კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

წმიდა სწავლებანი

წმიდანები
ხატებზე გამოსახულნი არიან წმიდა, ღვთისმოსავი ადამიანები. ასე ეწოდებათ მათ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ დედამიწაზე. თავიანთი უმწიკვლო ცხოვრებით მოიგეს უფლის გული და ამჟამად იმყოფებიან ზეცაში, ღმერთთან. ლოცულობენ ჩვენთვის და მათი შემწეობით მაცხოვარი გვეხმარება ჩვენ – დედამიწაზე მცხოვრებთ.
წმიდანებად იწოდებიან: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, მღვდელმთავრები, ღირსი და ღმერთშემოსილი მამები, ნეტარი და მართალი ადამიანები.
წინასწარმეტყველებს ვუწოდებთ ისეთ წმიდანებს, რომლებიც სულიწმიდის შთაგონებით წინასწარმეტყველებდნენ მომავალს, უმეტესად, დედამიწაზე მაცხოვრის მოვლინების შესახებ. წინასწარმეტყველები ცხოვრობდნენ ქრისტეს შობამდე.
მოციქულები იესო ქრისტეს უახლოესი მოწაფეები იყვნენ, რომელთაც ის საქადაგებლად აგზავნიდა ჯერ კიდევ თავისი მიწიერი ცხოვრების დროს. მაცხოვრის აღდგომის ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმიდა და მათ დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ქვეყანაში. თავდაპირველად, ისინი თორმეტნი იყვნენ, შემდეგ კი მათი რიცხვი სამოცდაათამდე (და მეტადაც) გაიზარდა. მთავარ მოციქულებად, პირველ მღვდელმთავრებად იწოდებიან მოციქულები – პეტრე და პავლე, ვინაიდან მათ მიუძღვით ყველაზე დიდი წვლილი ქრისტიანული რწმენის გავრცელებაში.
მახარებლებს უწოდებენ ოთხ მოციქულს: მათეს, მარკოზს, ლუკასა და იოანე ღვთისმეტყველს, რომელთაც დაწერეს სახარება.
მოციქულთასწორს უწოდებენ წმიდანებს, რომლებიც მოციქულთა მსგავსად, ავრცელებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ასე ეწოდება წმიდა ნინოს, საქართველოს განმანათლებელს.
მოწამეები წმიდა ადამიანები არიან, რომლებმაც აიტანეს ენით უთქმელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტეს რწმენისთვის. ტანჯვა-წამებას გადარჩენილთ და ჩვეულებრივი სიკვდილით გარდაცვალებულთ აღმსარებლები ეწოდებათ.
პირველმოწამეებად ითვლებიან ქრისტესთვის წამებულთა შორის პირველები: მაგალითად, პირველდიაკვანი სტეფანე და წმიდა თეკლე.
დიდმოწამეებს უწოდებენ რწმენისთვის განსაკუთრებით მძიმე ტანჯვა-წამებით გარდაცვლილებს. მაგალითად: წმიდა დიდმოწამე გიორგი, წმიდა დიდმოწამე ბარბარე, ეკატერინე და სხვა.
მღვდელმთავრებს: ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირს უწოდებენ სამყაროს მოძღვრებს, ანუ მთელი ქრისტიანული ეკლესიის მასწავლებლებს.
ღირსი მამები – წმიდა ღვთისმოსავი, ღვთისმორწმუნე ადამიანები არიან, რომლებიც განუდგნენ საერო, საზოგადოებრივ ცხოვრებას, შეინახეს უმანკოება (არ დაქორწინებულან), ლოცვითა და მარხვით ცხოვრობდნენ უდაბნოებში და მონასტრებში. მაგალითად: შიო მღვიმელი, ატონ მარტყოფელი.
ღვთისმოსავთ, მართალთ უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვენსავით ერში ცხოვრობდნენ, ჰყავდათ ოჯახი, როგორც წმიდა ღვთისმოსავ იოაკიმესა და ანას, მარიამ ღვთისმშობლის მშობლებს, მაგრამ თავიანთი წმიდა, მართალი ცხოვრებით უფლის გული მოიგეს და მის სიყვარულში გაატარეს მთელი სიცოცხლე.

წმიდა მთავარანგელოზები
წმიდა დიონისე არეოპაგელის თქმით, მთავარანგელოზნი ცხრა რანგისანი არიან. ანგელოზთა რიცხვი, საერთოდ, ძალიან დიდია. დიონისე არეოპაგელმა მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან:
მთავარანგელოზი მიქაელი: მძლეველი ყველა მტრული ძალების, დამცველი ყოველგვარი უბედურებისგან, მწუხარებისა და ბოროტი ცოდვებისგან.
მთავარანგელოზი გაბრიელი: სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.
მთავარანგელოზი რაფაელი: ავადმყოფობის მკურნალი და გზაზე დამყენებელი.
მთავარანგელოზი ურიელი: აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა.
მთავარანგელოზი იეგუდიელი: მფარველი მოგზაურობისას, გაჭირვებულთა დამხმარე.
მთავარანგელოზი ვარახიელი: მიმცემი და შუამავალი ღმრთის სიკეთისა, მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმიდისა.
მთავარანგელოზი სელაფიელი: მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისთვის.
მთავარანგელოზი იერომიელი: ღმრთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი.
მთავარანგელოზი ტახნილი: დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.
მართლმადიდებელი ეკლესია (8) 21 ნოემბერს მოიხსენიებს კრებას წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.

скачать dle 11.3