კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება მოვლენები, რომ ხშირად მირჩევენ, კვეთებულის ლოცვებს დავესწრო. გთხოვთ განმიმარტოთ, რას ნიშნავს კვეთებულის ლოცვა?
პასუხი: კვეთებული – ნიშნავს, რომ ადამიანი ბოროტი ძალისგან არის კვეთებული და ბრკოლდება. ზოგჯერ ის ამ ძალის ზემოქმედებას არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც განიცდის. კვეთებულის ლოცვებზე დასწრებით ადამიანი თავისუფლდება ამ ბოროტებისგან. მაგრამ, სანამ ამ ლოცვებს დაესწრებით, ჯერ კარგად უნდა გააცნობიეროთ, რასთან გაქვთ საქმე, ამისთვის მიბრძანდით თქვენს მოძღვართან და მას დაელაპარაკეთ ამ თემაზე.
კითხვა: მინდა, რომ მოძღვარმა ჩემი ახლობლები მოიხსენიოს ლოცვებში. რა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი: თუ თქვენ კონკრეტული დღის ლოცვებში გსურთ ახლობლების მოხსენიება, წირვის წინ საკურთხეველში ცალკე ცოცხლებისა და ცალკე მიცვალებულებისთვის სეფისკვერები უნდა შეგზავნოთ. შესაბამისად, მათი სახელებიც ცალ-ცალკე ჩამოწერეთ ფურცლებზე. სასურველია, ამ ადამიანების სახელებზე მოწყალებაც გაიღოთ.
კითხვა: ნათლობის დროს მართლაც ეპატიება თუ არა ადამიანს მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა?
პასუხი: წმიდა ნათლობის შედეგად ხდება მიტევება პირველქმნილი და ნათლობამდე ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვისა. წმიდა ნათლობის წყალობით, ცოდვას ადამიანზე ბატონობის ძალა ჩამოერთმევა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი რაც შეიძლება გვიან მოინათლოს, რათა ყველა ცოდვა მიეტევოს. არავინ უწყის, როდის დადგება გარდაცვალება, ამიტომ ქრისტიანებს ყრმობის დროს ნათლავენ.
კითხვა: ითვლება თუ არა წინათგრძნობა ცოდვად და როგორ უნდა ვილოცოთ ამ ცოდვის მოსაშორებლად?
პასუხი: წინათგრძნობის მცირეოდენი უნარი ყოველ ადამიანს გააჩნია და ის, ისევე, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობანი ადამიანისა, ღმერთის მიერ არის ნაბოძები. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავებს ეს გრძნობა ისე არ უვითარდებათ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. ამიტომ წინათგრძნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. წინათგრძნობის უნარი განვითარებული ჰქონდათ იმ წმიდანებს, რომლებიც მიწიერი ცხოვრებისგან იყვნენ თავისუფალნი – ისინი წინ უსწრებდნენ მოვლენებს, ეძლეოდათ ნათელხილვის ნიჭი და იმის განჭვრეტაც შეეძლოთ, თუ რა მოხდებოდა მომავალში.

скачать dle 11.3