და უნებლიედ არ მოშარდოს. ამ მედიკამენტების მიღება ხდება პერიოდულად. გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ვასვენებთ. თუმცა, ამითაც მხოლოდ ვმართავთ დაავადებას.
– არის თუ არა საშიში ენურეზი?
– არა, ამ დაავადების მქონე ადამიანების მთავარი პრობლემა დისკომფორტია, რასაც ღამით უნებლიე შარდვა უქმნით. მით უმეტეს მოზრდილებს, როცა ისინი უკვე აცნობიერებენ და გარკვეული უხერხულობები ექმნებათ. ამის გამო, ხშირად უარს ამბობენ ისინი სხვაგან, თუნდაც სტუმრად დარჩენაზე.  არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა გავუმახვილოთ მათ ამაზე ყურადღება. მით უმეტეს, ეს არ უნდა გახდეს მათი დაცინვის საგანი. ბავშვს არ უნდა განუვითარდეს შიშისა და დანაშაულის გრძნობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუბრაზდეთ. ეს მხოლოდ  უარყოფითად მოქმედებს მათ ნერვულ სისტემაზე და მათი განკურნება ძნელდება. არ უნდა გავუვრცელოთ ეს ინფორმაცია გარშემო მყოფებში. ნებისმიერი თერაპიული პროგრამის დროს, უმნიშვნელოვანესი ელემენტია ადამიანის ფსიქოემოციური მხარდაჭერა. ადრე, მახსოვს, ამ პრობლემის გამო სამხედრო სამსახურიდანაც კი ათავისუფლებდნენ. მქონია შემთხვევები, როცა გვიგზავნიდნენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომ დაგვედგინა, მართლა ჰქონდათ ეს პრობლემა თუ ჯარისგან თავის დასაღწევად იგონებდნენ. ექიმი ამას მარტივად დაადგენს. ვაძლევდით დამაძინებელ საშუალებებს, რომ არ გაეღვიძათ და სპეციალურად არ მოეშარდათ. ჯარში ყოფნისას  თუ ღამით ჯარისკაცი დაუძახებდა ექთანს, რომ მისთვის თეთრეული გამოეცვალა, მაშინ ეს იყო გამოგონილი, რადგან ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ გაიღვიძებს ის. სველ თეთრეულში დილამდე იწვება და ეს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. ენურეზს იშვიათად ახასიათებს ყოველღამე უნებლიე შარდვა. ის, როგორც წესი, ორ-სამ დღეში ერთხელ მეორდება. შესაძლოა, მოხდეს კვირაში ერთხელაც. ჯარში იყო კიდეც ასეთი შემთხვევა, რომ ენურეზის გამო ერთმა დასცინა მეორეს. ჩხუბის შედეგად კი მკვლელობა მოხდა.

скачать dle 11.3