კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაშორდა თუ არა ქეთა თოფურია ქმარს და ვისთვის იქირავა მან კურორტ ფორტე დე მარმიში ძვირად ღირებული ვილა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას ქალიშვილი – ოლივია ერთი წლის გახდა. ქეთამ და მისმა მეუღლემ, ლევ გეიხმანმა შვილს დაბადების დღე იტალიაში, კურორტ ფორტე დე მარმიში გადაუხადეს.  ეს ზაფხული ქეთასთვის საკმაოდ დატვირთულია, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გამოსვლები. ამიტომ, ხშირად შვილის მოსიყვარულებას ვერ ახერხებს. თუმცა, ტელეფონით ყოველდღე უკავშირდება დედას, ქალბატონ ნატას, რომელიც შვილიშვილთან ერთადაა და ქეთა შვილის ამბებს იგებს. ჩვენ ქალბატონ ნატას იტალიაში დავუკავშირდეით და ამბები გამოვკითხეთ. ასევე, გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლო დროს რომ გავრცელდა და ქეთასა და მისი ქმრის დაშორებას უკავშირდება.
ნატა (ქეთა თოფურიას დედა): ეს ცხოვრება ისეთია, არ იცი, რას გიმზადებს, მაგრამ სულ ვიცოდი და მჯეროდა, რომ ქეთა თავისი მიზანდასახულობით, შრომით, ბევრს მიაღწევდა. ბედნიერი დედა ვარ, ასეთი შვილი რომ მყავს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დაკარგოს ხალხის სიყვარული. ხომ იცით, წარმატება ადვილად არ მოდის და თუ მოვიდა, მას უნდა გაუფრთხილდე და შეინარჩუნო. მიმაჩნია, რომ, ქეთა დამსახურებულად არის წარმატებული, რადგან დღე და ღამე შრომობს. შეიძლება წარმატებული იყო, მაგრამ ხალხს არ უყვარდე. ქეთა კი რუსეთში ძალიან უყვართ. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს.
– როდის იდგა ქეთას ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– როცა მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად – ის პირველი წელი, სანამ ახალ გარემოს შეეგუებოდა. მეორე დიდი განცდა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დღეს, ბედნიერი ქალია, ჰყავს არაჩვეულებრივი ქმარი, ულამაზესი შვილი, მოსიყვარულე ხალხი ირგვლივ, უერთგულესი მეგობრები და წარმატებული კარიერა. 11 წელია „ა-სტუდიოს” წევრია და საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მათზე. თითქმის ყველა კონცერტზე გამოდიან და უწევთ სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლები. დღეს კი, მისთვის მთავარი ბედნიერება და სტიმული, მაინც ოლივიაა. ის ახლა იდგამს ფეხს და იწყებს ტიტინს. ქეთა ცდილობს, უფრო მეტი დრო გაატაროს მის გვერდით. იტალიაში, სადაც ჩვენ ვისვენებთ, უკვე ორჯერ ჩამოვიდა ბავშვის სანახავად და მოსასიყვარულებლად. ქმარიც ძალიან ანებივრებს და ყველაფერში ხელს უწყობს. ქეთაც თავს ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობს.
– ახლახან ოლივია ერთი წლის გახდა. ქეთამ პატარას ინსტაგრამზე დადებული ვიდეოთი მიულოცა.  სად გადაუხადა დაბადების დღე და ვინ იყო ამის ორგანიზატორი?
– წვეულება იტალიაში, ოსკანიაში, კერძოდ, კურორტ ფორტე დე მარმიში,  ლამაზ სახლში, აუზის პირას გავმართეთ. ჩამოვიდნენ ლიოვას დედა, ირინა გრიგორიევნა და ქალიშვილი – სონიაც. ძალიან მოილხინა ოლივიამ, განსაკუთრებით კი ჯამბაზები და ბუშტები მოეწონა. ქეთა ძალიან დატვირთულია, მაგრამ, სპეციალურად ამ დღისთვის, მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და ნამდვილი დღესასწაული მოუწყო შვილს. წვეულების მთავარ ფერად ღია ვარდისფერი აირჩია და ამ ფერში იყო სამსართულიანი ტორტიც. სახლის ტერასა და აუზის მიმდებარე ტერიტორია ფიგურებითა და ბუშტებით მორთეს. ყველაფერი თავად ქეთამ დაგეგმა. ეზო და აუზი ფერადი ბუშტებით იყო მორთული და ამან ოლივია ძალიან გაახარა. ტორტზეც ჩააქრო სანთელი და ძალიან ბედნიერი იყო. საჩუქრებს ზედაც არ შეხედა, მარტო ბუშტებით ითამაშა და ჯამბაზებთან ერთად გაერთო. სხვათა შორის, უცნაური ბავშვია, არ უყვარს სათამაშოებით თამაში. ურჩევნია, პულტით გაერთოს ან ეზოში მოწყვეტილი ყვავილით ითამაშოს, ვიდრე კუბიკებით.
– დედას რით ჰგავს? აქვს სიმღერის ნიჭი? არ ღიღინებს?
– სხვათა შორის, ადრე ფიზიკურად არ ჰგავდა, მაგრამ ახლა ძალიან ემსგავსება დედას. განსხვავება ისაა, რომ მუქი ფერის თვალები აქვს. ისეთივე  ხუჭუჭი, ქერა თმა აქვს, როგორც დედამისს ჰქონდა ბავშვობაში.  მაგრამ, ქეთა წყნარი ბავშვი იყო, ოლივია უფრო აქტიურია. ღიღინიც უყვარს, თუმცა ჯერ მუსიკალურ სმენაზე ლაპარაკი ზედმეტია. ახლა  დაიწყო ბაჯბაჯით სიარული და ძალიან სასაცილო ვინმეა. უნდა ნახოთ, ქეთას სიმღერას რომ ჩავურთავ და მისი ხმა ესმის, წყნარად ჯდება და უსმენს (იცინის). ერთი თვეა, აქ ვართ და ქეთა უკვე ორჯერ ჩამოვიდა. გიჟდება, ისე ენატრება ოლივიასთან ჩახუტება და თამაში.
– აპირებს მეორე შვილის გაჩენას?
– ამაზე გვილაპარაკია და მითხრა, არ მინდა, ერთ შვილზე გავჩერდე, მინდა კიდევ გავაჩინოო. მაგრამ, როდის გააჩენს, ნამდვილად არ ვიცი. ოლივიას არსებობა მისთვის ყველაფერია – ბედნიერებაც და სიმშვიდეც. მუნჯურად რომ ლაპარაკობს და აგებინებს რა უნდა, ამაზე გიჟდება ქეთა (იცინის).
– მუსიკალურ დაჯილდოებებზე ქეთა თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა. ქმარი არ ახლდა. მეუღლის გვერდით ბოლო დროს, ფაქტობრივად, არსად ჩნდება. გავრცელდა ჭორი, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა შვილის გამო კარგი ურთიერთობა აქვთო. ამაზე რას გვეტყვით?
– გეტყვით, რომ ქეთა და ლიოვა ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს არ დაშორებიან. ეს ჭორი ტყუილია და მსგავი არაფერი ხდება. რომ დაშორებოდა, აუცილებლად გამოვიდოდნენ და ოფიციალურად მოახსენებდნენ საზოგადოებას. ამას ვერც დამალავდნენ. ისინი დღეს ერთად და კარგად არიან.
– ქეთა ოჯახთან ერთად სად აპირებს ამ ზაფხულს დასვენებას?
– ქეთაც აქ, იტალიაში გაატარებს შვებულებას. ეს ვილა არენდით აიღო და ქმართან ერთად, ივლისის ბოლოს ჩამოვა. სექტემბრამდე დარჩებიან. საკმაოდ ძვირად ღირეული და ცნობილი კურორტია, ულამაზესი გარემო.  ქეთა ძალიან გადაღლილია ამდენი ფრენითა და გამოსვლებით. აქ კი გემრიელად დაისვენებს, შვილთან და ქმართან ერთად. მართალია, საკმაოდ ძვირიანი კურორტია, მაგრამ ნამდვილად ღირს აქ დასვენება.

скачать dle 11.3