კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ურთიერთობა აქვს გიორგი ვარდოსანიძეს სოფო ნიჟარაძესთან და რატომ გაიკეთა მან ინტიმურ ადგილას მოტორის ტატუ

ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეყვარებულები არიან და სულ მალე დაქორწინებას გეგმავენ. ეს ამბავი იმ ვიდეოს მოჰყვა, რომელიც სოფომ სოციალური ქსელით გაავრცელა. ამას ისიც დაემთხვა, რომ  გიორგი საკუთარ დაბადების დღეზე ქალაქგარეთ „გაიპარა“. მოკლედ, ეს ამბები თავად გიორგისთან გადავამოწმეთ და ისიც გავარკვიეთ, ვისთან ერთად მიდის ის ევროპაში სამოგზაუროდ და რეალურად გამოჩნდა თუ არა მის ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი.
გიორგი ვარდოსანიძე: კატასტროფულად იღბლიანი ადამიანი ვარ. სულ ვღადაობ: ისეთ ვარსკვლავზე გავჩნდი, ყველაფერი უცნაურად მარტივად გამომდის-მეთქი. ცხოვრებაში ყველაფერში მიმართლებს. ასე რომ, იღბლიანი ვარ, მაგრამ ბევრი შრომაც მიწევს. რასაკვირველია, იყო ისეთი პერიოდები, რომლებიც მძიმედ გადავიტანე, მაგალითად, როცა ოჯახი დამენგრა და ბებია და ბაბუა გარდამეცვალა. მე არ ვიცი, რა არის დეპრესია, ამ დროს სიცარიელეს ვგრძნობ და ამ სიცარიელეს მხოლოდ მეგობრებთან ურთიერთობით ვივსებ. მადლობა ღმერთს, მეგობრებში ძალიან გამიმართლა.
– ამბობ, ყველაფერში გამიმართლაო, თუმცა, თუ გავითვალიწინებთ შენს პირად ცხოვრებას და იმასაც, რომ ეს საზოგადოების განხილვისა და ჭორაობის საგანი გახდა, მგონი, ცდები, არა?
– ოჯახში, მეგობრებსა და პროფესიაში გამიმართლა. პირად ცხოვრებაში იყო რაღაც-რაღაც ცუდი მომენტებიც, მაგრამ, ვცდილობ, მაინც კარგი გავიხსენო და, მიმაჩნია, რომ ამაშიც გამიმართლა. მართლია, ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი იჭორავეს და დღესაც  ჭორაობენ, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას. ისეთი პროფესიის ვარ, რომ ხალხი მიცნობს, რასაც ვერ ავცდებოდი და ამისთვის მზად ვიყავი. თან, ისეთი ერი ვართ, ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ და ამიტომ ჭორაობა ჩვეულებრივი მომენტია. როცა ჩემს საცოლეს, თამთა შალამბერიძეს დავშორდი, მაშინაც დიდი ამბავი ატყდა; სალომე ჭაჭუა რომ მოვიყვანე ცოლად და დავშორდი, იმაზეც ბევრი იჭორავეს. ზოგადად, თავიდან მომწონდა ჩემზე ჭორები და ვიპრანჭებოდი; მერე ვღიზიანდებოდი, ვიბრძოდი, მერე კი მივეჩვიე. ახლა ჩემთვის ჭორები მეასეხარისხოვანია. მიმაჩნია, როგორც კაცს გაუსწორდება, ისე უნდა იცხოვროს. ვერავის ლაპარაკს ვერ ავყვები, ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ და ვერც იმას გავუწევ ანგარიშს, ვის რა მოსწონს. მე ჩემი  ცხოვრება მაქვს და, როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ. იმდენი ჭორი გავიგე ჩემს თავზე, იმდენთან დამაწვინეს და მომკლეს, უკვე ვეღარ ვითვლი (იცინის). ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე და, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც ბაბნიკობის სურვილი მქონია და არც გეობის. როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი ცხოვრობს, ისე ვცხოვრობ მეც. დღეს არ ვარ შეყვარებული და ამ თავისუფლებით ვტკბები. არ დამავიწყდება, გავრცელდა ჭორი, გიორგი ვარდოსანიძე მოკვდაო. გადაღებაზე ვიყავი, ვერ ვპასუხობდი ტელეფონს და შვიდასი მესიჯი და შვიდასი შემომავალი ზარი დამხვდა. რომ ვერ ვუპასუხე, უფრო ინერვიულეს და დაიჯერეს. სამივეჯერ ასე დაემთხვა და ჩემს სამივე „გარდაცვალებაზე” ერთი და  იგივე ამბავი დატრიალდა. მერე მიწევდა ყველასთან ჩამორეკვა და იმის მტკიცება, რომ ცოცხალი ვარ.
– თქვი, თავისუფლებით ვტკბები და შეყვარებული არ ვარო. არადა, სოციალურ ქსელში დადებულმა ვიდეომ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ შენ და სოფო ნიჟარაძე შეყვარებული წყვილი ხართ და ამას არ მალავთ.
– ერთ-ერთ მიუზიკლში მე და სოფო შეყვარებულების როლს ვთმაშობთ. სოფომ ბუფეტში გადაიღო ვიდეო, სადაც სასიყვარულო სიმღერას ორ ხმაში ვშლით და დადო სოციალურ ქსელში. ამაზე ატყდა ამბავი და „მოგვნათლეს“ შეყვარებულებად. არადა, შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ, მიუზიკლში, რეალურად კი კარგი მეგობრები ვართ და, წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. სოფო ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოქრო გოგო, კოლეგა და სიმღერის პედაგოგიც. ამ ჭორზე ორივემ ვიცინეთ. თუ მეგობარ გოგოსთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ეგრევე მაწყვილებენ და რა გავაკეთო? (იცინის).
– ისე, როცა გიყვარს, როგორი ხარ?
– როცა მიყვარს, ნამდვილი გიჟი ვარ და სულ ოთხჯერ ვიყავი ასეთი გიჟი. ამ დროს სულ სავსე ვარ და და სხვა განზომილებაში. ახლაც მინდა ვიყო გიჟი, მაგრამ, თავს ხომ არ მოვიტყუებ? (იცინის) მიყვარს შეყვარებული მდგომარეობა და არა სიმარტოვე, მაგრამ ძალით ვერაფერს ვიზამ და ვერ მოვიგონებ.
– რამდენიმე დღის წინ თბილისიდან გაიპარე. სად იყავი და რა ხდებოდა?
– დაბადების დღე მქონდა, 28 წლის გავხდი. აქ რომ დავრჩენილიყავი, უნდა მომეფიქრებინა რამე, სადმე წამეყვანა ჩემები და ცოტა დამეზარა. ძმაკაცის საცოლემ გამიკეთა საჩუქარი – ოთხკაციანი ადგილი ყვარლის ტბაზე. მე, ჩემი ძმა და ორი მეგობარი წავედით, კარგად დავისვენეთ და ვითევზავეთ. ახლა, ვგეგმავ დუბაიში მეგობრებთან ერთად წასვლას, მერე კი ჩემს მოტოციკლეტს მოვახტები და წავალ ევროპაში.
– ევროპაში მოტოციკლეტით აპირებ წასვლას?
– დიახ, თბილისიდან ბერლინამდე, კარვითა და ჩემი მოტოციკლით ევროტური მაქვს დაგეგმილი. 25 დღეში დაახლოვებით 8 ათასი კილომეტრი უნდა გავიარო. მეგობარ ბაიკერებთან ერთად მივდივარ და, ზუსტად ვიცი, ძალიან მაგარი შთაბეჭდილებები მელის წინ.
– გიორგი, ძალიან ბევრი ტატუ გაქვს სხეულზე და, როგორც ვხედავ, უცნაური გამოსახულებებით. ყველას თავისი დატვირთვა აქვს?
– 20 ტატუ მაქვს. მეგობრები მეხუმრებიან, სხეულზე პატარა ადგილი მაინც დატოვე, კანის ფერი რომ ჩანდესო (იცინის). მარტო სილამაზისთვის ტატუს გაკეთება სისულელეა, მას თავისი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, მაქვს ტატუ, რომელიც კოშმარული სიზმრებისგან მიცავს; მახატია ცხოვრების კრედო, ანარქიის ორი ნიშანი, რადგან სულით ანარქისტი ვარ; შვიდი გარდამავალი  მთვარე, ჩემი მოტოციკლის მოტორი და ასე შემდეგ. აი, მთვარე იმიტომ დავიხატე, რომ ჩემი ძმაკაცია – მას ყოველღამე ვეძებ და ვუყურებ, სადაც არ უნდა ვიყო. ჩემი მოტოციკლი კი ძალიან მიყვარს და მისი მოტორი ინტიმურ ზონაში ამოვისვირინგე – ჭიპის ქვემოთ. პირველი რომ გავიკეთე, შევყევი, ვეღარ ვჩერდები და კიდევ 20 უნდა დავამატო.

скачать dle 11.3