კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აპირებენ თუ არა დაქორწინებას ოთო ნემსაძე და სოფო მეძმარიაშვილი და რა მნიშვნელოვან ეტაპზე არიან დღეს ისინი

მომღერლი ოთო ნემსაძე და მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი დაახლოებით ერთი წელია, ერთად არიან – ერთმანეთის წარმატებებს იზიარებენ და ერთმანეთს მუდმივად გვერდში უდგანან. ორივე იმდენად ნიჭიერი, პოზიტიური, ხალისინია, რომ მათ გვერდით ყოფნა სხვებზეც დადებითად და სასიამოვნოდ მოქმედებს. ცოტა ხნის წინ ოთო „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო მამაკაც მომღერლად დაასახელეს და მე მას კიდევ ერთხელ ვულოცავ.
ოთო ნემსაძე: ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამდენი კონკურსის, მთელი შემოქმედებითი წლების შემდეგ, საუკეთესო მამაკაც მომღერლად დაგასახელებენ. სხვა ეტაპზე გადადიხარ. საკუთარ თავს ტიტულებს არ ვაკლებ. ცოტა რთულია ეს, რადგან მომავალში უკვე საკუთარ თავს უნდა ვაჯობო.
– ახლა „გრემს“ თუ აიღებ და სოფო – „ოსკარს“.
– კლიპს გადავიღებ და „ოსკარი“ – ამას, მე კიდევ – „გრემი“.
– სოფო, როგორც ვხვდები, მუდმივად ოთოს გვერდით ხარ.
სოფო მეძმარიაშვილი: ერთი პერიოდი ყველგან დავყვებოდი,  ახლა – უფრო ნაკლებად. სადაც მუშაობს, იქ ვიჯექი ხოლმე პარასკევი-შაბათი-კვირა. რეპეტიციებზეც სულ დავყვები და რა თქმა უნდა, დაჯილდოების ცერემონიალზეც მის გვერდით ვიყავი.
ოთო: როგორ გამოტოვებდა შამპანურს.
სოფო: წითელ ხალიჩასა და შამპანურს... ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ოთოს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, იმ დარბაზში ოთოს მერე მე გამიხარდა ყველაზე მეტად.
ოთო: ძირითადად, მაშინ დამყვება და მოდის რეპეტიციებზე, როცა ძალიან ცხელა და ნაყინი უნდა.
სოფო: ეგეც და კიდევ, როცა ახალ სიმღერას გააკეთებენ მაშინ მივდივარ, რომ მოვისმინო. „თეატრალურში“ მუსიკისა და დრამის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. შესაბამისად, შემიძლია, ადამიანი შევაფასო სმენით მღერის, უსმენოდ, გემოვნებით თუ უგემოვნოდ.
– ოთო, შენც, ალბათ, დადიხარ სოფოს სპექტაკლებზე.
ოთო: ძალიან მაგარი სპექტაკლები აქვთ და მინდა, ამ თეატრში ბევრმა ადამიანმა იაროს. ბატონ სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლები არავის დატოვებს უემოციოდ. ადრეც დავდიოდი სპექტაკლებზე, მაგრამ ახლა უკვე ჩემი ცხოვრების ინტერესად იქცა და უფრო ხშირად ვარ იქ.
სოფო: რაც მთავარია, ვიბრუნებთ „გლობუსის“ შენობას და მალე გადავალთ. გარემონტდება და ოქტომბრიდან უკვე ჩვენი დასი იქ გადავა. ახლა ირანელი რეჟისორია ჩამოსული, რომელიც დგამს ძალიან საინტერესო სპექტაკლს და მთავარ როლს ვასრულებ. საკმაოდ მძიმე საყურებელია, რეპეტიციების დროსაც ისე ვიძაბები... შემოდგომაზე იქნება პრემიერა, იმედი მაქვს, უკვე გარემონტებულ „გლობუსში“.
– მომიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა.
– პირველ კურსზე ვიყავი. ერთ-ერთმა რეჟისორმა თავის საკურსო სპექტაკლში დამაკავა. პირველ კურსზე რომ სხვის საკურსო სპექტაკლში დაგაკავებენ, ეს ისეთი რამ არის... „დივა“ ვიყავი, ცხვირაწეული დავდიოდი „თეატრალურში“. ამ სპექტაკლში ოთოს უნდა ემღერა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე გავიცანი, მაგრამ მერე აორთქლდა – რაღაც პრობლემა ჰქონდა  და ვერ იმღერა. მის მაგივრად სხვა მომღერალმა იმღერა. იმის მერე 6 წელი გავიდა, იმდენი რამ შეიცვალა...
– ოთო, შენ გახსოვდა იმ სპექტაკლიდან სოფო?
სოფო: რას ვემახსოვრებოდი, იმის მერე შეცვლილი ვარ. მოკლედ, არ ვმალავ და ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული – აა, გაიგოს ყველამ! თან, ის პერიოდია – ოთოს „ჯეოსტარი“ აქვს მოგებული, თავში აქვს ავარდნილი... პირველკურსელ გოგოს შეხედავდა?! მეტი საქმე არ ჰქონდა.
ოთო: მერე თავიდან გავიცანით ერთმანეთი და ახლა ერთად ვართ.
სოფო: გაცნობის დღიდან ერთად ვართ.
ოთო: ერთი შეხედვით სიყვარული არ ვიცი, მაგრამ გულმა გული როცა იცნო... ჯერ მეგობრობა დავიწყეთ და მერე დაიწყო სიყვარულიც.
– სად აუხსენი სიყვარული?
– აბა, სად ვეტყოდი: მიყვარხარ-მეთქი, რა თქმა უნდა, გორში.
სოფო: გარემო კი არ შექმნა – მოიცა, სიომ დაუბეროს და მერე ვეტყვიო. აი, ეს ის არის, ეს ეს არის და უცებ – „მიყვარხარ“. წინასიტყვაობა არ გვქონოა: რა მინდა გითხრა და მიჭირს ამის თქმა...
– სოფო, შენც უთხარი იმ დღეს, რომ გიყვარდა?
სოფო: მე ხომ ქალი ვარ, უნდა გავიპრანჭო. ერთ კვირაში ვუთხარი: მეც-მეთქი. იმ დღესვე არაფერი მითქვამს.
ოთო: მითხრა კი არა, გაატარა საერთოდ. მაგრამ, სად წავიდოდა.
– დადებითი ენერგეტიკით, იუმორით ჰგავხართ ერთმანეთს.
სოფო: ერთმანეთის იუმორზე ვღადაობთ. ჩვენი ენა გვაქვს და იმ ენაზე ვსაუბრობთ. ოღონდ მე მოვიგონე.
ოთო:  მერე კი მე დავხვეწე, რადგან კონკრეტიკა არ ჰქონდა.
– ოთო, რა თვისებები მოგწონს ყველაზე მეტად სოფოში?
– ლამაზია და ძალიან კეთილი. ხელოვანი რომ არ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ცოტა შიზოიდია და მჭირდება ახლა ასეთი?! წყნარი, მშვიდი მინდა, რომ იყოს...
სოფო: მარსი რომ შევა „ლუნაში“, აი, მაშინ დავწყნარდები.
ოთო: მეც არანორმალური ვარ და მინდა, ახლა ასეთი?!
– სოფო, როგორც მსახიობს, გაქვს რაღაც მოთხოვნები, აკრძალვები?
სოფო: რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი მოთხოვნები. ამის გამო სულ მიწევდა რეჟისორებთან, მსახიობებთან კამათი: რანაირი მსახიობი ხარ, ამას ვერ იზამ, იმას ვერ იზამ... კომპლექსები გაქვთ. ვერ ვიზამ – არა, მაგრამ იმის გაკეთება, რაც რეალურად მიჭირს, სცენაზეც გამიჭირდება. ვიღაცამ შეიძლება, მითხრას: სცენაზე შეიძლება, კაცის მოკვლა მოგიწიოსო და ამას ცხოვრებაში ხომ არ აკეთებო. ამას ჩემს ფიზიკურ საქციელთან ხომ არ აქვს კავშირი, სცენაზე შინაგანად ვთამაშობ. მაგრამ, როცა ფიზიკურ შეხებაზე, სიშიშვლეზეა საუბარი, კომპლექსები მაქვს – ჩემს პროფესიაში ასე ეძახიან.
ოთო: ეს არ არის კომპლექსები, ვინც ამას კომპლექსს ეძახის, ის არის კომპლექსიანი. როცა არაფერში  ხარ შეზღუდული – შეზღუდული სწორი გაგებით, ამას ეძახიან უკომპლექსობას... არადა ეს არის კომპლექსი. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პრინციპები, რასაც არ გადავა. უპრინციპო ადამიანი ჩემ გვერდით არ არსებობს.
– რამე შეზღუდვებს ხომ არ უწესებ სოფოს?
სოფო: ჩოლკა არ შეიჭრაო, მეუბნება და შემოდგომაზე მაინც შევიჭრი.
– ეჭვიანები თუ ხართ?
ოთო: ძალიან ეჭვიანი ვარ. როცა გიყვარს, ეჭვიანიც იქნები. ოღონდ არ მაქვს საბაბი და შესაბამისად, არც გამოვხატავ.
სოფო: მეც ვარ ეჭვიანი, ოღონდ ოთოსავით არა.
ოთო: ვისზე უნდა ვიეჭვიანო, ორი თავი ხომ არ აქვს ვინმეს... ვიღაცამ შეხედოს და ისე შევხედავ, ცხოვრებაში სხვისთვის შეხედვა აღარ მოუნდება.
სოფო: ასეთი შემთხვევა არ ყოფილა: ვიღაცამ შემომხედა და ნუ უყურებო.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
ოთო: ყველაზე მაგარი ეტაპი გვაქვს. ყველაზე კარგი პერიოდი შეყვარებულობის პერიოდია.
სოფო: „ლოვეები“ ვართ.
– სოფო, ოთო რომანტიკულია?
– სერენადების მხრივ, არ არის რომანტიკული. მაგრამ, სიმღერის დროს ამის თვალებს რომ შეხედავ, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ რომანტიკული არ არის.
ოთო: რომ მოვიდე გიტარით და გიმღერო, ვის გავაკვირვებ.
სოფო: მაშინ, მოდი და იცეკვე „ტანეც ჟივატა“. ქალთა დღეები, დაბადების დღეები იცის, არ ეშლება. დაბადების დღეზე დიდი სიურპრიზი გავუკეთე და არ ყვება. ერთი თვე ვგეგმავდით და მივედით. ტორტი დაჭრა, რომელზეც თვითონ ეხატა. მერე დავსვით სკამზე და ყველამ დავასაჩუქრეთ. მის კოლეგებს მისალოცი ვიდეოები გავაკეთებინე, კოლაჟი ავაწყვე და ისიც ვაყურებინე.
ოთო: მე უფრო კონკრეტული რაღაცეების კეთება მიყვარს. რაც ძალიან გამოადგება ცხოვრებაში, ისეთ რამეს ვაჩუქებ ხოლმე.
– თუ აპირებთ ჯვრისწერას, დაქორწინებას?
– ჯერ არ ვფიქრობთ ამაზე... ან რატომ უნდა ვიფიქროთ, ყველაფერი თავისით მოვა.

скачать dle 11.3