კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო „ვერაგი ალა“ და როგორ დააღწია თავი ხაფანგს რეციდივისტმა „ავაზამ“

გაქცევა
1968 წლის 7 აპრილს ურალის ¹27 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან რეციდივისტი ამირან გიგაური, მეტსახელად „ავაზა“, გაიქცა. 1928 წელს დაბადებული გიგაური შეიარაღებული ძარცვისთვის სამჯერ იყო ნასამართლევი და ციხეში 14 წელი ჰქონდა გატარებული. ავაზას მესამედ 12 წელი მიუსაჯეს, მოსკოვში საინკასაციო მანქანის გაძარცვისთვის. მან, თავის სამ თანამზრახველთან ერთად, 108 ათასი მანეთი გაიტაცა. ეს დანაშაული 1966 წელს მოხდა. გიგაურის „პაძელნიკები“ მალევე დააპატიმრეს, თავად ამირანი კი მხოლოდ 14 თვის შემდეგ მოიხელთეს კიევში. თანაც, იმიტომ, რომ ბინაში, სადაც ის იმალებოდა, შემთხვევით ქურდი-გასტროლიორი შეძვრა. მას კი მილიცია უთვალთვალებდა. ავაზა იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა და როცა დაბრუნდა, პირდაპირ მილიციამ დააკავა. სხვა ბოროტმოქმედის კვალში მდგომმა ოპერებმა ბინაში ორი პისტოლეტი იპოვეს, დიდძალ ფულთან ერთად და ბინის პატრონს ჩაუსაფრდნენ.
გასამართლებული ავაზა ჯერ მოსკოვის ბუტირკის ციხეში იჯდა 11 თვე, შემდეგ კი, ურალში გაგზავნეს ეტაპით, საიდანაც 2 თვის შემდეგ მოახერხა გაქცევა. გიგაურმა სხვა პატიმრების დახმარებით, უზარმაზარ ავტოფურგონში შეაღწია, რომლითაც კოლონიიდან ტყავის სამრეწველო ნარჩენები გამოჰქონდათ და თავი ასე დააღწია საპყრობილეს. ავაზის გაქცევის ამბავი მხოლოდ 6 საათის შემდეგ გაცხადდა. მართალია, მდევარი დაადევნეს და 300 კილომეტრის რადიუსში მიმდინარეობდა მისი ძებნა, ის უკვე სამშვიდობოზე იმყოფებოდა და სრული სვლით მიემართებოდა თბილისისკენ შურის საძიებლად.
საიდუმლო „ქსივა“
ამირან გიგაური ისედაც გეგმავდა გაქცევას და 12 წელი ციხეში ჯდომას არ აპირებდა. ეს პროცესი კი იმან დააჩქარა, რომ მან საიდუმლო „ქსივა“ (წერილი) მიიღო ბავშვობის მეგობრისგან, ნოდარ გოგლიძისგან. „ქსივაში“ გოგლიძე გიგაურს ატყობინებდა, რომ მისი მეუღლე – ნატო, უშანგი საბაშვილთან ღალატობდა ქმარს. გიგაური, გოგლიძე და საბაშვილი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ. ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ერთად დაამთავრეს საშუალო სკოლა და ავაზამ სწორედ მათ ჩააბარა ნატო, როცა ძებნაში იყო და კიევში იმალებოდა. გოგლიძე ბოდიშს უხდიდან ამირანს, რომ ნატოს ვერ გაუფრთხილდა და წერდა, როდესაც ღალატის ამბავი შევიტყვე, უშანგი საბაშვილს ვეჩხუბეო. საბაშვილმა კი, რომელიც მოკრივე იყო, ნოდარ გოგლიძე ისე სასტიკად სცემა, რომ მას ტვინი შეერყა და ორი თვით საავადმყოფოში დააწვინეს... თავზარდაცემული ავაზა შურისძიების სასტიკ გეგმებს აწყობდა.
მოულოდნელი სიმართლე
17 აპრილს, ანუ ავაზას გაქცევიდან ათი დღის შემდეგ, ამირან გიგაურმა თბილისში ჩააღწია. ღამის 2 საათი სრულდებოდა, ნოდარ გოგლიძის კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა რომ გაისმა. გოგლიძე ვერაზე, ერთ-ერთი იტალიური ეზოს პირველ სართულზე ცხოვრობდა. მის სამოთახიან ბინას ქუჩიდან ცალკე შესასვლელი ჰქონდა და მეზობლებისგან იზოლირებულად ცხოვრობდა. 40 წლის გოგლიძე ნაცოლარი იყო. შვილი არ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. ავაზამ მშვენივრად იცოდა გოგლიძის ბინის წყობა და სანამ კარზე დააკაკუნებდა, გულდასმით დაათვალიერა ქუჩა და სადარბაზო.
– შემოდი, ამო, – გოგლიძემ ბინაში შეიპატიჟა ციხიდან გამოქცეული ავაზა და ჩაეხუტა, – დამნაშავე ვარ შენ წინაშე, რომ შენი დანაბარები ვერ შევასრულე.
– შენი რა ბრალია... სად არიან ახლა ის ძუკნები? – ჰკითხა ამირანმა.
– არ ვიცი. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, თბილისში უკვე აღარ დამხვდნენ. როგორც ეტყობა, გადაიკარგნენ, რომ შური არ იძიო, – მიუგო გოგლიძემ.
გოგლიძემ ამირანს სუფრა გაუშალა. კონიაკი გამოუტანა და ბავშვობის ძმაკაცები სმას შეუდგნენ. ბოთლი რომ გამოსცალეს, ავაზას კისერი მოსწყდა და სკამზე ჩაეძინა... გამოღვიძებულმა ავაზამ იგრძნო, რომ თავი თუჯივით ჰქონდა და თვალის გახელა უჭირდა. თან, ნესტის სუნი ცხვირს ჭრიდა და ხელებს ვერ ანძრევდა, რადგან სარდაფში, რკინის ძელზე იყო მიბმული ბაწრით... თავდაპირველად ავაზას თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ სარდაფის „ლუკი” რომ გაიღო და კიბეზე ნოდარ გოგლიძე ჩამოვიდა, დარწმუნდა, ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ის მეგობრის სარდაფში იმყოფებოდა, რომელიც მისივე ბინის ქვეშ იყო.
– რას ნიშნავს ეს ყოველივე, ნოდარ? – ჰკითხა ავაზამ გოგლიძეს, მან კი ირონიულად მიუგო:
– იმას, ჩემო ავაზ, რომ ჩემს დაგებულ მახეში გაები. დღესვე ამოგხდი სულს, თუკი ჩემი წესებით არ ითამაშებ. მოკლედ, ასე – თუ გინდა, წამებით არ ამოგხადო სული, შენ და „შამილას“ რომ ბათუმიდან წამოღებული კბილის „ტექნიკის“ ოქრო გაქვთ სადღაც გადამალული, უკლებლივ უნდა ჩამაბარო, – უთხრა ავაზას გოგლიძემ.
შამილა, იგივე ბონდო შამილიძე, ავაზას კოლეგა, რეციდივისტი მძარცველი იყო და იმ პერიოდში რვაწლიან სასჯელს იხდიდა ციხეში. მას გოგლიძეც კარგად იცნობდა და შამილა ერთხანს მასთანაც კი იმალებოდა ძებნილობისას გიგაურის თხოვნით.
– არ უარვყოფ, მაგრამ ეს ოქრო მარტო ჩემი ხომ არაა. შამილას რა ვუთხრა, როცა თავის წილს მომთხოვს? – თქვა ავაზამ.
– რა გეწილება, შე ბრიყვო. ცოცხლად გაგატყავებ და ვერც შამილას ნახავ და ვერც მზის სხივს, – უთხრა გიგაურს გოგლიძემ.
გიგაურმა გოგლიძეს გატაცებული ოქრის ადგილსამყოფელი გაუმხილა, რომელიც სწორედ იმ სარდაფში დაემალათ, სადაც ავაზა იყო გამომწყვდეული. შამილამ და ავაზამ თავიანთი ნადავლი სამი წლის წინ ჩამარხეს უზარმაზარი წყლის მილთან, რომელიც გოგლიძის სარდაფში ჩადიოდა და მტკვარს უერთდებოდა.
გოგლიძემ მიწა გათხარა. სქელ ცელოფანში გახვეული ტყავის ჩანთა ამოიღო. გახსნა. ოქროს ნატეხები ყუთში გადმოყარა და გიგაურს უთხრა:
– ესეც ასე. მოზგი ვარ, ნამდვილი მოზგი. შენ კი ისევ ის კრეტინი ხარ, რაც ბავშვობაში იყავი.
– ნატოც საქმეშია? – იკითხა გიგაურმა.
– ნატო ფეხმძიმედაა და ორ თვეში უნდა იმშობიაროს. ახლა ის ქუთაისშია, დედამისთან და იქ უნდა გააჩინოს ბიჭი. მოსკოვში რომ იყო შენთან, სამდღიან სვიდანიაზე, მაშინ დაფეხმძიმდა. უშანგი კი ექვსთვიან ნაოსნობაშია წასული. ნატო სიურპრიზს გიმზადებდა და ამიტომ არ შეგატყობინა ორსულობის ამბავი. თანაც, ეშინოდა, არ გამოიქცესო და შემდეგ აპირებდა შენთან ჩამოსვლას და ყველაფრის თქმას.
– რას მერჩოდი, ნუთუ მხოლოდ ამ წყეული ოქროს გამო გადაუსვი ხაზი ჩვენს, თითქმის ორმოცწლიან ძმობას?
– რა ძმობას, – გაღიზიანდა გოგლიძე და ხმას აუწია, – ბავშვობიდანვე ვერ გიტანდი, მაგრამ მეშინოდა შენი. ქუჩაშიც პირველი იყავი, სკოლაშიც და ბაღშიაც კი... ყველას ავაზას სახელი ეკერა პირზე. მე კი არავინ არაფრად მაგდებდა. თუკი ვინმე პატივს მცემდა, ისიც შენ გამო. ნატო? ნატო ხომ ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ შენი შიშით ამას როგორ გავამხელდი? ჩემი ცოლი „ტრიაპკას“ მიწოდებდა და იმასაც კი შენ მოჰყავდი კაცობის მაგალითად. ეს ყველაფერი დაგროვდა და გადავწყვიტე, შური მეძია შენზე. ახლა გაიგე? – შემდეგ პირი მაგრად აუკრა, რომ არ ეყვირა და სანამ იქაურობას დატოვებდა, დააყოლა – ზეგ მე და ალა ისრაელში მივფრინავთ და ამ ოქროთი მშვენივრად ავიწყობთ ცხოვრებას. როგორც იქნა, ვიპოვე ის ადამიანი, ვინც მაფასებს. შენ კი სამუდამოდ აქ დარჩები...
გოგლიძე ოთახში დაბრუნდა და გამომშრალ იატაკს ნავთი მოასხა. შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. თვითონ კი ოქროს ნატეხებით სავსე ჩანთა იღლიაში ამოიდო და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.
ვერაგი ალა
ცეცხლმა ხუთიოდე წუთში გამობუგა გოგლიძის სასტუმრო ოთახის იატაკი და ძელზე მიბმული ავაზა უკვე სარდაფიდან ადევნებდა თვალყურს ხანძარს. შემდეგ უზარმაზარი, კედელში ჩადგმული თუჯის ძველებური ღუმელი ჩამოვარდა, პირდაპირ წყლის მთავარ მილს დაეცა და ამოტეხა. წყალმა სარდაფის ავსება დაიწყო. აშკარა იყო, რომ გიგაურს წყალი უფრო ადრე მოუღებდა ბოლოს, ვიდრე ხანძარი და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომ ხელები გაეთავისუფლებინა, ამას ვერ ახერხებდა. წყალი უკვე ყელამდე წვდებოდა და განწირული იყო, როდესაც რკინის ძელი, რომელზეც ის ხელებით იყო მობმული, ჩამონგრეულ კედელს მოწყდა და ავაზამ ხელები გაითავისუფლა. შემდეგ ფეხებიც აიხსნა და ცეცხლწაკიდებულ ოთახში ასვლა დააპირა. თუმცა, წყლის კიდევ უფრო დიდმა ნაკადმა ის კოლექტორში შეათრია და მტკვრისკენ წაიღო... ავაზამ სამასმეტრიანი მილი წყლის ნაკადთან ერთად გაიარა და ვერის პარკთან, წყალმა ის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამოიტანა. მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, გაცურა და მდინარიდან ამოსვლა მოახერხა... სული რომ მოითქვა წამოდგა და ახლომდებარე კალინინის (მთაწმინდის) რაიონის მილიციის განყოფილებისკენ აიღო გეზი.
შემდგომი მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. როგორც კი გიგაურის მონათხრობი მოისმინეს, ინფორმაცია „კაგებეს“ გადასცეს, ავაზა კი საკანში გამოამწყვდიეს. „კაგებემ“ მალევე დაადგინა, რომ ისრაელში წამსვლელი ალა, 30 წლის ალა გელფმანი იყო, რომელიც 20 აპრილს მოსკოვიდან თელ-ავივში უნდა გაფრენილიყო, ეგრეთ წოდებული  „რეპატრიაციის“ პროგრამის ფარგლებში. წამსვლელთა სიაში კი ნოდარ გოგლიძე არ ფიგურირებდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან პროგრამაში არ ჯდებოდა არაებრაელობის გამო... ალამ ის მოატყუა და მთელი ეს კომბინაცია, ავაზას გაქცევასა და ოქროსთან დაკავშირებით, სწორედ ამ ვერაგი ქალის მიერ იყო მოფიქრებული. თავად ნოდარ გოგლიძე ალას ბინის სარდაფში იპოვეს მოწამლული და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს. ალა გელფმანით თვითმფრინავში დააპატიმრა „კაგებემ.“ მის ბარგში 3 კილოგრამი ოქროს ნატეხები აღმოაჩინეს.
ნოდარ გოგლიძეს და ალა გელფმანს მკვლელობის მცდელობისთვის 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ავაზა კი ციხეში დააბრუნეს. გოგლიძე ორი თვის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა. ალა გელფმანი 4 წლის შემდეგ გამოვიდა ციხიდან და მაინც გაემგზავრა ისრაელში. 1980 წელს ციხიდან გათავისუფლებულ ავაზას კი მეუღლე – ნატო და 12 წლის ვაჟი – სოსო დახვდნენ კართან.

скачать dle 11.3