კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააბითურეს გორელი მევაშლეები ზუგდიდელმა აფერისტებმა მოსკოვში

1986 წელია. ჩერნობილის საშინელი კატასტროფა ახალი მომხდარია და გორელებმა მოსკოვში საუკეთესო ვაშლი ჩაიტანეს გასაყიდად. იზმაილოვოს ახალგახსნილ, გაწკრიალებულ დახურულ ბაზარში მივიდნენ, სექცია დაიქირავეს, ვაშლს ფასი დაადეს და, ის-ისაა ვაჭრობა უნდა დაეწყოთ, რომ მათთან ორი ზუგდიდელი მივიდა და 10 ტონა ვაშლის ჩალის ფასად ბითუმად ყიდვა შესთავაზეს. ზუგდიდელები აფერისტი გადამყიდველები იყვნენ, იაფად ნაყიდ საქონელს სხვაგან აბარებდნენ ძვირად და დიდ ფულს აკეთებდნენ. ზუგდიდელების წინადადებაზე გორელები, რა თქმა უნდა, არ დათანხმდნენ. ზუგდიდელებმა კი მათ უთხრეს: იცოდეთ, ერთ ცალსაც ვერ გაყიდით. გირჩევნიათ, დაგვეთანხმოთ,  ჩვენ საღამოს დავბრუნდებითო. გორელებს ეს სიტყვები სასაცილოდაც არ ეყოთ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშლს რამდენჯერმე დააკლეს ფასი, მთელი დღის განმავლობაში, მართლაც ვერაფერი გაყიდეს – ხალხი გველნაკბენივით უქცევდა გვერდს მათ სექციას. საღამოს ზუგდიდელები დაბრუნდნენ და გორელებმა მათ მართლაც ჩალის ფასად მისცეს ვაშლი, რადგან დარწმუნდნენ, რომ შემდეგ დღეებშიც იგივე განმეორდებოდა. როდესაც გარიგება შედგა და 10 ტონა ვაშლი აფერისტებს ჩასაბარებლად მიჰქონდათ, გორელებმა ჰკითხეს: მაინც, რატომ არ გაიყიდა ჩვენი ვაშლი, იქნებ ახლა გაგვიმხილოთ ეს საიდუმლოო. ზუგდიდელებმა უზარმაზარი მანქანა ადგილიდან დაძრეს და მძღოლმა ცნობისმოყვარე გორელებს გამოსძახა: ეს საიდუმლო თქვენი სექციის თავზე წერიაო. სექციის თავზე კი ზუგდიდელმა აფერისტებმა ჩუმად მიაკრეს აბრა, რომელზეც ეწერა: „საუკეთესო ვაშლი ჩერნობილიდან“. აბა, ვინ იყიდდა ჩერნობილის ვაშლს?!

скачать dle 11.3