კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „იყოლიებენ“ ღალატზე ცოლიან მამაკაცებს აქტიური ქალები

ხშირად ამბობენ, რომ „მესამე“ არ ანგრევს ოჯახს... და რომ, თუ ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი რიგზეა, მათ მთლიანობას ვიღაც სხვა – მესამე ვერ დაარღვევს. რეალურად, სიტუაცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა წყვილს შორის ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება – ასეთ დროს ქმარი ან ცოლი „შვებას“ ეძებს ოჯახს მიღმა და შესაძლოა ითქვას, რომ ის მესამე არ არის დამნაშავე... მაგრამ, არცთუ იშვიათად, ისეც ხდება – კაცი არ ფიქრობს ღალატზე, თუმცა გამოჩნდება აქტიური ქალბატონი, რომელიც ცდას არ აკლებს, მოიპოვოს მისი ყურადღება.

 ვიქტორია (34 წლის): ვერ ვიტყვი ჩემს ქმარზე, რომ განსაკუთრებული მამაკაცია. ისეთი უნიკალური თვისებებით ნამდვილად არ არის დაჯილდოებული, რომ ვთქვა, მისგან ყოველთვის განსაკუთრებულ საქციელს ველოდები-მეთქი. პირიქით, აბსოლუტურად, ჩვეულებრივია და სტანდარტული.
– სტანდარტული კაცი რას ნიშნავს?
– იმას, რომ არაფერი „კაცური“ მისთვის უცხო არ არის. ვერ დავდებ თავს მის უსაზღვრო ერთგულებასა და პატიოსნებაზე – ეს სასაცილო იქნებოდა. თუმცა, ვიტყვი, რომ ბუნებით მოღალატე ნამდვილად არ არის. არც პირველივე შემხვედრს ახტება ზედ უნახავივით. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თავისით ქალს უკან დევნას და ხვეწნა-მუდარას არ დაუწყებს, თუ იმ ქალმა „შემოქმედებითი ინიციატივა“ არ გამოიჩინა
– თუ არ ვცდები, ქმრის ღალატის გამართლებას ცდილობთ...
– არანაირად, იმიტომ რომ, არ უღალატია – სულზე მივუსწარი, რომ იტყვიან. ცოტაც და ის უზნეო ქალი ბოლომდე ჩაავლებდა კლანჭებს. უსირცხვილო დედაკაცი... ჩემი ქმარი კი იმდენად გულუბრყვილოა, ანგელოზი ჰგონია, კეთილი და სათნო. კიდევ კარგი, თავისი გულუბრყვილობით რაღაცეები წამოსცდა და გამომაფხიზლა.
ახალი თანამშრომლის გამოჩენა ჩემი ქმრის ოფისში მნიშვნელოვან მოვლენად არ ჩამითვლია, სანამ არ გავიგე, რომ ახალგაზრდა, საკმაოდ სექსუალური ფორმების, მარტოხელა ქალბატონი ბრძანდებოდა.
– საიდან გაიგეთ ეს ამბავი, ქმარმა გითხრათ?
– არა. არ უთქვამს. ჩემი წყაროებით გავარკვიე. ოღონდ არ მკითხოთ, რა წყაროებზე ვლაპარაკობ. ბუნებით ეჭვიანი ვარ – ვაღიარებ ამას. ამიტომ ზეპირად ვისწავლე ჩემი ქმრის თანამშრომლების ცხოვრება – ქალების, რა თქმა უნდა. გავიცანი ყველა, რომ მცოდნოდა, ხომ არ მოდიოდა რომელიმე მათგანისგან საფრთხე. არ ვფიქრობ, რომ ეს პარანოიაა და მე სამკურნალო ვარ. ყველა ქალი ჩემსავით უნდა დარაჯობდეს ქმარს, მით უფრო, თუ ის ღირებული მამაკაცია.
– „ღირებული მამაკაცი“ რას ნიშნავს?
– ისეთ მამაკაცს, როგორიც ჩემი ქმარია – ჭკვიანი, სიმპათიური, ჯანსაღი გენეტიკის, ჯანმრთელი და შემდგარი. გაგეცინებათ, მაგრამ დღეს ასეთი მამაკაცების დეფიციტია. ჰოდა, ქალებიც ნადირობენ. ამიტომაც ვიყავი ფხიზლად... კაცის მოტყუებასა და გაბრიყვებას რა უნდა, თუკი ქალი თავზე ხელს აიღებს?! იმ არარაობამ კი თავხე ხელი ნამდვილად აიღო. თავიდან დიდ საფრთხედ ვერ აღვიქვი. ჩემს ქმარს სპეციალურად მივაკითხე სამსახურში, რომ ახალი თანამშრომელი მენახა. მომეჩვენა, რომ ზედმეტად ვულგარული და იაფფასიანი იყო. ასეთები ჩემს ქმარს არ მოსწონს და ცოტა დავმშვიდდი. მაგრამ ვერ გავთვალე იმ ქალბატონის „შესაძლებლობები“ და მონდომება.  ძაღლს რომ იჩვევენ, ზუსტად ასე დაიწყო ჩემი ქმარის „დამუშავება“.
– ეგ რას ნიშნავს?
– კაცის შეჩვევა არ იცით, რას ნიშნავს? – ნელ-ნელა რომ მოგეჯაჭვება. ეს, ერთბაშად იერიშზე გადასვლაზე საშიშია, რადგან მამაკაცი ვერ ხვდება მასზე განხორციელებულ ექსპანსიას. ის ქალიც „შტურმით“ აპირებდა ჩემი ქმრისთვის თავბრუ დაეხვია და „შეება“.
– „შტურმით“ აღება რას ნიშნავს?
– საკმაოდ ეშმაკურად დაიწყო მოქმედება. მე ვერაფერს გავიგებდი, ჩემს ქმარს რომ არ „ჩავეყენებინე“ საქმის კურსში. უნებლიეთ მიმახვედრა, რომ ჩემს თავს კარგი არაფერი ხდებოდა.
– ასეთი რა წამოსცდა?
– საღამოს ვახშამზე უარი თქვა – არ მშიაო... სამსახურში მივირთვი სახლში გამომცხვარი ღვეზელებიო. დავინტერესდი, ვინ მოგართვათ-მეთქი. ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა და სხვათა შორის, ძალიან გემრიელი ხელი ჰქონიაო. ერთი შეხედვით, თითქოს საგანგაშო არაფერი იყო – რა მოხდა, თანამშრომელმა მიიტანა ღვეზელები სამსახურში და სხვებსაც გაუმასპინძლდა. მაგრამ, რატომღაც, ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი. კიდევ უფრო არ მომეწონა მეორე დღეს, ჩემი ქმარი ტარტალეტკებით რომ გამოკვება, მერე – „შარლოტკით“ გაანებივრა და ამან ლამის სისტემატური სახე მიიღო. მე ცოტა უფრო ჩავუღრმავდი იმ ქალბატონის კულინარიულ „წიაღსვლებს“ და ჩემდა გასაოცრად, გავარკვიე, რომ ყველაზე კი არა, მარტო ჩემს ქმარზე ზრუნავდა ასე... წარმოგიდგენიათ?! თქვენ როგორ გგონიათ, არ უნდა მენერვიულა?
– ეს საკმარისია ნერვიულობისთვის?
– რა თქმა უნდა, ეს არ არის ქველმოქმედება და ტყუილად არავინ ირჯება ასე. მიზანმიმართულად მოქმედებდა და ძალიან საშიში თამაში წამოიწყო. საშიში ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის... ჩემმა ქმარმა უკვე დაიწყო წუწუნი – შენ რატომ ვერ ისწავლე ასეთი გემრიელი რაღაცეების გამოცხობა; სადილის მომზადება ძლივს ისწავლეო... ამან კინაღამ გამაცოფა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ქმრისთვის არაფერი მითქვამს. მასთან მივედი სამსახურში... მივედი ისე, რომ ჩემს ქმარს არ შევემჩნიე. პირდაპირ მივეჭერი და ვუთხარი, თუ ჩემს ქმარს არ მოეშვები, საქმე ძალიან ცუდად წაგივა-მეთქი. შენი კულინარიული შედევრებით სხვა ვინმე მოხიბლე და გამოაშტერე-მეთქი. ეტყობა, ძალიან საშინელი ვიყავი, იმიტომ რომ, დამფრთხალმა ეგრევე თავი დამიქნია.
– ფიქრობთ, პრობლემა მოაგვარეთ?
– დარწმუნებული ვარ. სხვა განყოფილებაში გადაბარგდა და ესეც ჩემმა ქმარმა მითხრა. თუმცა, მე უკვე ვიცოდი. კაცები ძალიან გულუბრყვილოები არიან... მე სულ გავაკონტროლებ, არ მოვდუნდები. სხვანაირად, ჩემი ოჯახის ბედნიერება ხელებში ჩამემსხვრევა. „მონდომებული“ და სხვის ქმრებზე მონადირე ქალები საკმარისზე მეტნი არიან.

скачать dle 11.3