კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩანგლები, ჩანგლები, ჩანგლები ჩქარა“!

ანუ „მოიდა ილღაზი“?!

 თუმცა საქმე თავზე საყრელად აქვს, მისი დიდი გული მხოლოდ ოდესაში ვერ ეტევა და  საქართველოსაც სწვდება (პათოსით: „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“). ჰოდა, რაკი აჩნია (თუ რა, თქვენი ფანტაზიით შეარჩიეთ), თანაპარტიელებს შემოუთვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა დიდგორის ველზე ჩაატარონ.
თუმცა, რაღა შემოუთვალა, ოდესაში შეკრებილ „ნაციონალებს“ ამის შესახებ თავად მოახსენა (ოღონდ, არ მკითხოთ, რატომ დაიარებიან რჩევისთვის ეს ჩვენებური პოლიტიკოსები და მერე რა, რომ „ნაციონალური“ ფლანგიდან უცხო ქვეყნის გუბერნატორთან), მანამდე კი შემოუძახა (მომყავს ციტატა): „ჩვენ ახლა ვართ ძალიან მაგარ ფორმაში, მაგრამ ეს არის ფორმის დასაწყისი. ყრილობისთვის ვიქნებით უფრო ძალიან მაგარ ფორმაში. საბოლოო ღონისძიება იქნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რომელიმე სტადიონზე და იქ სულ სუპერფორმაში ვიქნებით“.
დიდგორზე ყრილობის ჩატარების აუცილებლობა კი იმით ახსნა, რომ, ჯერ ერთი, დიდგორზე კარგი აურა ყოფილა და, მეორეც, უკან დასახევი გზა არ გვაქვსო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება შემხვედრი ფანტაზია: იმ დღეს დიდგორის ველზე რომ ილღაზი გამოჩნდეს (აკი უკან დასახევი გზა არ გვაქვსო), ვითომ, ბ-ნი ბაქრაძის არსენალში შენახული ჩანგლების იმედზე იქნებიან თუ „მტერს მეც ყელში დავეტაკები“?! –

скачать dle 11.3