კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრესტომათიული მაგალითი

ანუ დიპლომატია – ქართულად

 მართალია, ეუთო დიდი ვერაფერი ხვითოა და მაინცდამაინც ვერც ჩვენს ოკუპანტ რუსეთს აჭრის ყურებზე ხახვს, როდესაც ეს უკანასკნელი ხან მავთულხლართებით გვიტევს, ხანაც – ნატურალური ბომბებით, თუმცა, სიტყვას რომ შეგვაწევს ხოლმე, ეგეც საქმეა.
ჰოდა, მოგეხსენებათ, ისე მოხდა, რომ ამ ჩვენი თანამემამულისა და მარად პოლიტიკოსი ბ-ნი წერეთლის (თვით შევარდნაძის, მეტიც, ბ-ნი ზოდელავას მერობიდან მოყოლებული) კანდიდატურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავკაცად დასახელდა.
ოღონდ, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ რამდენიმე ხმით კონკურენტმა აჯობა. და თუმცა სახელისუფლო დელეგაციამ ხმა არ შეაწია (არცთუ სუბიექტურ მიზეზთა გამო), მეორე მხრივ,  რომც შეეწია, მაინც ვერ სძლევდა ბ-ნი წერეთელი აწ უკვე ეუთოს თავქალს.
სძლევდა თუ ვერა, ცხადია, მაინც ნაწყენია, ისევე, როგორც სრულიად „ნაციონალური“ ფრთა, თუმცა თავად დარწმუნებულია, რომ არ წაუგია, რამეთუ: „მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ“. მეტიც, დაასკვნა (მომყავს ციტატა): „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქრესტომათიული მაგალითი იქნება იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა მაშინ, როდესაც მის წარმომადგენელს შანსი აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამდებობა დაიკავოს.“
ხოლო, რაკი მედალს ორი მხარე აქვს, არც ის ქრესტომათიული მაგალითია უმნიშვნელო, ესე იგი, როგორ მოიქცა პოლიტიკოსი, რომ თავისმა მთავრობამ მხარი არ დაუჭირა?!
ასეა თუ ისე, ამ ფაქტს, დიპლომატი და ერთ დროს ნაელჩარი ბ-ნი გამყრელიძეც გამოეხმაურა: „მე იმ ქართველი დეპუტატის მკვდარი და ცოცხალი…. ქართველ კაცს რომ ხმა არ მისცაო. მე არ შევუდგები იმის გარჩევას, გასწვდება თუ არა ბ-ნი გამყრელიძე ამ ქადილის შესრულებას, თუმცა ერთი რამ უდავოა: დიპლომატის ლექსიკა ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს. –

скачать dle 11.3