კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თქვენი „გემრიელი“ ხასიათი

ეს ტესტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ საკუთარ ხასიათს საკმაოდ კარგად გაიგებთ, უბრალოდ, დაფიქრდით და თქვით, რომელია თქვენი საყვარელი ხილი... თუნდაც დესერტზე.
კავშირი საყვარელ ხილსა და ადამიანის ხასიათს შორის ნამდვილად არსებობს.
თუ თქვენ გიყვართ:
ფორთოხალი, ესე იგი, ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ხართ. გარშემო მყოფების ყურადღებას ეგრევე იპყრობთ. საპირისპირო სქესთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. იზიდავთ მათ და თქვენ მიმართ კეთილად განაწყობთ, მაგრამ არც განშორება გიჭირთ. სხვათა შორის, იტალიელები ფორთოხალს „სიყვარულის ვაშლს“ ეძახიან.
მსხალი უყვართ ოპტიმისტ ადამიანებს. მათ გვერდით არასოდეს მოიწყენთ. მათთან ყოველთვის რაღაც ხდება – საინტერესო და უჩვეულო. ისინი ერთგული ადამიანები და კარგი მეგობრები არიან. დაუძახებთ საშველად?! – წამში თქვენ გვერდით გაჩნდებიან.
ვაშლის მოყვარული ბრძანდებით? ესე იგი, კონსერვატორული შეხედულებები გაქვთ. ძნელად ეგუებით ცვლილებებსა და პროგრესს. გიყვართ ძველი, ანტიკვარული ნივთები. თქვენი ცხოვრებისეული კრედოა: „გამოცდილი, ძველი უკეთესია ახალზე!“ თამამი ექსპერიმენტები თქვენთვის არ არის.
მარწყვის სიყვარული ახასიათებთ ეჭვიან ადამიანებს. მათ უყვართ ხმაურიანი კამპანიები, წვეულებები და გართობა. ადამიანებთან ურთიერთობა გამოსდით და ამით სარგებლობენ კიდეც. უყვართ ფლირტიც, რაც ზოგჯერ პრობლემებს უქმნით – მაგალითად, ხშირად აქვთ სკანდალები.
ბალი – ეს ხილი უყვართ რბილი და დამთმობი ხასიათის ადამიანებს, რომლებიც სიკეთით სავსენი და ხელგაშლილები არიან. შეუძლიათ მსხვერპლის გაღება არცთუ ძვირფასი ადამიანისთვის. ისინი სულით ისევ ბავშვები არიან – უყვართ პატარ-პატარა სიურპრიზები, ცელქობა და შეცდომებსაც ბავშვურად, უნებლიეთ უშვებენ. მათზე დიდხანს ვერ გაბრაზდებით.

скачать dle 11.3