კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აღუძრას გოგონამ გიგი ადამაშვილს ინტერესი და რა ცხოვრება და იმედგაცრუებები აქვს მას გავლილი

გიგი ადამაშვილი მთელი „X ფაქტორის“ განმავლობაში ერთ-ერთი ფავორიტი იყო. მან პირველივე შესრულებით შეძლო მაყურებლის მოხიბვლა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც ისე დიდია, ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება ჰქონია, რაც სტიმულსა და ბრძოლის ჟინს ჰმატებს.
გიგი ადამაშვილი: საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამხელა პროექტის ფინალისტი გავხდებოდი (ინტერვიუ ჩაწერილია 30 ივნისს – ავტორი). „X ფაქტორში“ რომ მივედი, ჩემი მიზანი იყო ლაივ-შოუებში მაინც მიმეღო მონაწილეობა, რადგან ძალიან კარგი კონცერტებია. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი უფრო კარგად განვითარდა. იყო ცუდი და კარგი მომენტებიც და საბოლოო ჯამში, მივედი ფინალამდე.
– ბოლო ორი ლაივის განმავლობაში პირველ ადგილზე იყავი.
– ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, ის, რომ ხალხს თავი მოაწონო და შენს ნომერზე  დარეკონ, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. შესაბამისად, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. რაც მთავარია, მე ვარ ის, რაც სინამდვილეში ვარ და ხალხს ეს მოსწონს. ამიტომ, მე მყავდა ყველაზე მაგარი გულშემატკივარი.
– როცა წარმატებას აღწევ და კარგ შეფასებას იღებ, ეს უფრო მეტი ბრძოლის ჟინს გძენს, თუ თავს მოდუნების უფლებას აძლევ, თუნდაც გარკვეული პერიოდით?
– არა, როცა ლიდერი ხარ, უნდა იმღერო, როგორც ლიდერმა. მაგრამ, როცა აუტსაიდერი ხარ, უნდა დაამტკიცო, რომ ამას არ იმსახურებდი. ეს ჩვეულებრივი თამაშია, რომელიც სწორად უნდა ითამაშო. ამ დროს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ თავს. ვერ მოდუნდები, არ აქვს აზრი, რადგან 24-საათიან რეჟიმში ვართ. ზოგადად, ყველაფერში ზარმაცი ვარ, ჩემი საქმის გარდა: სწავლაში, პურის ამოტანაში... ოჯახშიც დიდად არაფერს მავალებენ, თან, ძალიან ძმაკაცური ოჯახი გვაქვს.
–  როდის ხარ შენი თავით კმაყოფილი?
– ხანდახან მეუფლება თვითკმაყოფილების შეგრძნება, რადგან, როგორც იტყვიან, ყოველთვის რქებით გამქონდა თავი. ბევრჯერ არ გამიმართლა. 17 წლის კი ვარ, მაგრამ ბევრი იმედგაცრუება ვნახე. იყო ისეთი მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ დამთავრდა ჩემი პროექტები, ამბები... ერთხელ ვთქვი კიდეც: ხომ არ გავჩერდე?! მაგრამ მეორე დღეს თვითონვე ვუთხარი თავს უარი, დავაძალე, რომ კიდევ ერთხელ მეცადა! ვცადე და ახლა ფინალში ვარ, საკუთარი თავის პატრონი ხომ შენვე ხარ! წერდნენ ვიღაცეები: მერამდენე პროექტში უნდა მიიღოს მონაწილეობაო. კი, მივიღე რამდენიმეში, სულ 4 იყო. ერთ პროექტში მეორე ადგილზე გავედი. იმდენჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას, რომ „X ფაქტორშიც“ აღარ მინდოდა გამოსვლა. მაგრამ ვთქვი: გიგი, რას კარგავ-მეთქი და კარგადაც მოვიქეცი.
– პროექტების გარდა, შენს ასაკში სხვა რა იმედგაგაცრუება გქონია?
–  ძირითადად, პროექტებს ეხებოდა. არ მიმართლებდა, ზოგჯერ სულ ცოტა მაკლდებოდა გამარჯვებამდე და ეს ძალიან რთულია. მერე უკვე იღლები, „X ფაქტორის“ რეკლამა რომ გავიდა, ვთქვი: არ მინდა, აღარ შემიძლიხართ-მეთქი.  მაგრამ, ბოლოს რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი.
–  თვითკრიტიკულიც ხარ?
–  ჩემი არცერთი გამოსვლა არ იმსახურებს 100-პროცენტიან მოწონებას. ყველა მომღერალი საერთოდ ასეა – არ მოსწონთ, კომპლექსები ჩნდება...
–  საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკული ხარ?
–  საკუთარი გარეგნობის მიმართ არ ვარ კრიტიკული და ამ მხრივ არც კომპლექსები მაქვს. ერთადერთი, ცოტა ღიპი ვერ დავიგდე. კომპლექსიანი ტიპი ვარ – ვაღიარებ, თუმცა მეტ-ნაკლებად. ურთიერთობაში გახსნილი ვარ, არ მიყვარს შებოჭილობა. კომპლექსებიც უფრო წვრილმანებში მაქვს. მაგალითად, წითელ-ყვითელ კოსტიუმს ვერ ჩავაცვამ. ყვითელი კოსტუმი რომ ჩავიცვა წითელ შარვალზე, ცოტა მეკომპლექსება. გიგი აღარ ვიქნები – ასე მგონია. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა ასეთი ჩაცმულობა, რომ გამოგკვეთოს. მაგრამ, თუ ჩემს გემოვნებაში არ ზის, ძალით ვერ მაცმევენ და ამაზე ცოტა ომი გვაქვს ხოლმე. თუმცა, კარგი დიზაინერი გვყავს და ყველაფერზე ვთანხმდებით. ზოგადად, ცხოვრებაში ძალით არ შემიძლია რამე გავაკეთო. თუ მე არ მომწონს რაღაც და ცუდია, იქვე ვსვამ წერტილს და ვამთავრებ.
– როგორი ბიჭია გიგი?
– მიყვარს ჩემი საქმე, მუსიკა და სხვა რაღაცეები არ მაინტერესებს. თუმცა, ბევრი რამ გამივლია. ფერადი მაისურით გამოვდივარ და საყვარელი ბიჭი ვარ – მთლად ასეც არ არის. საყვარელი ვარ, მაგრამ საშინლად მძიმე ხასიათი მაქვს. კამათშიც სულ ვცდილობ, მართალი გამოვჩნდე. თუმცა, უკან დახევა შემიძლია, მაგრამ ზოგჯერ ისე გამოდის, სხვები იხევენ.
–  ბევრი რამ მაქვს გავლილიო და რა გაიარე?
– ყველაფერი, რაც შეიძლება ბიჭმა გაიაროს – ქუჩაში დგომაც, ჩხუბიც. ერთადერთი, ნარკოტიები მეზიზღება, „პლანიც“. არ ვეწევი, არ მომწონს და მორჩა. მიჩხუბია, საქმეც გამირჩევია, ბირჟაც გამიმაგრებია. ეს ყველაფერი ნორმალური პროცესია – ცხოვრებისეული, რომელსაც ყველა ბიჭი გადის.
–  შენთვის სიყვარული თუ ჰგავს რომელიმე მუსიკალურ ჟანრს?
– ჩემი სიყვარული იქნება ძალიან შემდგარი, მარტივი, აკუსტიკური ჟანრივით – მსუყე და შინაგანი სტრუქტურით სავსე. ეს აკუსტიკურ მუსიკას ახასიათებს – მინიმალური აკომპანემენტი, რომელიც ძალიან ავსებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მეორე ნახევარი მეყოლება. თუ არ იქნება სხვებისთვის საოცარი სილამაზის, ჩემთვის იქნება ძალიან ლამაზი, საინტერესო და შემდგარი. სილამაზის სტანდარტები არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, ქალი აზროვნებდეს, შინაგანად საინტერესო იყოს, ჩემში იწვევდეს ყველანაირ ინტერესს. მე მიყვარს შემდგარი ქალები, შემდგარი პიროვნება. ინტერესის აღძვრაც თავისით ხდება. შეიძლება, რაღაც მარტივად გააკეთოს და ამით მომხიბლოს, დამაინტერესოს. ჯერ არ შემხვედრია ასეთი ქალი. საინტერესო ქალი კი შემხვედრია, მაგრამ მერე გამქრალა ეს ემოცია. იმიტომ რომ, ურთიერთობა რაღაც ერთფეროვნებაში, სიმარტივეში გადადის და ეს სიმარტივე არ მხიბლავს, მბეზრდება. ალბათ, შინაგანად უნდა დაგარტყას, რომ გაგიჟდე. გელა ჩარკვიანი ხომ ამბობს: სიყვარული სიგიჟეაო და ვეთანხმები. მეც სიგიჟე მგონია. თუ არ გავგიჟდი და არ გადამეკეტა, უბრალოდ, არ შემიყვარდება. მაშინ უაზროდ უნდა ატარო ეს ურთიერთობა, რაც საბოლოოდ, დასრულდება. მოკლედ, უნდა გავგიჟდეთ ორივე.
– როგორ ამთავრებ ხოლმე ურთიერთობას?
– მე არასდროს ვყოფილვარ ქალთან ისე, რომ  – ნახვამდის და მორჩა. ყოველთვის ვსაუბრობთ. ვიწყებ ლაპარაკს: ეს ასე არ გამოდის, არ გამოგვდის ურთიერთობა და მოდი, მშვიდობიანად დავამთავროთ. რაც იყო, სასიამოვნო იყო-მეთქი. მისი მხრიდანაც, ჩვეულებრივ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. მასაც შეიძლება, მობეზრდეს გიგი.
– „ბაბნიკი“ ხარ?
– ძალიან „ბაბნიკი“ ვარ. თუმცა, თუ „ბაბნიკი“ იმას ნიშნავს, რომ ყველა გოგო უნდა „დაკეროს“, არა. უბრალოდ, ფლირტაობა მიყვარს ძალიან, თუმცა ვის არ უყვარს ფლირტი.

скачать dle 11.3