კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური ფიასკო

პიტმა ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ დარეკა იმ მომენტიდან, რაც ისინი სახლში შევიდნენ და მთელი ბინა ძირფესვიანად არეული დახვდათ. ჯონი როუზს აწყნარებდა და ისე უპასუხა აწკრიალებულ ტელეფონს:
– პიტ, ახლა ვერ დაგელაპარაკები,  პრობლემა გვაქვს. როუზი ისტერიკაშია. წარმოგიდგენია? დავბრუნდით და ბინა გაძარცული დაგვხვდა. ეს ისეთი საშინელებაა...
–  ჯონი, რას ამბობ?! მართლაც რომ საშინელებაა! ბევრი წაიღეს?
– ჯერ არ ვიცი... კოშმარია. ცოტა ხანში დაგირეკავ. როუზი ტრანსშია – ტირის და ყვირის.
– ჩვენს გეგმებს ეს შეცვლის?
– არანაირად. აი, დავაწყნარებ, დაქალთან წავიყვან და დაგირეკავ.
– ძალიან კარგი, დაგელოდები.
ჯონი პარმაღზე იდგა, როცა პიტი დიდი, თეთრი სატვირთო ფურგონით მიუახლოვდა მის სახლს.
– ცუდად არ გამოიყურები, – ხელი დაუქნია პიტმა სიცილით, – ჩაჯდები თუ ჯერ შენთან შემოვიდე?
– ჩემთან საშინელება ხდება. არ ვიცი, ამ სახლს რა დაალაგებს. მთელი უიქენდი ჩაგვშხამდა. ტბაზე შესანიშნავი იყო: როუზი ირუჯებოდა, მე ვცურავდი... ჩამოვედით და – ეს საშინელება დაგვხვდა.
– წარმომიდგენია, – თანაგრძნობით დაუქნია თავი პიტმა.
– არა, ვერ წარმოიდგენ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი, – ამოიოხრა ჯონმა, – ეს ძალიან პირადული და ინტიმურია. არ ვიცი, როგორ აგიხსნა...
– ჰო, ძალიან მძიმე ამბავია. დანაკარგი დიდია?
– საქმე მარტო წაღებულ ნივთებში არ არის, არც ფულში, იმიტომ, რომ სახლში ფულს არ ვინახავ. რამდენიმე ასეული დოლარი სათვალავში ჩასაგდები არ არის, მით უმეტეს, რომ ვერ იპოვეს – ჰაერის ფილრტში მაქვს ხოლმე შენახული და აზრადაც არ მოუვიდათ იქ ეძებნათ. მაგრამ, როუზის ძვირფასეულობა წაიღეს, იმის გარდა, რაც ტბაზე ჰქონდა წამოღებული, ტბაზე კი რამდენს წამოიღებდა?! ერთი სამაჯური და საყურეღა შერჩა... გადარეულია და ძალიან ნერვიულობს. ძვირფასეულობა დაზღვეულია. მართალია, მათი ფასი გაცილებით მეტია, მაგრამ, ნერვიულობად არ ღირს...
– სამწუხაროა. ის საყურე – ლალებითა და ბრილიანტებით – თან ჰქონდა?
– არა. ტბაზე ასეთი ძვირფასი საყურით ხომ არ წამოვიდოდა? ისე ტირის... საგონებელში ვარ ჩავარდნილი, სანაცვლო სად უნდა ვუყიდო... თან, მისი ქურქებიც გააყოლეს ხელს. ყველაზე ძვირფასი, წავის ქურქი საცავშია, მაგრამ დანარჩენები კარადაში ეკიდა... ჰო, სწორად წარმოვთქვი – ეკიდა, რადგან ახლა იქ აღარაფერი კიდია... ცოტათი ვბრაზობ როუზზე – ვერ გამიგია, ქურქები მაინც რატომ არ ჩააბარა საცავში. წარმოგიდგენია, რამდენი უნდა ვიმუშაო, რომ ეს ყველაფერი ისევ ვუყიდო?!
– ჰო, ძნელია..
– წარმოგიდგენია? ისეთი მათხოვრები იყვნენ, რომ ჩემი ძველი, შოტლანდიური პიჯაკი წაიღეს. დიდი ხანია, მისი გადაგდება მინდოდა... კარადაში მეკიდა...
– რას ამბობ, კარადაში იქექებოდნენ?
– ჰო. ეს რომ წარმოვიდგინე, გული ამერია. ზუსტად ისეა, ვიღაცა შენს სულში რომ აფათურებდეს ხელებს.
– პოლიციაში დარეკეთ?
– სხვა რა გზა მქონდა. ხომ გითხარი, ძვირფასეულობა დაზღვეული მქონდა-მეთქი. ეს აუცილებლობაა და, საერთოდ, იცი, რას გეტყვი, პიტ? რომ გაგძარცვავენ – ეს ერთი უბედურებაა, მეორე და გაცილებით უარესი უბედურება კი ის არის, რომ მერე პოლიციასთან გიწევს ურთიერთობა. სახლი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ტაიფუნმა გადაუარაო... პოლიციელები, სადაზღვევო აგენტი... რამდენიმე საათი გავატარე მათ გარემოცვაში და მთელი სასიცოცხლო ენერგია გამომაცალეს, გამომფიტეს... თავს საზიზღრად ვგრძნობ.
– ჰო, ვხედავ. გემჩნევა, რომ ნერვიულობ.
– უნდა მაპატიო, მაგრამ, თავს გავართმევ. შეგიძლია, არ იღელვო.
– როუზი?
– დაქალმა მოაკითხა და წაიყვანა. დამამშვიდებელი მივეცი.
– იმედია, მთელი მუჭა არ გაატანე.
– არა, რა თქმა უნდა, – გაიცინა ჯონმა, – ნელ-ნელა ფორმაში ვდგები. ჭიქა ვისკი არ მაწყენდა, მაგრამ, მერე დავლევ, როცა ამ საქმეს მოვრჩებით.
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამ საქმის გაკეთება?
– რა თქმა უნდა. მომხდარმა დამანგრია, მაგრამ ეს ჩემს საქმიანობაზე არ აისახება, საქმე – საქმეა.
– იმ ბიჭებისთვისაც, ვინც შენი ბინა გაძარცვა, ეს საქმე იყო...
– პიტ, ეს უკვე მეტისმეტია. ჯერ კიდევ არ გამიარა, ეს პირად ცხოვრებაში შემოჭრა იყო.
– გეთანხმები, მაგრამ, ამაზე აღარ უნდა იფიქრო.
– კარგი, მაშინ, საქმეზე გადავიდეთ. გასაღებებთან დაკავშირებით პრობლემა ხომ არ ყოფილა?!
– არა.
– ეს კარგია...
მალე ფურგონი კერძო ტერიტორიას მიუახლოვდა. უზარმაზარ ჭიშკარს ბოქლომი ედო. ფურგონი გაჩერდა, პიტი ჩახტა და კლიტე მორგებული გასაღებით გააღო, ჯონს კი ხელების ქნევით ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო, მაგრამ ერთბაშად საყარაულო ჯიხურიდან ხანში შესული მამაკაცი გამოვარდა, რაც გეგმით გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა ჯონი არ დაბნეულა – სანამ პიტი რამეს მოიმოქმედებდა, სწრაფად ამოიღო მსხვილკალიბრიანი პისტოლეტი და დარაჯს პირდაპირ შუბლში დაახალა ტყვია. მან ეს ისე გააკეთა, ხელი არ აჰკანკალებია... ფურგონი დაუბრკოლებლად შევიდა ეზოში. ჯონმა და პიტმა საწყობი გახსნეს და ძვირფასი ელექტროსაქონლით დაიწყეს  მანქანის დატვირთვა. ფურგონი ეზოდან გამოვიდა. პიტმა ისევ დაადო ბოქლომი ჭიშკარს, გასაღები კი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს. საქმე სუფთად შესრულდა. საქონელს უკვე ჰყავდა კონკრეტული მყიდველი. ფურგონი შტატის საზღვარზე მიიყვანეს და იქ დატოვეს. ორი დღის შემდეგ როუზის ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩაირიცხა...
პიტმა დარეკა:
– ჯონ, როგორ ხარ? ბინა დაალაგეთ?
– ჰო, როუზი გაისარჯა. მაინც, როგორი არარაობა უნდა იყო, რომ ვიღაცის ბინაში შეძვრე, მისი კარადა გამოაღო და ძველი პიჯაკი მოიპარო!
– ისევ მაგაზე ფიქრობ? მე კი მეგონა, უკვე დაავიწყდა-მეთქი.
– ვცდილობ, მაგრამ, როუზის ძვირფასეულობა და ახალი ქურქები ისეთი ძვირი დამიჯდება, ასე ადვილად ვერ დავმშვიდდები, – ამოიოხრა ჯონიმ, – ამ უიქენდზე ხომ არ შემოგვიერთდები?
– ისევ ტბაზე აპირებთ წასვლას?
– ჯერ არ ვიცი. გამოიარე საღამოს, ბურბონი დავლიოთ და რამე მოვიფიქროთ, იქნებ უკეთესი ვერსიაც გაჩნდეს...

скачать dle 11.3