კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ოჰ, ეს მამაკაცური ლოგიკა!


არასოდეს შეეკამათო ქალს
ქალი ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს.
ზოგჯერ ქალი ამბობს ერთს, მაგრამ მამაკაცი იგებს მეორეს.
ქალები სასარგებლო რჩევებს გაძლევენ, კარგად უსმინეთ მათ.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ყველაფერი უნდა გაუნაწილოს.
მამაკაცები, უბრალოდ, ბედნიერი ხალხია.
ფული
კაცი იხდის 2 ლარს 1-ლარიან რაღაცაში, რომელიც სჭირდება.
ქალი იხდის 1 ლარს 2-ლარიან რაღაცაში, რომელიც არ სჭირდება, მაგრამ, სეილია და, ხომ უნდა იყიდოს?!
არგუმენტები
ქალს ყოველთვის აქვს უკანასკნელი სიტყვა არგუმენტად.
კაცმა რაც არ უნდა თქვას, ეს სიტყვა მაინც ხდება შემდეგი არგუმენტის საწყისი.
მომავალი
ქალი დარდობს მომავალზე, სანამ გათხოვდება.
კაცი სულაც არ წუხს მომავალზე, სანამ ცოლს არ შეირთავს.
წარმატება
წარმატებული კაცი ისაა, ვინც იმდენ ფულს შოულობს, რამდენსაც მისი ცოლი ვერ ხარჯავს.
წარმატებული ქალი ისაა, ვინც ასეთ კაცს პოულობს.
ქორწინება
ქალი ქორწინდება კაცზე, რომელზეც ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში მის შეცვლას შეძლებს, მაგრამ ასე არ ხდება.
კაცი ქორწინდება ქალზე, რომლის შეცვლა არ უნდა, მაგრამ ის მაინც იცვლება.
ბუნებრიობა
კაცი ისეთივე იღვიძებს დილას, როგორიც წინა ღამეს დაწვა.
ქალი ღამის განმავლობაში ,,წახდება” ხოლმე.
და, საბოლოოდ, ერთი მნიშვნელოვანი სწავლება: დაქორწინებულმა კაცებმა უნდა დაივიწყონ თავიანთი შეცდომები – რა საჭიროა, ორ ადამიანს ახსოვდეს ერთი და იგივე რამ?!
ფრთხილად იყავით, სანამ უმადურობას გამოავლენთ!

შეცდომა რომ არ
 დაუშვათ...

ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ ოფიციალურად დაკანონებული ქორწინება მათ სამუდამოდ შეუნარჩუნებს ქმარს, მაგრამ, ცდებიან. საბუთი ვერასოდეს იქნება დაცვის ეფექტური მექანიზმი. იდეალური ურთიერთობაც უფრო პირობითია, ვიდრე რეალური. „იდეალურმა“ ქმარმაც შეიძლება გიღალატოთ, თუკი ურთიერთობაში ორივე დაუშვებთ შეცდომებს. მთავარი შეცდომა სწორედ ის სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა, რომელსაც ურთიერთობის გაოფიციალურება გვიქმნის.  მიეშვები? მიუშვებ? – დაიღუპები... თუმცა არც მისი მარწუხებში მოქცევა ვარგა. შეცდომა რომ არ დაუშვათ, იდეალური, ოქროს შუალედი უნდა იპოვოთ.
არ შეიძლება, აგრეთვე, ჩხუბისა და კამათის საგნად იქცეს ნებისმიერი თემა, რომელიც ოჯახში წამოიჭრება: დასვენების დღეების გატარება, საყიდლებზე წასვლა, გართობა, შვებულება – ამ ყველაფერმა, შესაძლოა, კრიზისამდე მიგიყვანოთ...
როცა არანაირი სამხილი არ გაქვთ, ქმარს ღალატში ნუ დაადანაშაულებთ. რატომ უნდა ატეხოთ ქარიშხალი ჭიქაში?! არ დაიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცას, შეიძლება,  მოეწონოს ან არ მოეწონოს ვინმე; ან, დაიწყონ ფლირტი და უფრო ღრმადაც „შეტოპონ“. ამის მაგივრად, დააკვირდით მეუღლეს და კარგად გაიცანით ის: თუ სტაბილურობის მოყვარულია, თუ ტყუილის თქმა არ ეხერხება, თუ ზარმაცია ურთიერთობაში და ძირითადად ტელევიზორის წინ ჯდომა ურჩევნია, საეჭვიანო არაფერი გაქვთ. ცოლ-ქმარს შორის კრიზისი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ღალატი საერთოდ არაფერ შუაში იყოს. კრიზისი ერთობლივი ძალისხმევით გადაილახება და დაიძლევა, მთავარია, შეცდომა არ დაუშვათ.

კრიზისი  გაივლის

მამაკაცების საქციელი ხშირად გვიჩენს ეჭვებს. ცოლები ნერვიულობენ – ხომ არ გაიჩინა მათმა ქმარმა საყვარელი... თუმცა, მამაკაცის უცნაური საქციელის მიზეზი ყოველთვის ღალატი არ არის, მით უფრო, თუკი მისი ასაკი 35 წელს ზემოთაა – ამ პერიოდში კაცებს პირადი კრიზისი ეწყებათ ხოლმე. მამაკაცი წარმატებულიც არის, საყვარელი საქმეც აქვს, ფულიც, მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ ბედნიერი მაინც არ არის. დეპრესიულია, გაღიზიანებული, ნერვიული, თითქოს აღარაფერი უხარია, უკმაყოფილოა საკუთარი თავით... ასეთ დროს მისი ღალატში დადანაშაულება, ჩხუბი და აყალმაყალი მის მდგომარეობას უარესად დაამძიმებს, რაც თქვენზეც აუცილებლად აისახება. სხვათა შორის, ამ მდგომარეობის მიზეზი ხშირად კაცმა თავადაც არ იცის. დაელაპარაკეთ მას გულთბილად, მოუსმინეთ ყურადღებით, ნაკლებად ეჩხუბეთ და ეკამათეთ. ნურც იმის გამორკვევას დაიწყებთ, ისევ ძველებურად უყვარხართ თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია, მამაკაცმა დაინახოს, რომ გჭირდებათ, რომ ის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რომლის გვერდში დგომაც სულ გსურთ. თუ ქორწინება და ამ ადამიანის შენარჩუნება გინდათ, ასე უნდა მოიქცეთ.

ისეთი, როგორიც
 არის

ქალები ხშირად წუწუნებენ, რომ მეუღლე არ ეხმარებათ. თუმცა, როცა მამაკაცი ინიციატივას იჩენს და სამზარეულოში შესვლას გადაწყვეტს, პრობლემა მაშინვე იჩენს თავს. რა პრობლემა?! კაცი ისე ვერ აკეთებს საქმეს, როგორც ქალს უნდა და ის ისევ უკმაყოფილოა. მამაკაცი იბნევა და ბრაზობს – ვერ გაუგია, რა უნდა მის ჭირვეულ მეორე ნახევარს.
მაგალითად, ქმარმა გადაწყვიტა, მოგეხმაროთ – აიღო დანა და კარტოფილი გათალა. ნაფცქვენები მაგიდაზე დაყარა ან, უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივ გადაყარა. ქალი ამის შემხედვარე ცოფებს ყრის. მაშინ, როცა მამაკაცი შექებას ელოდა, სანაცვლოდ საყვედურებს იღებს. ნუ გექნებათ იმედი, მეორედაც გააკეთოს იგივე; ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ის ისეთია, როგორიც არის და ნუ ეცდებით, თქვენსავით იფიქროს და მოიქცეს...
ანუ, არ გადააგდებს მანდარინის ნაფცქვენს ურნაში – დატოვებს ხილის კალათაში ან მაგიდაზე; თუ თავის თეფშს აიღებს მაგიდიდან და სარეცხ ნიჟარაში ჩადებს, სუფრაზე დარჩენილ ნამცეცებს ყურადღებას არ მიაქცევს – იმიტომ არა, რომ თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა უნდა, უბრალოდ, ასეთია და კიდევ ბევრი მამაკაცია მისი მსგავსი. თუ გინდათ, ნერვები ნაკლებად მოგეშალოთ და კონფლიქტები აირიდოთ თავიდან, მიიღეთ ეს მოცემულობად. შეიძლება, ვერ შეეგუოთ ოთახში უწესრიგოდ მიმოფანტულ მის წინდებს, მაგრამ, სანამ ყვირილს დაიწყებთ, დაფიქრდით, რა ჯობია – წინდები აღარ ეყაროს და მარტო იყოთ, თუ დაიხაროთ და ჩუმად აიღოთ წინდები იატაკიდან. ეს თქვენი გადასაწყვეტია – მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გექნებათ თუ არა სიმშვიდე ოჯახში.

скачать dle 11.3