კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევარჩიოთ კურორტი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და როდის არ შეიძლება ბავშვის დასასვენებლად წაყვანა

ზაფხულში მშობლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი შვილის დასვენებისთვის შესაბამისი კურორტის შერჩევაა. როგორ უნდა შევარჩიოთ შესაბამისი კურორტი  ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; მთას მივანიჭოთ უპირატესობა თუ ზღვას; რა პროცედურები უნდა ჩავატაროთ კურორტზე და სად რამდენი დრო უნდა დავყოთ, ამას ექიმ-კურორტოლოგისგან შეიტყობთ.
მანანა ტაბიძე: კურორტული მკურნალობა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი, ბავშვებისათვის, რადგან მთელი წლის განმავლობაში გადაღლილ ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ძალების აღდგენა. კურორტი სამკურნალო ადგილს ნიშნავს და საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს როგორც დაბალი, შუა და მაღალი მთის, ისე ზღვის კურორტები. თითოეული მათგანი კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და უზრუნველყოფს, ერთი წლის განმავლობაში ბავშვის ორგანიზმი ყოველგვარი მავნე ზეგავლენისგან დაიცვას.
პატარებისთვის უფრო სასარგებლოა მთის კურორტები, რადგან მატრენირებელი მოქმედება აქვს. მთის კლიმატი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, სისხლმბადი ორგანოების გაძლიერებას, სუნთვის სისტემის გაუმჯობესებას და საერთო ჯამში, ორგანიზმს გაჯანსაღებაში ეხმარება. თუ საშუალებაა, მშობლებს ვურჩევდი, ბავშვები ჯერ მთის, შემდეგ კი, ზღვის, ანუ ორივე კურორტზე წაიყვანონ. მაგრამ, თუ აუცილებლად არჩევანია გასაკეთებელი, პატარებისთვის მთის კურორტები უფრო აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
ზღვის კლიმატი სულ სხვა ზემოქმედებისაა. მას ორგვარი: დამზოგავი და მატრენირებელი მოქმედება აქვს. ზღვის კომპლექსი რამდენიმე პროცედურის ერთობლიობას მოიცავს: აეროთერაპიას, ჰაერის აბაზანას, მზის აბაზანებსა და ზღვაში ბანაობას. აეროთერაპია ნიშნავს სუფთა ჰაერზე სეირნობას რომელიღაც კურორტის პირობებში. მას შესაძლოა, თბილისის პირობებშიც მიმართოთ, რომელიმე პარკში თუ ფუნიკულიორზე. ჰაერის აბაზანები კი ნიშნავს, გახდილ ორგანიზმზე ჰაერის ნაკადის ზემოქმედებას. ამისთვის საკმარისია ჩრდილში დაჯდომა, რომ ორგანიზმმა სუფთა ჰაერის აბაზანები მიიღოს. მზის აბაზანების დროს შიშველ ორგანიზმზე მოქმედებს მზის სხივები. ეს საკმაოდ ძლიერმოქმედი პროცედურაა, რადგან მზის სხივები ძლიერი ფიზიკური ფაქტორია. ბანაობა თავისთავად მოიცავს ზღვის მარილიანი წყალის მოქმედებას ორგანიზმზე. ამ პროცედურათა კომპლექსურად ჩატარება კარგ შედეგს იძლევა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.
– ეგრეთ წოდებული,  „ქვიშის აბაზანების“ შესახებ რას იტყვით?
– ქვიშის აბაზანებიც ზღვის მკურნალობის კომპლექსს მიეკუთვნება. საქართველოში გვაქვს უნიკალური კურორტი – ურეკი, სადაც არის ქვიშის უნიკალური პლაჟი. აქ არსებული მაგნიტური ქვიშა ძირითადად გამოიყენება ძვალსახსროვანი სისტემისა და გულ-სისხლძაღვთა დაავადებების სამკურნალოდ, ასევე, ნევროზის დროსაც. გარდა ამისა, ურეკის ქვიშა არაჩვეულებრივია რაქიტის შემთხვევებში და ცერებრალური დამბლის ნარჩენი მოვლენების სამკურნალოდ. როგორც ვიცით, ქვიშა ზედაპირულად მშრალია, მაგრამ ქვემოთ ნესტიანია. ამიტომ დილის 7-8 საათზე უნდა გავაკეთოთ პატარა, მედალიონის ფორმის ორმოები (ადგილი უნდა იყოს შემოსაზღვრული და იზოლირებული), 11 საათამდე ქვიშა სრულად გაშრება და 11-დან 12 საათამდე მასში ჩავაწვინოთ ბავშვი ჰორიზონტალურად. დავუფაროთ ქვიშით კიდურები და მუცელი გულ-მკერდის არემდე. აუცილებელია, თავი მზისგან დაცული ჰქონდეს საჩრდილობლით. პირველი აბაზანა, შეიძლება, ათი წუთი გაგრძელდეს, მერე, ნელ-ნელა, დრო 15-20 წუთამდე გავზარდოთ. ქვიშის აბაზანის შემდეგ სასურველია, ბავშვმა თბილი შხაპი მიიღოს  და დაისვენოს. მაგრამ, ქვიშის აბაზანა უნდა იყოს ბოლო პროცედურა. მანამდე, როგორც უკვე ჩამოვთვალე, ჰაერის, მზის, წყლის აბაზანები უნდა მიიღოს ორგანიზმმა და ეს ყველაფერი – 12 საათამდე. საღამოს ხუთი საათის შემდეგ შეგიძლიათ, ეს პროცედურები თავიდან გაიმეოროთ. კარგი იქნება, თუ ოცი პროცედურის ჩატარებას მაინც მოვასწრებთ.
– დასვენებისთვის საჭირო დროც განვსაზღვოთ და ადაპტაციის პერიოდიც გავითვალისწინოთ?
– თუ საცხოვრებელი ადგილი კურორტთან ახლოსაა, ერთდღიანი ადაპტაციის პერიოდი სრულიად საკმარისი იქნება. მაგრამ თუ შორს მივდივართ, ბავშვს ორი-სამი დღე მაინც დასჭირდება აკლიმატიზაციის გასავლელად. ამ პერიოდში ის თავს მოდუნებულად გრძნობს და სულ ეძინება, სამი დღის შემდეგ კი, უკვე შეგვიძლია, ამ პროცედურების შესრულება დავიწყოთ. საერთო ჯამში, ბავშვმა 20 დღე მაინც უნდა გაატაროს მთის კურორტზე, რომ მისმა ორგანიზმმა სარგებლობა მიიღოს. ზღვის კლიმატისთვის 10-12 დღეც საკმარისია.
– კონკრეტულად რომელ კურორტებს უნდა მივმართოთ სხვადასხვა დაავადების დროს?
– მთის კურორტები ძირითადად განსაზღვრულია სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის, იქნება ის ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული პნევმონია. ასევე, რკინადეფიციტური ანემიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადების დროს. საშუალო მთის კურორტებია, თქვენთვის ცნობილი სურამი, ახალდაბა, ქვიშხეთი, ბორჯომის ხეობის კურორტები. საშუალო მთის ზონაა თბილისის მიმდებარე კურორტები: კიკეთი, წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, რომელსაც საგარეუბნო კურორტები ჰქვია.
საშუალო და მაღალი მთის კურორტებს მიეკუთვნება: წაღვერი, ლიკანი, ბაკურიანი, ცხრაწყარო. ასევე რაჭის კურორტები – უწერა და შოვი, გომის მთა, ბახმარო, აჭარის მთიანი კურორტები, ლებარდე და სხვა. ბავშვებში კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები ნაკლებია, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ძალიან კარგია მინერალური წყლებით ცნობილი საირმე თუ ბორჯომი. მაგრამ, შეიძლება, არ იყოს არც ბორჯომი და არც წაღვერი და იყოს უბრალოდ, მაღალმთიანი სოფელი სუფთა ჰაერით, სუფთა წყლითა და სიმწვანით – ბავშვისთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი კურორტია.  წლის განმავლობაში ბავშვს ჰაერი უნდა გამოვუცვალოთ ზამთარში და ზაფხულში.
– ბოლოს, რა შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის კურორტზე წაყვანა და როგორი უნდა იყოს მშობლის სამედიცინო ჩანთა?
– იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რომელიმე დაავადების მწვავე პერიოდი აქვს. ან ქრონიკული დაავადება გაუმწვავდა, ან ინფექციური დაავადება აქვს ახალი გადატანილი. იმ შემთხვევაშიც თუ სისხლის, ონკოლოგიური, კანის გადამდები დაავადებები ან ტუბერკულოზის აქტიური ფაზა აქვს. ამ დროს შეიძლება, სხვებსაც საფრთხე შეუქმნათ. ამიტომ ჯობია, მწვავე პერიოდის გამოსწორებას დაველოდოთ და კურორტს მერე მივმართოთ. რაც შეეხება სამედიცინო ჩანთას, მასში აუცილებლად უნდა იყოს: ბინტი, იოდი, სპირტი, ლეიკო, ფაღარათისთვის საჭირო საშუალებები, რომელიმე ანტიბიოტიკი, საგულე საშუალებები – თუნდაც ვალერიანის წვეთები და მწერებისგან თავდასაცავი რეპელენტები.

скачать dle 11.3