კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრანგი სომელიე მცხეთაში

საბჭოთა პერიოდი იყო. თბილისში გაიმართა ღვინის საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც იმ დროისთვის სახელგანთქმული ფრანგი სომელიე პიერ ლერუა ხელმძღვანელობდა.
ფრანგი ცნობილ მებაღე-დეკორატორ მიხეილ მამულაშვილს ასტუმრეს მცხეთაში. იცოდნენ, რომ მას თავის ბაღში 30-მდე საუკეთესო ჯიშის ვაზი ჰქონდა გახარებული და მათგან ღვინოსაც წურავდა. იმ წელს ცუდი მოსავალი მოვიდა, არ ღირდა ცალ-ცალკე ღვინის დაყენება, ამიტომაც, ბატონმა მიხეილმა ერთ კასრში ჩაყარა ყველა ყურძენი და დაწურა. არომატული ღვინო კი გამოვიდა, თუმცა, არ ჰქონდა მაღალი ღირებულება, რადგან, საღვინე ჯიშებთან ერთად, სუფრის ყურძენიც ერია.
– თქვენი სტუმარი ცნობილი სომელიეაო, – უთხრეს მასპინძელს.
– ახლავე ვნახავ, როგორი სომელიეც არისო, – გაეღიმა მას და შვილიშვილს დაუძახა: გოგი, ღვინო მოართვი სტუმრებსო.
„მაშინ სტუდენტი ვიყავი და კარგად მახსოვს ეს ამბავი, – იხსენებს ბატონი გოგი, – დაყნოსა ფრანგმა და თქვა: „იზაბელა...” შემდეგ ცნობილი გერმანული ჯიში ამოიცნო და, ასე, 30-ჯერ დაყნოსვის შემდეგ ზუსტად დაასახელა ყველა ჯიში, რომლებისგანაც ღვინო დავაყენეთ. ბოლოს ანეკდოტიც მოაყოლა: ფრანგი მეღვინე რომ კვდებოდა, შვილებს დაუბარა, ღვინის გაკეთება ყველაფრისგან შეიძლება, ყურძნისგანაც კიო...
– ყოჩაღ, თქვენ შესანიშნავად ჩააბარეთ გამოცდაო, – გაეხუმრა პაპა, რაზეც სტუმარმა ძალიან იმხიარულა“.

скачать dle 11.3