კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამატებითი წყაროებიდან იღებს შემოსავლებს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, ანუ საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე 1973 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე მიიღო. მისი ოფიციალური ბიოგრაფია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე მეტად მხატვრულად და ზოგადადაა გადმოცემული.  კერძოდ, ნათქვამია, რომ ბ-ნი ფხალაძე 1992-2004 წლებში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად, სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის მოადგილედ მცხეთა-მთიანეთის მხარეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელად, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2008-2014 წლებში ხელმძღვანელობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს; ხოლო 2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და 2014 წლამდე კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად – საგარეო ურთიერთობათა მდივნად დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.
ბ-ნი ფხალაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2003 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1951 წელს დაბადებული დედა, ქ-ნი ლაურა, 1973 წელს დაბადებული მეუღლე – ნატო ბაჩიაშვილი და 1996 წელს დაბადებული ვაჟი – ნოდარი. იმხანად უძრავ-მოძრავ ქონებას ბ-ნი ფხალაძე ფლობდა: 20 000 აშშ დოლარად ღირებულ ბინას თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე და ავტომანქანა „ოპელს“. დეკლარაციის შევსების მომენტში ბ-ნ ფხალაძეს 3 000, ხოლო მის მეუღლეს 8 000 აშშ დოლარი ჰქონდათ. რაც შეეხება 2003 წლის შემოსავლებს, როგორც დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, 902 ლარი აიღო; როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულმა – 625 აშშ დოლარი.
შემდგომი დეკლარაცია მან უკვე 2014 წელს შეავსო როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა. უცვლელია ბ-ნი ფხალაძის ოჯახის წევრთა ოდენობა, თუმცა გაზრდილია ქონების ჩამონათვალი. კერძოდ, მრჩევლის საკუთრებაა: ბინა თბილიში, ქიქოძის ქუჩაზე (114.57 კვ. მ.) და ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე (32.38 კვ.მ.); მისი მეუღლის საკუთრებაა: სარდაფი თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე (48.90 კვ.მ.); საკარმიდამო ნაკვეთი საგარეჯოში (1 204 კვ.მ.) და საცხოვრებელი გაშენების ფართი (195 კვ.მ.); ხოლო დედის – ბინა თბილისში, საბადურის ქუჩაზე (39.75 კვ.მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში თენგიზ ფხალაძემ, როგორც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, 9 428 ლარი აიღო; როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიწვეულმა ლექტორმა – 10 537 ლარი; როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა – 1 575 ლარი; როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა – 902 ლარი; როგორც  პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა – 5 732 ლარი; როგორც „ნატოს“ სამოკავშირეო ოფისის მიწვეულმა ექსპერტმა – 678 ლარი; როგორც „ნატოს“ შტაბ-ბინის მიწვეულმა ექსპერტმა – 312 ევრო; როგორც სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა – 1 708 ლარი; როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მკვლევარმა – 1 000 ლარი; საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექციის წაკითხვამ კი 300 ლარი მოუტანა. დასაქმებულა მისი მეუღლეც და, მან, როგორც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორმა, 6 791 ლარი მიიღო. როგორც საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიწვეულმა პროფესორმა –  3 138 ლარი; შემოსავალი ჰქონდა ქ-ნ ლაურასაც: გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა თარგმანში მას 579 ლარი გადაუხადა.
რაც შეეხება 2013 წლის შემოსავლებს: თენგიზ ფხალაძემ, როგორც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, 9 860 ლარი მიიღო; როგორც ლექტორმა – 8 500 ლარი; როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, 26 031 ლარი. ნატო ბაჩიაშვილმა, როგორც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორმა – 8 000; როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიის მოწვეულმა პროფესორმა – 5 650 ლარი; როგორც ევროპის სახლის პროექტის კოორდინატორმა – 5 638. ცოლ-ქმარმა იმ წელს წიგნების ჰონორარიც მიიღო: 3 419 და 3 000 ლარი.

скачать dle 11.3