კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიუთი-პროგრამა – შვებულების წინ

თუ ჩვენს გეგმას დღეიდანვე მიჰყვებით, თქვენი სხეული სასწაულებრივად გადასხვაფერდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შვებულებამდე მხოლოდ 2 კვირაა დარჩენილი.
მოვლა
შეადგინეთ სილამაზის თქვენი რეჟიმი ბუნებრივი ბიორიტმების გათვალისწინებით. ალბათ, იცით, რომ დილის 8 საათზე ორგანიზმი „დაპროგრამებულია“, აქტიურად დაწვას ცხიმები. ამიტომ, დილაობით აუცილებლად უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს ფიტნესი და სილამაზის პროცედურები – ასე თქვენი სხეული უფრო სწრაფად გახდება იდეალური.
ალბათ, გაინტერესებთ, რა პროცედურები უნდა ჩაიტაროთ:
ა) მარილის სკრაბი. მარილი ახდენს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის „გამოქაჩვას“ და ამით ამცირებს შეშუპებას. გარდა ამისა, სკრაბის წასმისას თქვენ იკეთებთ სხეულის მსუბუქ  მასაჟს, პილინგი კი აშორებს გაუხეშებულ უჯრედებს და აუმჯობესებს კანის ფერს.
ერთმანეთს შეურიეთ თითო კოვზი ზეითუნის ზეთი და საშუალო ზომაზე დაფქული ზღვის მარილი და წაისვით მთელ სხეულზე წრიული მოძრაობით, შხაპის მიღების შემდეგ. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ბ) თაფლიანი მასაჟი. გარდა იმისა, რომ თაფლი კარგად კვებავს კანს (ის შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინს, B ჯგუფის და PP ვიტამინებს), აქტიურად გამოაქვს წიდები. მასაჟისთვის საჭიროა თხევადი (და არა დაშაქრული) თაფლი. სხეულზე უნდა წაისვათ ხელისგულის მიტყაპუნებით. თავიდან თაფლი მიგეწებებათ ხელებზე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ის დაემსგავსება მორუხო ფერის პლასტელინს – სწორედ ეს არის კანიდან გამოტანილი ტოქსინები. მასაჟის ხანგრძლივობა გრძელდება 5 წუთიდან 30 წუთამდე (დროის თანდათანობით მატებით). ბოლოს მიიღეთ შხაპი და 10-15 წუთით წამოწექით.
გ) ჩაით შეფუთვა. მწვანე ჩაი წმენდს ორგანიზმს, ამიტომ, რეკომენდებულია, დღეში 1 ფინჯანი მაინც დალიოთ (ცხადია, უშაქროდ). მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ, გააძლიეროთ მისი დეტოქს-ეფექტი, თუკი არ დაიზარებთ და ჩაით შეფუთვას გაიკეთებთ: 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით 2 სადილის კოვზ მწვანე ჩაის და დადგით თავდახურული. როდესაც გაცივდება, ჩაუმატეთ ლიმონის ან როზმარინის ეთერზეთის 3 წვეთი და კარგად ამოურიეთ. მიღებული მასა ბამბის დისკებით დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე და ზემოდან მჭიდროდ შემოიხვიეთ სქელი ცელოფანი. სათბურის ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ამოიცვათ ელასტიკის მაგვარი ტრუსები და დაკავდეთ ფიტნესით. 40 წუთის შემდეგ მიიღეთ შხაპი და წაისვით ნებისმიერი ლოსიონი: თუ კანი დაგეჭიმათ და იქერცლება – დამატენიანებელი; თუ კანი გამოშრა – მკვებავი; თუ „ფორთოხლის ქერქის“ მოშორება გსურთ – ანტიცელულიტური.
რაციონი
ბიორიტმების გათვალისწინება სასარგებლოა კვების დროსაც, რაც საუკეთესო შედეგით აისახება თქვენს გარეგნობაზე.
გაღვიძებისთანავე პატარა ყლუპებით დალიეთ 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი. 12-დან 18 საათამდე ძლიერდება შიმშილის შეგრძნება, მაგრამ, ამასთან ერთად, აქტიურდება მეტაბოლიზმი. ამ პერიოდში შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, კარგად ისადილოთ (თუმცა, ნუ მიეტანებით ძალიან ცხიმიან და ცხარე კერძებს) და, თქვენ წარმოიდგინეთ, დესერტიც კი ნებადართულია, თანაც, თურმე, სულაც არ უნდა შეგეშინდეთ წონაში მომატების. 18 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა აღკვეთოთ ნახშირწყლები და ივახშმოთ ცილების შემცველი პროდუქტებით – თევზით ან ხორცით და მოშუშული ბოსტნეულით. 20 საათის შემდეგ სასარგებლოა 1 ჩაის ჭიქა რძე ცოტაოდენი დარიჩინით; თუ კუჭის პრობლემები არ გაწუხებთ, რძეში მწიკვი გახეხილი კოჭა ან დაფქული წიწაკაც შეურიეთ. გამათბობელი ეფექტის წყალობით, ისინი სასიამოვნოდ მოადუნებენ კუნთებს; წიწაკაში შემავალი კაპსოიცინი კი კიდევ უფრო გააძლიერებს ცხიმების წვას.
ფიტნესი
იდეალური ვარჯიშის საიდუმლო გახსნილია: ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშები, ოღონდ, აქტივობები უნდა ცვალოთ ყოველი 8 წუთის შემდეგ.
კარდიოდატვირთვა (სირბილი ცურვა, სწრაფი სიარული) აქტიურად წვავს ცხიმებს; ძალისმიერი ვარჯიშები კი (აჭიმვები, ბუქნები, ჰანტელები და ასე შემდეგ) ახდენს სხეულის ფორმების დახვეწას.
წარმატებებს გისურვებთ!

скачать dle 11.3