კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია წინაპრების გენი ჩვენს იღბალთან

თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალზე დიდი გავლენა აქვს ჩვენივე წინაპრების კერძოდ კი, შვიდი თობის წინაპრების გენეტიკას. ასტროლოგიური კუთხით, თითოეულ თაობას ჩვენს მიმართ გარკვეული მიზანი აქვს.
ჩვენ პირველი თაობა ვართ. ეს არის კავშირი წარსულსა და მომავალს შორის. აქედან გამომდინარე, უნდა აღვნიშნოთ, რომ იღბალს, ცხოვრების გზასა და პიროვნულ თვისებებს მზე განაგებს.
მშობლები მეორე თაობაა. მათგან ეყრება საფუძველი ჩვენს პრობლემათა არჩევანს, სოციალურ ადაპტაციას, პარტნიორებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტერეოტიპებს. სწორედ მშობლები ქმნიან თანდაყოლილი ავადმყოფობების გამოვლენა-არგამოვლენის უმთავრეს პირობებს. თუ ჩვენს ცხოვრებაზე მთვარის ფაზები ახდენს დიდ გავლენას, მაშინ, შესაძლოა, ერთ-ერთი მშობლის შტო ან გათიშული იყოს, ან მხოლოდ მცირე გავლენას ახდენდეს. მაგრამ, სწორედ მთვარეა შთამომავლობის ძირითადი თვისებების მატარებელი და გადამცემი. ასე რომ, ადამიანის ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწორედ მშობლები აყალიბებენ. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ რომელიმე მშობელთან განსაკუთრებული ფიზიკური მსგავსება ყოველთვის როდი განსაზღვრავს ამ მშობლის შთამომავლობითი შტოს დომინირებას. ამიტომ, ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ჰგავდეს ერთ მშობელს, მაგრამ შთამომავლობითი თვისებები უფრო მეტად მეორე მშობლისგან გადაეცეს. მთვარე ჩვენი და ჩვენი მშობლების ურთიერთდამოკიდებულების განმსაზღვრელი პლანეტაა.
ბებია და ბაბუა მესამე თაობაა. მათგან გადმოგვეცემა შინაგანი ნიჭი და უნარები, ასევე, გენეტიკური ნაკლოვანებები. მათი გავლენა კი განისაზღვრება პლანეტა მერკურის მეშვეობით. ყველა უნდა ეცადოს, მჭიდრო კავშირი დაამყაროს შვილიშვილებთან, რადგან სწორედ ეს მესამე შტო განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას გარე სამყაროსთან, ხალხთან და ასე შემდეგ.
დიდი ბაბუა და ბებია მეოთხე თაობაა. ისინი ადამიანს აძლევენ იმუნიტეტსა და სწორი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობებს, ან, პირიქით – ტოვებენ მის გარეშე. მეოთხე თაობა დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. ისინი იმ გეოგრაფიულ მიმართულებასაც კი განსაზღვრავენ, სადაც, შესაძლოა, ცხოვრობდეს ჩვენი მომავალი მეორე ნახევარი. ამ პროცესებს კი განაგებს სიყვარულის პლანეტა – ვენერა.
მეხუთე თაობა თექვსმეტი წინაპრისგან შედგება და ისინი ჩვენი მოსამართლენი არიან. სწორედ მათი მეშვეობით ვლინდება და ხორციელდება კოსმიური კანონები, რომელთა მიხედვით ან ვისჯებით, ან ვჯილდოვდებით განგების მიერ. მეხუთე შტოს განაგებს პლანეტა მარსი. ის გადმოგვცემს ამტანობასა და ნებისყოფას; ასევე, თავის გადარჩენის უნარს და აზრის გატანას. წინაპართა ამ შტოს ცოდვებმა, შესაძლოა, ცხოვრებაში მძიმე ექსტრემალური სიტუაციები შეგვიქმნას.
მეექვსე თაობა 32 წინაპრისგან შედგება. ისინი ღვთიური მადლის მქონე წინაპრები არიან. მათთან კავშირს აყალიბებს პლანეტა იუპიტერი. მათი მეშვეობით ხდება ძალაუფლებისა და მატერიალური კეთილდღეობის რეალიზება.
მეშვიდე თაობა კი 64 წინაპარია. სწორედ მეშვიდე თაობამდეა შეარჩუნებული წინაპართა გენი. გენეტიკის თვალსაზრისით, ეს თაობა შეესაბამება ცილების წარმომქმნელ ამინომჟავებს. შესაბამისად, ცხოვრების მეგზურის შერჩევისას, აუცილებელია საკუთარი და რჩეულის წინაპართა ცოდნა, რათა მომავალ მეუღლესთან არ გაკავშირებდეთ საერთო გენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაობებს სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. მეშვიდე თაობა განსაკუთრებულ მონაწილეობას იღებს ჩვენი ბედ-იღბლის ფორმირებაში. ის ჩვენი იღბლიანობის საფუძველია. მათი მეშვეობით ჩვენ გადმოგვეცემა სიკეთისა და ბოროტების შემეცნებისა და გარჩევის უნარი. მათთან კავშირის გასაანალიზებლად ჩვენს პირად ჰოროსკოპში ყურადღება უნდა მივაქციოთ პლანეტა სატურნსა და მის ზეგავლენას. მეშვიდე თაობის პირველსაწყისი ცოდვების გამო საზღაური მხოლოდ ჩვენ მოგვეთხოვება.

скачать dle 11.3