კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

უსაბუთო სიყვარული

„საყვარლისა ეშხითა ღვინო დამილევია“

 რადგან საქართველოში უკვე არის ბევრი „ნატო“, ხოლო „ნატოში“ – ბევრი საქართველო, ცხადია, დიდად ვერ დავმწუხრდებით იმის გამო, თუ „მაფს“ არ მოგვცემენ (განა ოდესმე იზომებოდა წრფელი გრძნობები საბუთებით?!).
ჰოდა, რაკი არ იზომება და არც გავზომავთ, სპეციალურად „ნატოს“ სამიტისთვის ქართული ღვინო ჩამოგვისხამს, ასე განსაჯეთ – თვით შესაბამისი ეტიკეტით. სახელდობრ, ვარშავის სამიტის სიმბოლოთი.
როგორც შეგვატყობინეს, ამ ჩვენი ღვინით პოლონეთის თავდაცვის მინისტრი „ნატოს“ თავდაცვის მინისტრებს გაუმასპინძლდება. მეტიც, ქართული ღვინო სამიტზე საჩუქრებადაც დარიგდება და ორმხრივი შეხვედრების მაგიდებსაც დაამშვენებს.
ხოლო, თუ ამ ამბავს იმასაც დავამატებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, როგორც თავად შენიშნა, ვერა და ვერ დაივიწყა ხაჭაპურის გემო (სხვათა შორის, ქართული ღვინის პარალელურად), ვფიქრობ, დროა, აღვუთქვათ ჩვენს ჩრდილოატლანტიკელ პარტნიორებს, რომ კაის ვაჭმევთ, კაის ვასმევთ, უფრო კარგად ვუცეკვებთ და ვუმღერებთ ფრიად ეგზოტიკური ხედების ფონზე, თუკი ისინი ჩვენს ნაცვლადაც კიდეც იომებენ და, ზედაც – გაგვამთლიანებენ.
პათოსით: „ღვინოს დავლევ, წყალს – არა, შენ გაკოცებ, სხვას – არა“. –

скачать dle 11.3