კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

C ვიტამინი ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისა და დაბერებისგან იცავს


თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ, ზოგადად, ორგანიზმის უჯრედებზე. ანტიოქსიდანტები კი, თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს და კანს დაბერებისგან იცავს. ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, რაც იცავს მათ გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და აფერხებს დაბერების პროცესს.
ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რის წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს. მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.
C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს. კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი, ასევე, ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც იცავს. ნევროლოგიური დაავადებების დროს კი, C ვიტამინი შეუცვლელია. ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ თავის ტვინის რომელიმე სენით დაავადებული ადამიანი, სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, C ვიტამინსაც მიიღებს, მკურნალობის ეფექტი მეტი იქნება, რადგან C ვიტამინი თავის ტვინში პრეპარატების შეღწევას აიოლებს.  კერძოდ, ასკორბინის მჟავის დამატება პრეპარატებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაში ეხმარება, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი, ტვინში ნივთიერებების შეღწევა გაძნელებულია. C ვიტამინის ამ თვისების გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს შიდსის, ასევე, სხვა ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ კი, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებების მკურნალობას.
მწვანე ჩაი მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.
კანის დაბერებას ხიზილალა და თევზის სხვა პროდუქტებიც აფერხებს. მისი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას, რაც ყველაზე უკეთ ააქტიურებს და აღადგენს უჯრედთა ფუნქციას. ის მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ზოგადად, ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა, უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.
E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს. იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას. ამით ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, ბევრი ალუბალი უნდა ჭამოს
გარდა იმისა, რომ ალუბლის ნაყოფი გემრიელია, დანარჩენი სხვა ხილისგან განსხვავებით, ლიდერობს თავისი სასარგებლო თვისებებით, რაც ძალიან დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობზე.
ვისაც კუჭის შეკრულობა აქვს, ბევრი ალუბალი უნდა ჭამოს. ის, კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ნევრასთენიის, დეპრესიისა და სხვა ნევრო-ფსიქიკურ დაავადებებზე. ვისაც სკლეროზი აწუხებს, დღეში 1 კილოგრამამდე ალუბალი უნდა მიიღოს.
ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივად მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ადამიანი წონაში იკლებს.
მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პურინული ცვლის მოსაწესრიგებლად და პოდაგრის დროს. უმადობისას კი, შეგიძლიათ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის, ასევე, გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს. ის აყუჩებს ტკივილს და ამცირებს შეშუპებას, ანთებას.
ალუბლის ფოთლების ნახარში უნდა სვან  გულით დაავადებულმა ავადმყოფებმა. ის შეიცავს კუმარინს – ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას და ეწინააღმდეგება თრომბის წარმოქმნას. ფოთლების ნახარში გამოიყენება გულის იშემიის, ინფარქტისა და ინსულიტის დროს. ყუნწები კი ძლიერი შარდმდენია. ჰიპერტონიის დროს 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ყუნწებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ და დალიეთ 1 სუფრის კოვზი, 3-4-ჯერ დღეში.
ალუბლის ნაყოფში აღმოჩენილია ბუნებრივი ნივთიერება ანტოციანინი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს, შეინარჩუნოს გლუკოზის დაბალი დონე სისხლში. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერება 50 პროცენტით ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის აქტივობას და ინსულინის გამომუშავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის. ანტოციანინს სხვა ხილიც შეიცავს, მაგრამ ალუბლის კანსა და რბილობში მისი რაოდენობა გაცილებით მეტია.
ალუბალი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას; ასევე, B1, B6, C E, K და PP ვიტამინებს, ფოლის მჟავას, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, მაგნიუმსა და იოდს. ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ. რკინის, მანგანუმის, C ვიტამინისა და ფოლის მჟავის შემცველობის გამო ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვების და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება. ამიტომ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
ახალგამოწურული ალუბლის წვენის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების პროცესს. ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ხელს უწყობს კარგი მეხსიერების შენარჩუნებას და ანელებს დაბერების პროცესს. ალუბლის წვენი, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობის, პოდაგრისა და ართრიტის, ეპილეფსიის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის, შარდკენჭოვანი და საშარდე გზების დაავადებების დროს. ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. სტრესებისა და გადაღლილობის დროს, ასევე, ზემოჩამოთვლილი დაავადებების შესამსუბუქებლად ალუბლის წვენი უნდა დალიოთ ყოველდღე, უმჯობესია დილით, ერთი ჭიქა. პროფილაქტიკისთვის კი კვირაში ერთხელ მაინც.
ალუბლის წვენი სრულიად უვნებელი საძილე საშუალებაა. საკმარისია, ძილის წინ სულ რაღაც 30 მილიგრამი წვენი დალიოთ და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. ეს ალუბალში შემავალი ჰორმონ მელატონინის დამსახურებაა. სწორედ ის არეგულირებს სადღეღამისო რიტმს.
ალუბლის წვენს უკუჩვენებებიც აქვს. მისი დალევა არ შეიძლება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, გამწვავებული გასტროენტერიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი, ასევე, სიმსუქნისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს.
როგორ ვითარდება ახლომხედველობა და რატომ უნდა მიაკითხონ ხშირად ოფთალმოლოგს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა
ცრუ ახლომხედველობა მაშინ ვითარდება, როცა ადამიანს აქვს სამუშაოს ახლო მანძილზე კეთების ჩვევა. ასეთ დროს თვალის ბროლის სიმრუდეზე პასუხისმგებელი კუნთი გამუდმებით დაჭიმულია და ბროლს არასწორ ფორმას აძლევს. რაც ყველაზე ცუდია, ეს კუნთი ძილის დროსაც არ დუნდება. თვალი თანდათან ისე ეჩვევა შექმნილ სტრესულ სიტუაციას, რომ, შეიძლება, განვითარდეს ახლომხედველობის საწყისი ეტაპიც კი.
ასეთ დროს თვალის ვარჯიშები დაგეხმარებათ, კერძოდ:
* სწრაფად დახუჭეთ და გაახილეთ თვალები. ხშირად ახამხამეთ. იყავით ასეთ მდგომარეობაში მშვიდად, დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში;
* მაგრად მოჭუტეთ თვალები რამდენიმე წამით, შემდეგ გაახილეთ და გაიხედეთ შორს;
* თანმიმდევრულად შეასრულეთ თვალის კაკლებით წრიული მოძრაობა ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ვარჯიში 5-6-ჯერ მაინც გაიმეორეთ;
* საჩვენებელი თითებით ჩაიტარეთ ზედა და ქვედა ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი.
ასევე, შაქრიანი დიაბეტი თავისი მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას იწვევს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მხედველობის დაზიანება, რაც, შეიძლება, მხედველობითი ინვალიდობისა და სიბრმავის მიზეზიც გახდეს.
თვალის კაკლის წინა, გამჭვირვალე ნაწილებში გასული და გარდატეხილი სინათლის სხივი თვალის უკანა კედლის, მის შიგნითა გარსზე – ბადურაზე ფოკუსირდება. ბადურის დაზიანებისას ხდება მხედველობის დაქვეითება, დაზიანების ხარისხის შესაბამისად.
შაქრიანი დიაბეტის დროს საკმაოდ ხშირ და მნიშვნელოვან გართულებას ბადურის დაზიანება, ანუ დიაბეტური რეტინოპათია წარმოადგენს. ამ დაავადების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორი, კერძოდ, დიაბეტის მიმდინარეობის ხანგრძლივობა და ავადმყოფის ასაკი.
ავადმყოფებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი 35 წლამდე ასაკში დაუდგინდათ, დიაბეტური რეტინოპათია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უვითარდებათ; ხოლო მათ, ვისაც დიაბეტი გვიან ასაკში გამოუვლინდათ, ხანმოკლე პერიოდში ემართებათ.
განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის ორ ფორმას: არაპროლიფერაციულსა და პროლიფერაციულს.
არაპროლიფერაციული ფორმის დროს ბადურის სისხლძარღვთა კედლებიდან ჟონავს სისხლი, რომელიც, ბადურა-გარსის შრეებში მოხვედრისას, მის შეშუპებასა და სისხლჩაქცევებს იწვევს. ამის შედეგად ბადურა ფუნქციონირების უნარს კარგავს და, შესაბამისად, ვითარდება მხედველობის მკვეთრი დაქვეითება.
პროლიფერაციული ფორმის დროს ხდება ბადურის სისხლძარღვთა სანათურის დახშობა, რაც განაპირობებს ბადურა-გარსის უბნებში კვების მოშლას და წარმოიქმნება სისხლის ჩაღვრა. ეს კი მხედველობას იოლად აქვეითებს. ხშირად ბადურა-გარსის ზედაპირზე შემაერთებელქსოვილიანი ნაწიბურები და მემბრანები წარმოიქმნება და ამ დროს ადამიანი სრულ სიბრმავემდე მიდის.
დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობისა და სიბრმავის თავიდან აცილება ბადურის ლაზერული მიკროქირურგიით არის შესაძლებელი. დიაბეტური რეტინოპათიით მიმდინარეობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მაღალი არტერიული წნევა. ამიტომ, აუცილებელია სისხლში როგორც შაქრის შემადგენლობის ნორმალიზება, ასევე, არტერიული წნევის მოწესრიგება. დიაბეტური რეტინოპათიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა შაქრიანი დიაბეტის გამოვლენისთანავე მიმართოს ოფთალმოლოგს.

скачать dle 11.3