კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები


– გინდა, გასწავლო, როგორ უნდა აგრძნობინო ქალს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა?
–  როგორ?
– ტრანსპორტში ადგილი არ დაუთმო!
***
სკოლის დამთავრების 50 წლისთავის იუბილეზე ძველი შეყვარებულები გვერდიგვერდ მოხვდნენ მაგიდასთან.
–  როგორ ხარ, ილიკო?
–  ვარ, რა...
–  გახსოვს ჩვენი რომანი?
– კი მახსოვს, მარა, რათ გინდა? წელს ზემოთ შენ აღარ ვარგიხარ და, წელს ქვემოთ – მე!
***
შვილი გახეთქილი მთვრალი შედის სახლში. დედა წყევლით იკლებს:
–  უი, შენი კუბო დავდგი, ა, აქ, შემოსასვლელში!
შვილი მისაღებ ოთახში შედის. დედა განაგრძობს წყევლას:
–  უი, შენი კუბო დავდგი ა, აგერ, ზალაში!
შვილი შედის საძინებელში. დედა არ ჩერდება:
– შენი კუბო დავდგი, ა, აქ, საძინებელში!
– ქალო, რას დაარბენინებ მაგ კუბოს ზევით-ქვევით? დამეხვა თავბრუ! დადგი ერთ ადგილას და ჩავწვები!
***
– მინდა, ცოლს ისეთი საჩუქარი გავუკეთო დაბადების დღეზე, რომ ძვირი არ დამიჯდეს და თან გაუხარდეს, რას მირჩევ?
– ანონიმური წერილი გაუგზავნე, ძმაო.
***
მიხო გარბის მამასთან და ეკითხება:
–  მამი, მამი, ბაყაყსა სათვალეები აქვს?
–  არა, შვილო. რა იყო, რო?!
–  უი, მაშინ, ბებია იხრჩობა ჭაობში.
***
ჩემმა ქმარმა გუშინ სერვერი გატეხა.
–  ვა, ჰაკერია?
–  ჰაკერი კი არა დეგენერატია – ხელიდან გაუვარდა.
***
ძმაკაცი ხვდება ძმაკაცს:
–  ბიჭო, რამდენი ხანია, აღარ მინახიხარ. რა არის შენკენ ახალი?
–  ახალი ისაა, რომ ბიჭი შემეძინა და მაკა დავარქვი?
–  კი მაგრამ, ბიჭს მაკა რატომ დაარქვი?
–  რა ვიცი, ექიმს შეეშალა და ჭიპლარი სხვა ადგილას მოაჭრა.
***
ქალი მკითხავთან მივიდა.
–  თქვენ, უახლოესი 20 წელი უფულობა და უბარაქობა შეგაწუხებთ.
–  20 წლის მერე?
–  მერე შეეჩვევით.
***
ცოლი მკაცრი ტონით ეკითხება ქმარს:
–  ბოლოს და ბოლოს, მიყიდი იმ მძივს?
–  ულტიმატუმია?
–  არა, მარგალიტი.
***
ტიპი მივა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან და ეუბნება:
–  აუ, ბევრი ფული არ მაქვს და, 10 ლარი და მობილური რომ მოგცე?
–  კარგი, იყოს ათი ლარი და მობილური.
მოკლედ, დაამთავრეს საქმე და ტიპმა ათი ლარი გაუწოდა.
–  მობილური? – ეკითხება ქალი.
–  უი, ხო, ჩაიწერე: 555 99...
***
გურული თოხებს ყიდის.
–  რა ღირს შენი თოხი? – ეკითხება მეგრელი.
–  ოცი ლარი, ძამა.
–  ნამეტანი მოკლე ტარი აქვს, – წუნი დაუდო მეგრელმა.
– რაია ძამა, ლოჯიდან უნდა თოხნო, თუ?!

скачать dle 11.3