კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ამა თუ იმ დაავადების მიზეზი ადამიანის დაბადებისას „ზემოდან“ ნაკარნახევი

ადამიანის მიერ ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდი არ ისპობა, ის რამდენჯერმე მეორდება და ბრუნდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. როგორც დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი, ქალბატონი ლილი ამბობს, მკვლელობა, თვითმკვლელობა და ამა თუ იმ დაავადების მიზეზიც კი, შესაძლოა, სწორედ ადამიანის დაბადების მომენტში „ზემოდან“ ნაკარნახევი და დაწერილი კანონი იყოს. ასევე, ზოგიერთ სახლში არსებობს ისეთი პათოგენური ზონები, რომლებიც ადამიანებს დიდ საფრთხეს უქმნის და შესაძლოა, მათი სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

 ლილი: ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება და ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდი აღარ ისპობა – ის რამდენჯერმე მეორდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში.
– ეს გენეტიკური კოდი მხოლოდ ადამიანებში მეორდება თუ, შესაძლოა, ის ცხოველსა თუ მცენარეშიც განმეორდეს?
– სწორი კითხვაა, რადგან, არ არის აუცილებელი, გენეტიკური კოდი ყოველთვის ადამიანში განმეორდეს. შეიძლება, ფრინველის, ცხოველის, მცენარის ან ისეთი არსების სხეულშიც მოხვდეს, რომლის შესახებ ჯერ არც კი გვსმენია მოკვდავებს. ამგვარი ჰიპოთეზა ამქვეყნად მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზია. პარალელური ტორსიული ველების არსებობა დღეს უკვე  აღარ იწვევს ჩვენს გაოცებას. ცნობილი ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ადამიანები ხშირად ხედავენ გარდაცვლილთა გამოცხადებას. ზოგჯერ იმქვეყნად წასული სულები ცოცხლებს სიზმრად თავისთან იხმობენ. ყოფილა შემთხვევა, როცა სიზმარში მიცვალებულს უკან გაყოლილი ადამიანი ცხადშიც მალევე გარდაცვლილა. ეს ყველაფერი ბევრისთვის ამოუცნობი, მიუღებელი და დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ასეთი რამ მართლაც ხდება და ამის უარყოფა, უბრალოდ, უაზრობა და თავის მოტყუებაა.
– ამბობენ, ადამიანს თავისი ბედისწერა დაბადების დღიდან მოჰყვება, მას „ზემოთ“ წერენ და ამას ვერავინ ავცდებითო. იქნებ, უფრო გასაგებად აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს და რამდენად რეალურია მსგავსი მოსაზრება?
– ადამიანს რაც უწერია, ის არ ასცდება. ჩემი აზრით, ყველა ჩვენი ფიქრი კოსმოსში მიდის, იქ ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიებად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცლებზე. ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ ენერგეტიკული კოდი ორმოცი დღის განმავლობაში დედამიწაზე რჩება, აგროვებს გარშემო მყოფთა შესახებ ინფორმაციას და ამის შემდეგ ტოვებს დედამიწას. მისი ხელმეორედ მოსვლისთვის ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება.
– ანუ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის მიხედვით მიიღებს სამაგიეროს მეორედ მოსვლისას?
– დიახ, ზუსტად ამას ვგულისმობ. მაგრამ, თუ ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, მაშინ, დედამიწაზე მეორედ მოსვლისას, ის ფიზიკური დეფექტით იბადება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამქვეყნად ყველას თავისი მისია ეკისრება და ის უნდა შევასრულოთ, ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ მაინც. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ენერგია ოჯახში ტრიალებს.
– თუ ადამიანი სახლიდან შორს კვდება, ამ შემთხვევაში რა ხდება?
– ადამიანის სიკვდილის დროს, პირველად იღუპება მისი სხეული, მაგრამ, შესაბამისი აპარატურა მის ენერგიას სახლში ორმოცი დღის განმავლობაში აფიქსირებს. ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგი და მეცნიერებისა და ეზოთერიკოსების მიერ დადასტურებული ფაქტია. ერთ მაგალითს გეტყვით: ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც უცხოეთში იყო სასწავლებლად წასული, უეცრად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მისი ენერგია კი სპეციალურმა აპარატურამ სამშობლოში, მის სახლში დააფიქსირა. აქედან შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ენერგიისთვის მანძილი არ არსებობს და, შესაბამისად, არც გადაადგილებაა მისთვის პრობლემა.
– პირად საუბარში აღნიშნეთ, სიკვდილის დროს ხდება გენეტიკური კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეშიო. ეს როგორ გავიგოთ?
– დიახ, სიკვდილის დროს ხდება გენეტიკური კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. თითოეული ჩვენგანის კოდი სამყაროსთანაა დაკავშირებული, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ადამიანს სამყაროში ამ კოდით იცნობენ და მისი გარდაცვალების შემდეგ ეს კოდი ისევ განაგრძობს არსებობას, მაგრამ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ადამიანები ვერ ამჩნევენ. ადამიანის კოდი მის გარდაცვალებამდე გაცილებით ადრე იწყებს გარდასახვას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. სწორედ ეს იწვევს გარდაცვლილი ადამიანის ნახვას სიზმარში, გამოცხადებებს, ჰალუცინაციებს და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რა მინიშნებას გაძლევთ ღამით ნანახი სიზმრები და იმქვეყნიდან სიზმრად მოვლენილი ახლობლები. სხვათა შორის, ადამიანის უეცარი სიკვდილი, შესაძლოა, სახლში არსებულმა გეოპათოგენური ზონიდან წამოსულმა უარყოფითმა ენერგიამაც გამოიწვიოს. გეოპათოგენური ზონები ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის. თუ დიდხანს დარჩით ასეთ ზონებში, შესაძლოა, მან ისეთი დაავადება გამოიწვიოს, რომლის გართულებას სიკვდილიც კი მოჰყვეს. ღამით მოუსვენრობისა და კოშმარული სიზმრების მიზეზი სწორედ გეოპათოგენური ზონის მოქმედებაა. თუ გეოპათოგენური ზონა გადის სამზარეულოზე, ეს ძალიან საშიშია. მას შეუძლია, პროდუქტების ენერგია შეიწოვოს, ასეთი „დაცლილი” პროდუქტის მიღებამ კი ადამიანში უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სხვათა შორის, შავი მაგიის მიმდევარი ჯადოქრები სწორედ ისეთ გეოპათოგენურ ზონას იყენებენ პარალელურ სამყაროსთან ურთიერთობის დროს, რომლის განეიტრალებაც ძალიან რთულია. ველი იწოვს ადამიანის ცხოველქმედების უნარს, მაგრამ, თუ ამ ზონას რამდენიმე მეტრით მოაშორებთ საწოლს, სამუშაო მაგიდას და ასე შემდეგ, გეოპათოგენური ენერგიის აღარ უნდა გეშინოდეთ. გვხვდება ძლიერი გეოპათოგენური ზონებიც, რომელთა გავრცელების არეალი რამდენიმე კილომეტრიც კია. ასეთ ადგილს უნდა მოშორდეთ, სხვა გამოსავალი არ არის. ადამიანზე გეოპათოგენური ზონის დიდხანს მოქმედებამ შეიძლება, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. გეოპათოგენური ზონის გავრცელება მოქმედებს ორგანიზმზე და უმეტესად ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ასეთი ზონა ყველგან შეიძლება შეგხვდეთ და მისი ზემოქმედებისგან არავინაა დაცული. კარგად დააკვირდით, სად გრძნობთ თავს ცუდად, სახლის რომელ კუთხეში ხართ მოუსვენრად და ასე შემდეგ; ასევე, თუ ღამით ცუდად გძინავთ, შეუცვალეთ საწოლს ადგილმდებარეობა, რადგან, შესაძლოა, დიდი ხანია, გეოპათოგენური ზონის ქვეშ გძინავთ და ეს სერიოზულ საფრთხეს შეგიქმნით მომავალში.

скачать dle 11.3