კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ემოცია VS რაციო

„ცოლ-ქმრის“ ჩხუბი

მაშინ, როდესაც გასულ კვირას თურქეთს დიდი უბედურება ეწვია (მთელი გულით ვუსამძიმრებთ!), თურქეთის პრეზიდენტმა რუსი კოლეგის გულისკენ მიმავალი ბილიკიც გაჭრა. მართალია, ჩვენი საზოგადოება დიდხანს ბჭობდა, მოუხადა თუ არა ბოდიში ბ-ნმა ერდოღანმა პრ. პუტინს (თითქოს ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?!), რაც მთავარია, რუსეთის თავკაცმა ბოდიში თუ სამძიმარი მიიღო და თურქეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაც ბრძანა.
უფრო მეტიც, იმ ვლ. ჟირინოვსკიმ, რომელიც სულ ახლახან თურქეთის ნაცარტუტად ქცევის ინიციატივით გამოდიოდა, განაცხადა (მომყავს ციტატა): „მომავალში თურქეთი რუსეთისთვის იმაზე ახლობელი გახდება, ვიდრე ბელორუსია, ყირგიზეთი და სომხეთი.“
გახდებაო, ვინაიდან, ზემოხსენებული ბატ.-ის აზრით, „თურქეთი გამოვა „ნატოდან“ და გახდება „შოსისა“ და საბაჟო კავშირის წევრი“. ამის პარალელურად, პრ. პუტინმა თურქ ხალხსაც მიუსამძიმრა სტამბოლის ტერაქტის გამო.
და თუმცა, სახელდობრ, ჩვენ ერდოღანის ქმედება თურქეთის დაკნინებად შევაფასეთ (და მერე რა, რომ, ძირითადად, საკუთარი ტანკებისთვის გამოსწრებაში ვართ შემჩნეულები?!), ფაქტია, რომ თურქული ეკონომიკაც გვარიანად იხეირებს და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებსაც შეიმსუბუქებს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უპირველესი არა ემოცია, არამედ რაციოა, ოღონდ, ჩვენ როდის დავისწავლით ამ მარტივ ჭეშმარიტებას, ეს ჯერჯერობით კვლავ  უცნობია. –

скачать dle 11.3