კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკაკი წერეთელი და მაკო საფაროვა

ერთხელ ცქრიალა გოგონა მაკო საფაროვა ალექსანდრეს ბაღში იყო. დეიდამ დაარიგა – ფრთხილად იყავი, არავის დაელაპარაკოო. ზის მაკო ბაღში. მოვიდა ვიღაცის პატარა ძაღლი, მაკომ ხელი გადაუსვა და აკოცა.
– უჰ, ქალო, მაგისთანა ცუგრუმელა გოგონა ძაღლს როგორ ჰკოცნი? – მოესმა მაკოს. მაკომ დაინახა ლამაზი ვაჟკაცი, რომელიც თავზე ადგა და იღიმებოდა.
– ზოგჯერ ძაღლის კოცნა ჯობია ზოგიერთ კაცთან ლაპარაკს, – მიახალა მაკომ. უცნობმა გადაიხარხარა:
– ოჰ, შენ ჭკუაც თუ მაგისთანა გაქვს, როგორიც ენა გქონია, ძალიან კარგი მსახიობი გამოხვალ.
– თქვენ როგორ მიბედავთ, რომ მაგისთანა სიტყვას მეუბნებით, მოსამსახურე გოგო ან ვინმე უპატრონო ხომ არ გგონივართ.
გაბრაზებული მაკო დეიდასთან მივიდა, რომელიც იქვე იყო ბაღში და შესჩივლა: დეიდა, ის ვიღაცა ოხერი, აქეთ რომ მოდის, გადამეკიდაო, – და იმ უცნობზე მიუთითა.
– რას მიჰქარავ, – მიაძახა დეიდამ, – იცი, ეგ ვინ არის? დიდი პოეტი აკაკი წერეთელია!
შერცხვა მაკოს, აილეწა. ამასობაში აკაკიც მოვიდა.
– ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ ჩემი დისწული, – მიმართა აკაკის მაკოს დეიდამ.
– ნუ წუხდებით, ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი და, იმდენად კარგად, რომ ჩხუბიც კი მოვასწარით, – სიცილით უთხრა აკაკიმ და უამბო მათი გაცნობის დეტალები.
აკაკიმ დიდი როლი ითამაშა მაკოს ცხოვრებაში – სცენაზე მან გამოიყვანა იგი. შემდგომ მაკო ცოლად გაჰყვა ცნობილ მსახიობს,  ვასო აბაშიძეს და თავის გვარს ქმრის გვარიც მიუმატა: მაკო საფაროვა-აბაშიძე.

скачать dle 11.3