კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ გავხსნათ კოსმიური ბედნიერებისა და წარმატების არხი

ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად. ყველას გირჩევთ, მოუსმინეთ საკუთარ „მეს“, ენდეთ ინტუიციას, გააანალიზეთ წინათგრძნობა და მოვლენები ისე გადააფასეთ.
ზებუნებრივი ხმა ყველა ადამიანს ესმის. თუმცა, მისი გაგება ბევრს არ სურს და ყურადღებასაც არ აქცევს. ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა სულაც არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მისთვის კარგი და რომელი გზით იაროს ცხოვრებაში.
მაგალითად, თვის განმავლობაში, არის დღეები, როცა ცუდის გაფიქრებაც კი განსაკუთრებულად საშიშ ძალას იძენს. ახალ მთვარეზე, ვინმეს აზრის დონეზე ცუდის გაფიქრება ძალიან სახიფათოა. ამ დროს ენერგეტიკულად ცუდი ფონია, აზრი იძენს კოლოსალურ ძალას და ამ დღეებში კონკრეტული ადამიანის დაწყევლა, დიდი შანსია, რეალურად ახდეს. გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ბედ-იღბალი და ის ცუდისკენ წაიყვანოს.
ასევე, არსებობს წელიწადის კვიმატი, ცუდი და მარცხიანი დღეები. კერძოდ, არსებობს გარკვეული თვეების კონკრეტული რიცხვები, როცა ადამიანი საკუთარ ქმედებას მეტად უნდა დაუკვირდეს. ეს დღეები ყოველი თვის 3-დან 9 რიცხვამდე, 17-დან 23-მდე და 28-დან 31-მდეა. ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი აზრი და საქციელი. ამ დღეებში, ასევე, არ უნდა ისესხოთ და არ უნდა გაასესხოთ ფული, არც გაყიდოთ რაიმე ფასეული და არც იყიდოთ. თუ ამ რიცხვებში ცუდად გახდით, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. არ ვარგა კვიმატ დღეებში ახალ ბინაში გადასვლა, ქორწინება, ნიშნობა და ასე შემდეგ.
არადა, ზოგჯერ ისე წინდაუხედავად ვიქცევით, რომ ამის შედეგებს წლების განმავლობაში ვიმკით. ელემენტარული ასტროლოგიური ცოდნით კი, ადვილად მიხვდებით, როდის დგას თქვენთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო.
ჩვენი აზრი ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს. არადა, აზრის მაგიას შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანა, მაგრამ, მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე ადვილად და ხელი როდის გემართებოდათ. ანუ, ორიენტაცია სწორედ ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. ქვეცნობიერად ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და  თქვენი ცხოვრების წარმატების კოსმიური არხი ნამდვილად გაიხსნება. ასეთი აზრის ფორმა თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს და წარმატებებსაც მალევე მოგიტანთ. ასე რომ, ხშირად უნდა გაიხსენოთ ბედნიერი დღეები, წამები და წუთები და ამ ასოციაციის ფონზე გახსნათ კოსმიური ბედნიერებისა და წარმატების არხი.

скачать dle 11.3