კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ამბარიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამბარი.
ამბარიშვილი იოვანე მოიხსენიება მოწმედ 1477 წელს ნიკოლოზ პალატაშვილის მიერ გოგიტა არდაშელიშვილის სახელზე გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.
ამბარიშვილი მოიხსენიება 1851 წლის აღწერით, სოფელ კოდაში.
საქართველოში 135 ამბარიშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 59, ბორჯომში – 48, თბილისში – 28.
ჩაჩანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩაჩანა. ასევე, გვხვდება მეტსახელები: ჩაჩიკა, ჩაჩიტა, ჩაჩო.
სამწუხაროდ, გვარის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ისტორიულ საბუთებში.
„ასურეთელი პეტრე ჩაჩანაშვილი, რუსული გაფორმებით ჩაჩანოვი, 1874 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს ვარდისუბანში მცხოვრებ დავით კედელაშვილს”.
ამავე ძირისაა გვარები: ჩაჩავა, ჩაჩაური, ჩაჩუა, ჩაჩაურაშვილი, ჩაჩაშვილი, ჩაჩიბაია, ჩაჩიკაშვილი.
საქართველოში 35 ჩაჩანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, გარდაბანში – 10, გორში – 1.
ტოგონიძე-ტოგოშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ტოგუნი, რაც სულხან-საბას მიხედვით „მაღალ დასაჯდომს” ნიშნავს.
1730 წელს, ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია გიორგი ტოგუნიძე.
ტოგონიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ფარახეთიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ცხოვრობდნენ სოფლებში: სევა, ფარახეთი, ძეგლევი.
ამავე ძირისაა გვარი ტოგოშვილი.
საქართველოში 1 303 ტოგონიძე ცხოვრობს: თბილისში – 526, ქუთაისში – 145, წყალტუბოში – 133. არიან სხვაგანაც.
34 – ტოგოშვილი.
გულვერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულვერდა. ის სპარსულ-თურქული სახელია და „ვარდის მბოძებელს” ნიშნავს. ეს მეტსახელი გვხვდება გვარებში: გულვერდაძე, გულვერდაშვილი. ასევე, გვხვდება სახელები: გულაბერ, გულადა, გულგულა, გულბადი, გულმაგარა, გულთა, გულაშარ, გულისაბედა, გულისა, გულმახარა, გულინდუხტ, გულქან.
მარაბდაში 1818 წელს გულვერდაშვილის ქალიშვილი ბარბარე მოუნათლავს სოსია ბერიაშვილს. ტბისში 1873 წელს მოიხსენიება თამაზა გულვერდაშვილი. 1881 წელს ტბისში მცხოვრები სახელმწიფო ყმა ზურაბ გულვერდაშვილი და მისი მეუღლე სალომე ნათლავენ შვილს თევდორეს. მიმრქმელი იყო თავადი შერმაზან დარია.
საქართველოში 190 გულვერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, თეთრი წყაროში – 31, გარდაბანში – 22. არიან სხვაგანაც.
ელისაბედაშვილი
გვარის ფუძეა ქალის სახელი ელისაბედი. ეს სახელი ძველებრაულად „ღვთის მოფიცარს” ნიშნავს. ელისაბედაშვილი ქართული გვარია.
„ელისაბედაშვილი ელისე, მოწმე ამილბარ ამილბარაშვილის მიერ ესტატე ხახანაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა” (1613 წელი).
„ელისაბედაშვილ მამიას ჰყავს ძმები: ბაატაი, ნადირა; მარეხმა ის შესწირა ურბნისის წმიდა ევსტათის სახელობის ეკლესიას” (1624 წელი).
„ელისაბედაშვილმა მახარემ – მღვდელმა, მიჰყიდა შამირანა ყანდურალაშვილს სოკოსხევს მამული ხიციანთ გზამდე და ფელიკაშვილის მიწამდე” (1689 წელი).
საქართველოში 303 ელისაბედაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 195, კასპში – 90, გორში – 18.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3