კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა სიურპრიზი გაუკეთა ჯაბა ბრეგვაძეს ცოლმა საფრანგეთში და როდის გაუჭირდათ მათ ერთმანეთის გარეშე

ბორჯღალოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს და ივნისის ტესტ-მატჩებზე, რომელიც კუნძულელების წინააღმდეგ ჩატარდა, წარმატებით იასპარეზეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტესტ-მატჩებში ტურნეზე სამივე კუნძულელს შეხვდა. თამაშები შემდეგი ანგარიშით დასრულდა: სამოა-საქართველო – 19-19; ტონგა-საქართველო – 20-23; ფიჯი-საქართველო – 3-14. აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით და კიდევ სხვა თემებზე ჯაბა ბრეგვაძესა და მის მეუღლეს, ნინი კვირჭიშვილს ვესაუბრეთ.
ჯაბა ბრეგვაძე: დაახლოებით 16 წელია, რაც რაგბის ვთამაშობ. პირველად ძმაკაცს გავყევი საყურებლად და ძალიან მომეწონა. მეორე დღესვე   მივედი და დავიწყე ვარჯიში. შემდეგ იყო წარმატებები, უცხოეთიდან მოწვევები.  2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე ფრანგულ გუნდთან – „ტულუზასთან“ გავაფორმე კონტრაქტი, რომელიც კიდევ ორი წლით გავაგრძელე. დღეს ინგლისის ერთ-ერთ გუნდში ვთამაშობ. შარშან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავაფორმე ერთწლიანი კონტრაქტი და ხუთი თვის წინ ისევ გამიგრძელეს.  ამ ეტაპზე სხვა მოწვევა არ მაქვს, თან კონტრაქტი დავდე და ვერსად წავალ. მარტო ეს ორი ქვეყანაა, სადაც მითამაშია და ვთამაშობ.
– თუმცა, ეს ყოველივე წარმატებული აღმოჩნდა შენთვის და, როგორც ვიცი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ხარ.
– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი შეიძლება ვიყო და შევიდე ათ კაცში ან უფრო მეტში (იცინის), რა თქმა უნდა, მორაგბეებს ვგულისხმობ. წარმატებულად თუ მიგაჩნივარ, კარგია. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ მაქსიმალური შედეგისთვის.
– ივნისის ტესტ-მატჩების შედეგებით თუ ხართ კმაყოფილები, სადაც კუნძულელების წინააღმდეგ მოგიწიათ თამაში?
– სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ სამივე ძალიან რთული იქნებოდა, რადგან სამივე გუნდი ფიზიკურად ძლიერია. ძალა ჩვენც არ გვაკლია, მაგრამ ისინი ფიზიკურად არიან დიდები და ჩვენზე სწრაფები. სამოასთან პირველი თამაში გაგვიჭირდა, რადგან ახალი შეკრებილები ვიყავით. ჩავედით თუ არა, მგზავრობისგან დაღლილებმა (48 საათი ვიყავით გზაში) მაშინვე ჩავატარეთ თამაში. ტონგასთან შეხვედრა გაგვიადვილდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა, უფრო შევეწყვეთ. მესამე თამაშზე შედარებით კარგად ვიყავით – უფრო დასვენებულები და დიდი ანგარიშითაც მოვუგეთ. საერთო ჯამში, კმაყოფილები ვართ. ჩემი აზრით, ალბათ, არავინ ელოდა ამ შედეგს. ჩვენც ცოტა ისე ვიყავით განწყობილები, რომ მოლოდინი არ გვქონდა, ვიცოდით, რომ რთული ტური იქნებოდა, თუმცა, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვალა. როგორც კი ჩავედით, მაშინვე მივხვდით, რომ შეგვეძლო ამ თამაშების მოგება. გულშემატკივრებსაც და ბევრ სხვებსაც, ალბათ, არ სჯეროდათ, რომ მოვიგებდით. დარწმუნებული ვარ, ერთი თამაშის  მოგებასაც დიდ წარმატებად ჩათვლიდნენ.
– რაგბის თამაში რომ დაიწყე, ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
– მამაჩემს ძალიან მოსწონდა და ამაყობდა, რომ მორაგბე ვიყავი. დედაჩემი თავიდან მეუბნებოდა, რაგბი არ გვინდა, ვისწავლოთო, მაგრამ, მერე, რომ ნახა, ჯერ ერთ ახალგაზრდულში მოვხვდი, მერე მეორეში, შემდეგ კი, საერთოდ, ნაკრებში, მიხვდა, მიყვარდა ეს სპორტი და რაღაც წარმატების მიღწევის შესაძლებლობაც მქონდა.  აღარ მეუბნებოდა, რაგბი არ გვინდა და ვისწავლოთო (იცინის). ისე, რომ კატეგორიულად მოეთხოვა – არ ითამაშებო, არ ყოფილა. ჩემი აზრით, სისულელეა, შვილს აუკრძალო იმის კეთება, რაც მოსწონს და რაც მას ზიანს არ აყენებს. უბრალოდ, ოჯახში სულ იმაზე იყო ლაპარაკი – „ვაიმე, რამე არ მოგივიდეს, სწავლა ჯობია,” – და ასე შედეგ. ზოგადად, სპორტის მიმართ დედების უმრავლესობას ასეთი დამოკიდებულება აქვს: ურჩევნიათ ბავშვებმა ისწავლონ, ვიდრე სპორტით დაკავდნენ.
– რამდენი ხანია, რაც ოჯახი შექმენით და სად გაიცანით ერთმანეთი?
ნინი კვირჭიშვილი: ივლისში გვისრულდება ოთხი წელი, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ერთმანეთი გავიცანით მეგობრების წრეში, სრულიად შემთხვევით, მერე ჯაბა დამეკონტაქტა. მაშინ მსოფლიოზე იყო წასული და მისი ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. 
ჯაბა: რომ გავიცანი, ორ დღეში მივდიოდი მსოფლიოზე სამი თვით. იქიდან მობილური ტელეფონითა და სოციალური ქსელით ვუკავშირდებოდი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი უფრო გავაქტიურდი. შეყვარებულები ვიყავით ერთი წელი და შემდეგ შევქმენით ოჯახი.
– ნინი, იცოდი, რომ ჯაბა მორაგბე იყო?
ნინი: რომ გავიცანი, მაშინ არ ვიცოდი. მერე უფრო გავიგე ჯაბას შესახებ რაღაცეები. ვიდრე ჯაბას გავყვებოდი ცოლად, მანამდე რაგბიშიც ვერ ვერკვეოდი და საერთოდ არც მიყვარდა, თუმცა, დიდად არცერთ სპორტზე არ ვგიჟდებოდი. ახლა რაგბი ყველა სპორტს მირჩევნია, ძალიან საინტერესოა. უკვე გავიგე წესები და ყველაფერი. რაც მთავარია, არა მხოლოდ ჯაბას თამაშებს ვუყურებ დიდი სიამოვნებით, არამედ, სხვებსაც (იცინის). ვიდრე ელენე გვეყოლებოდა, ყველა ჩემპიონატისა თუ შეჯიბრების დროს ვიყავი სტადიონზე და იქიდან ვგულშემატკივრობდი. ბავშვი ჯერ პატარაა, შეიძლება, ვერ გაძლოს სტადიონზე და ამიტომ სახლიდან ვუყურებ ხოლმე.
ჯაბა: ყველაზე დიდი სტიმული ჩემი ცოლი და შვილია, არ ვიცი, ამაზე მეტი მოტივაცია  რა უნდა იყოს. თამაშის წინ აუცილებლად ვურეკავ ნინის – ეს ტრადიციად მაქვს. კიდევ, ხელზე მაქვს გადასახვევი, რომელზეც ერთ მხარეს მაწერია ნინის სახელის პირველი ასო, მეორეზე – ელენესი. სტადიონზე თუ არ არის, ისედაც ვიცი, რომ მიყურებს.
– ნინი, ხელი როგორ გთხოვა?
ნინი: მეგობრებთან ერთად ვიყავით ერთ-ერთ კლუბში, სადაც ფრანგი არტისტები იყვნენ ჩამოსულები და მათ გამოაცხადეს მიკროფონში: ნინი, გაყვები ცოლად ჯაბასო? კარგად ვერ გავიგე, ჩემზე თუ იყო საუბარი, რადგან, გვარი მაქვს რთული და ფრანგებმა სწორად ვერ წარმოთქვეს, მერე მივხვდი ყველაფერს. არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, არც ჩემს მეგობრებს უთქვამთ რამე. ნამდვილად არ ველოდი და ეს იყო ყველაზე მაგარი რამ, მოულოდნელი და სასიამოვნო. თუმცა, ოჯახის შექმნაზე მანამდეც გვქონდა საუბარი, უბრალოდ, იმ მომენტში არ ველოდი.
ჯაბა: ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედი, მაშინ გვქონდა ურთიერთობის საწყისი პერიოდი და რამდენიმე თვეში მომივიდა მოწვევა საფრანგეთიდან, სადაც ხუთი თვით უნდა წავსულიყავი. წავედი კიდეც და ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მივხვდით, რომ  ერთმანეთის გარეშე ძალიან გვიჭირდა, ვერ ვძლებდით. მერე კონტრაქტიც გამიგრძელეს, გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით და ერთად წავედით საფრანგეთში საცხოვრებლად. 
– ნინი, ჯაბას გრაფიკს როგორ შეეჩვიე? იქიდან გამომდინარე, რომ უცხოეთში თამაშობს, ალბათ, რაღაც პერიოდი ვერ ნახულობთ ერთმანეთს?
ნინი: თავიდან მიჭირდა, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, არც გაციებას აგდებენ რამედ, არც სიცხეს და არც არაფერს. ყოველთვის ვარჯიშობენ და ძალიან დიდ შრომას დებენ. გამიჭირდა იმ მხრივ, რომ საფრანგეთში ძირითადად მარტო ვიყავი და სულ მინდოდა, ჯაბა ჩემთან ყოფილიყო, თუმცა ახლა შევეჩვიე, თან, ინგლისში კარგი გრაფიკი გვაქვს – დილით გადის და შუადღემდე ვარჯიშობს. ზოგადად სპორტს ხელშეწყობა სჭირდება, თუნდაც კვების მხრივ, მაგრამ ჯაბა დიდად არ მაწუხებს, თვითონაც მშვენივრად იმზადებს და იცის საჭმელების კეთება (იცინის), აქეთ მიმზადებს ხოლმე რაღაცეებს. მეც და ელენეც ჯაბასთან ერთად ვართ უცხოეთში. პირველად, ახლობლებისა და მეგობრების გარეშე გამიჭირდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე, თან, ბავშვისთვისაც კარგია – იქ უფრო ჯანსაღი ჰაერია და, ვიცი, ბავშვს რას ვაჭმევ. თუ ჯაბას ნაკრებთან ერთად არ აქვს გასვლა, ყოველთვის ერთად ვართ.
ჯაბა: ორივე შევეჩვიეთ ასე ცხოვრებას. მართალია, გვიწევს  ხოლმე ცალ-ცალკე ყოფნა, რაც ადვილი არაა, მაგრამ, ესაა ჩემი საქმე და სხვა გზა არ მაქვს.  შარშან მსოფლიო ჩემპიონატი იყო, მერე რაღაც ტურნირები მიება და, ისე გამოვიდა, რომ ოთხი თვე გადაბმულად  არ ვიყავი სახლში.
– სიურპრიზებს თუ უკეთებთ ხოლმე ერთმანეთს?
ნინი: უფრო მე (იცინის).
ჯაბა: თითქოს ვერ ვახერხებ. თვითონ ნამდვილად ხშირად მიკეთებს. შარშან ჩემს დაბადების დღეზე საქართველოში ვიყავით და, ისე წამიყვანა კახეთში, არ მეუბნებოდა რას ვაპირებდით და სად მივდიოდით.
ნინი:  ერთხელ საფრანგეთში ჩვენი მეგობარი იყო სტუმრად ჩამოსული. ჯაბას დაბადების დღე დაემთხვა და, ფიქრობდა, რომ საღამოს ჩვენ სამნი წავიდოდით სადმე. მოკლედ რომ გითხრათ, ჯაბას მთელი გუნდი შევკრიბე, მათი ცოლებიც და გუნდის მწვრთნელიც. ჯაბა რომ შემოვიდა რესტორანში, გაოცებული დარჩა – არავის ელოდა და ყველა იქ დახვდა (იცინის).

скачать dle 11.3