კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გუდ ნიუს“

უპატარძლო, ანუ უხელფასო ქორწილია?

 რაკი განათლების ახალი მინისტრი უკვე გვყავს, ახალი ცოცხი კი, ჩვეულებისამებრ, კარგადაც გვის (ოღონდ ისიცაა, რა და ვინ გამოგვის ამ ჩვენს იავარქმნილ განათლების სისტემას?!), ცხადია, რომ დავეშურეთ მის აზრებსაც.
დავეშურეთ და შევიტყვეთ, თუ რა არის, ბ-ნი ჯეჯელავას აზრით, მოტივაციის საიდუმლო და გავარკვიეთ, (მომყავს მინისტრის ციტატა): „ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს“.
მანამდე კი გაგვიმხილა, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, თუმცა „გუდ ნიუსად”  გვამცნო, რომ მენეჯმენტში ტოლს არავის დაუდებს (პათოსით: ტოლი ნახეთ, კოჭი გააგორეთო?!). რას დაუდებს, თუ არა ტოლსა თუ ბეჭებს, დრო გვიჩვენებს, ოღონდ, ამთავითვე ცხადია, რომ ამ ჩვენი განათლების მინისტრის ტერმინოლოგიაში უცხო-უცხო ფრაზები ჭარბად იქნება.
ერთი სიტყვით, ბ-ნი ჯეჯელავა მასწავლებლის დაფასებას გეგმავს, მაგრამ ეს ხელფასს არ უკავშირდება. ან კი როგორ დაუკავშირდება ამ გაქანებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც ჩვენებური პედაგოგები იქაც კი არ დაიარებიან, სადაც მეფენიც კი თავიანთი ორთავ ფეხით დაბრძანდებიან?!
ხოლო, ვინაიდან ხელფასი მოტივაციის ერთ-ერთი წყარო არ ყოფილა, ველოდებით, რომ ეს ჩვენი განათლების მინისტრი უხელფასოდ იმუშავებს, იმიტომ, რომ მოტივირებულია (good!) –

скачать dle 11.3