კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი ქმარი შვილს ვერ იტანს
ჩემმა ქმარმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, კინაღამ ინფარქტი დაემართა, ისე გადაირია, ოღონდ, სიხარულისგან კი არა, მრისხანებისგან – მე ხომ გითხარი, შვილები არ მინდაო. ჯერ ერთი, ასე კი არ უთქვამს, მითხრა, სანამ მყარად არ დავდგებით ფეხზე, ნუ ვიყოლიებთ შვილებს; არ მინდა, ჩემს შვილს რამე მოაკლდესო. მაგრამ იმ დღის შემდეგ ოთხი წელი იყო გასული, რომ დავფეხმძიმდი, თანაც, მატერიალურადაც საკმაოდ მყარად ვიყავით. ამ ყველაფრის გარდა, ორივეს გვემატებოდა ასაკი, ხომ არ გვაკლდებოდა – მე 33 წლის ვხდებოდი, ჩემი ქმარი – 39-ის, როდისღა უნდა გაგვეჩინა შვილი?! გარდა ამისა, ბავშვიც ხომ ცოდვაა, 10-15 წლის ასაკში მოხუცი მშობლები რომ ჰყავს?!
მოკლედ, ჩემმა ქმარმა, რომ იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – გინდა თუ არა, აბორტი გაიკეთე, თორემ გაგეყრებიო. რომ არ (უფრო სწორად – ვერ) გამეყრებოდა, ზუსტად ვიცოდი, რადგან თავისი ბიზნების ნახევარი, ბინა და აგარაკი ჩემს სახელზე ჰქონდა გაფორმებული და ასე ადვილად ვერ შეელეოდა ამხელა ქონებას. ამიტომ გავრისკე და მოვატყუე, ნაყოფი მოვიშორე-მეთქი. ვიფიქრე, თანდათან გააცნობიერებს, აზრს შეეგუება და მერე, ფაქტის წინაშე რომ დადგება, მადლობას მეტყვის, შვილი რომ გადავურჩინე-მეთქი. თურმე რა გულუბრყვილო ვყოფილვარ! მადლობა კი არა, როცა გაიგო, რომ მოვატყუე, ფეხქვეშ გამიგდო და შემთხვევით მისი მეგობარი რომ არ მოსულიყო ჩვენთან ცოლთან ერთად სტუმრად, ალბათ, ჩემს შვილთან ერთად გამიყენებდა საიქიოს გზას. პაატამ და ნინომ ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან ჩემი თავი. ისე იყო გამხეცებული, იმათაც კარგა გვარიანად მოხვდათ. ვერაფრით რომ ვეღარ დააოკა, პაატა იძულებული გახდა, ჩემი ქმრისთვის ერთი-ორჯერ მაგრად შემოერტყა სახეში, რომ ცოტა მაინც გამოეფხიზლებინა.
იმ საღამოს დედაჩემთან წავედი – გადაწყვეტილი მქონდა, ქმარს გავყროდი და მარტოს გამეზარდა შვილი. სიმართლე გითხრათ, ისე ვიყავი გაოგნებული, რომ არც კი გამხსენებია ჩემს სახელზე გაფორმებული მისი ქონება და, როცა გამახსენდა, მე თვითონ შევუთვალე, ხვალვე უკან გადაიფორმე ყველაფერი-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა და შერიგება მთხოვა, თანაც მუხლმოდრეკილმა. დაახლოებით მივხვდი, რატომაც, მაგრამ, მაინც შემეცოდა, ვაპატიე, რაც ჩაიდინა და შევურიგდი იმ იმედით, რომ ჭკუას მოეგებოდა. სხვათა შორის, რაღაც პერიოდი მართლაც ნორმალურად იქცეოდა, მაგრამ, გაჩნდა თუ არა ბავშვი, მეორე დღიდან ნამდვილ ცხოველად იქცა: ორივეს გაგვირბის, ბავშვს ისეთი სიძულვილით უყურებს ხოლმე, რომ ძარღვებში სისხლი მეყინება მისი თვალების დანახვისას. ხანდახან მეშინია, რამე არ დაუშავოს. არ ვიცი, რა ხდება მის თავს. ალბათ, ფსიქიკასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, რაც, უნდა გამოვტყდე, რომ აქამდე არ შემიმჩნევია. ძალიან მეშინია, იმ დონეზე, რომ ღამით საძინებლის კარს გასაღებით ვკეტავ ხოლმე (მისივე სურვილით ვართ მე და ბავშვი ცალკე ოთახში). ჩემი თხოვნით, ბოლო პერიოდში ძიძაც ჩვენს ოთახში იძინებს – ასე უფრო მშვიდად ვარ, მაგრამ, წარმოდგენაც არ მაქვს, როდემდე გავუძლებ ასეთ ყოფას. თუ დროზე არ ვუშველე თავს, შეიძლება, მეც გავაფრინო და შვილი მთლად უპატრონოდ დამრჩეს.
მარი, 35 წლის.

скачать dle 11.3