კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კოსტანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კონსტანტინე და მისი შემოკლებითი ფორმა კოსტა. კონსტანტინე ლათინური სახელია და მტკიცეს ნიშნავს. სწორედ კონსტანტინეს კნინობითმა ფორმამ – კოსტამ მოგვცა გვარი კოსტანაშვილი.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ წყაროებსა და საბუთებში.
ამავე ძირისაა გვარები: კოტეტიშვილი და კოსტავა.
საქართველოში 35 კოსტანაშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 31, ადიგენში – 2, გურჯაანში – 2.
თურქაძე
ფუძიდან თურქი ნაწარმოებია ქართული გვარი თურქაძე. ისტორიულ საბუთებში, თურქიაშვილი, თურქანაისძე და თურქაძე ერთი და იმავე გვარად ჩანან.
„თურქაძის სახლიკაცს ლაბეჭინის ეკლესიაში ჰქონდა საფლავი“, – აღნიშნულია გაბრიელ ლაბეჭინელის ანგარიშებში მეცამეტე  საუკუნეში.
„თურქაძე პაატა იყო მოწმე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გიორგი გლურჯიძისთვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა” (1527-1556 წლები).
საქართველოში 941 თურქაძე ცხოვრობს: თერჯოლაში – 248, თბილისში – 178, ქუთაისში – 131. არიან სხვაგანაც.
ბიძინაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბიძინა. ეს სახელი  მომდინარეობს სიტყვიდან ბიძა. ადრე ეს გვარი იწერებოდა როგორც ბიძინასშვილი.
„ბიძინასშვილი, ქალაქს მცხოვრები მეწისქვილე, ერთი კომლი, შაჰნავაზმა მისი წყალობა განუახლა ეინალ მირიმანაშვილს” (1661 წელი).
„ბიძინაშვილი, ერთი კომლი, მამულით, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ უწყალობა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძეს” (1698 წელი).
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, ბიძინაშვილებს, რაოდენობის მიხედვით 520-ე ადგილი უჭირავთ.
ბიძინაშვილები ცხოვრობენ სამეგრელოშიც. ადგილობრივი ვარიანტია ბიძნასქუა. ასევე, გვხვდება საბიძნასქუო – დასახლებული უბანი გალენწყაროს ნაპირას (დარჩელი). გვარი დასტურდება მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებშიც.
ბიძინაშვილები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში. არის როგორც დამოუკიდებლად გაჩენილი, ისე ჯანდიერიშვილ-ჯანდიერიდან, ავალიშვილიდან და სხვა გვარიდან ნაწარმოები შტო-გვარიც.
„ბიძინაშვილი ნიკოლა კარბს მცხოვრები, ჰყავს ძმა ბეჟუა, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე ყმა” (1700 წელი).
„ბიძინაშვილი თამაზ, ქარელს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, ის და მისი განაყოფი ბერა, მამულებით, წილად ხვდნენ ედიშერს” (1688-1703 წლები).
საქართველოში 1 785 ბიძინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 525, გორში – 270, თელავში – 171. არიან სხვაგანაც.
ნანუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნანუა, რომელიც ქალის სახელად იყო გავრცელებული.
1721 წელს მოიხსენიება ყმა ლუარსაბ ნანუაშვილი.
ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 324 ნანუაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 165, თბილისში – 87, გურჯაანში – 40. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3