კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რა შემოსავალი მოუტანა აწ უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს კანადაში სალექტორო საქმიანობამ

თუმცა გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე იყო, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც შემოგთავაზეთ, ამ კვირაში იგივე თანამდებობა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის აწ უკვე ყოფილ მოადგილეს, ანა დოლიძეს შესთავაზა. ეს უკანასკნელიც დათანხმდა, დიდი პატივიაო. საინტერესო ისაა, რომ ქ-ნმა დოლიძემ უცნაურად ოპერატიულად დატოვა თავდაცვის სამინისტრო და მაშინვე დაიწყო მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შესაბამისად, ამჟამად უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, 1979 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო (დაამთავრა 2002 წელს). შემდეგ სწავლა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და 2004 წელს საერთაშორისო სამართალში სამართლის მაგისტრის წოდებაც მოიპოვა. 2013 წელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორიც გახდა – ოკეანის გაღმა, კერძოდ, კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წყალობით (აშშ).
მისი სამუშაო ბიოგრაფია 2000 წელს დაიწყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც ის 2001 წლის სექტემბრამდე იურისტის თანაშემწედ მუშაობდა. 2001 წლის სექტემბრიდან 2002 წლის მაისამდე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ტექნიკური დახმარების და დაფინანსების პროგრამის ასისტენტი იყო; 2002-2003 წლებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვის პროგრამის თანამშრომელი. თუმცა 2004 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც გახდა (2006 წლამდე). 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში Stichting Russian Justice Initiative-ს კონსულტანტად მუშაობდა; 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე – ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის (Human Rights Watch) მკვლევრად; ამის პარალელურად, 2007-2008 წლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორად მუშაობდა; 2009-2012 წლებში მადრიდის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს; 2010-2011 წლებში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იყო. 2013-2015 წლებში დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობდა. ხოლო 2015 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. სულ ახლახან კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა.
ქ-ნი დოლიძის მიერ ჯერჯერობით პირველად და ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო. ოჯახის წევრებად მიუთითა: 2007 წელს ნიუ-იორკში დაბადებული შვილი ანდრია და 1969 წელს დაბადებული  მეუღლე – ირაკლი კაკაბაძე.
ანა დოლიძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიდ დიღომში (80 კვ. მ. ფართობის) და 2013 წლის ავტომანქანა „კი რიო“ (რომელიც 2013 წელს შეუძენია 16 000 კანადურ დოლარად). ირაკლი კაკაბაძეს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე (140 კვ. მ. ფართობის).
ანა დოლიძეს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე იმხანად 40 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, კანადური ბანკის საკრედიტო ანგარიშებზე კი – 22 000 კანადური დოლარი.
2014 წლის განმავლობაში ანა დოლიძეს სალექტორო საქმიანობამ 102 500 კანადური დოლარი მოუტანა, ირაკლი კაკაბაძეს კი განდის ფონდში მუშაობამ (კოორდინაცია, ლექციების წაკითხვა) – 20 000 ლარი.
რაც შეეხება გასავლებს: ანა დოლიძეს 2014 წელს ბინის ქირად 19 800 კანადური დოლარი გადაუხდია, ნივთების გადაზიდვაში – 3 500 კანადური დოლარი, ხოლო შვილის მუსიკალურ განათლებაში – 3 000 კანადური დოლარი. როდესაც ის მორიგ დეკლარაციას შეავსებს, შევიტყობთ, თუ რა ანაზღაურებას იღებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თუმცა მანამდე ვიცით, რომ, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სავარაუდოდ, წლიურ 70 000 ლარს უნდა დასჯერდეს.

скачать dle 11.3