კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რა სასჯელი მოიხადა ქალების გამო კახა კუხიანიძემ და როდის ხდება მისთვის ქალთან ურთიერთობა უინტერესო

კახა კუხიანიძეს ასმაგად ცხელი ზაფხული დაუდგა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ძალიან ბევრი საქმე აქვს. სიმღერების ჩაწერის პარალელურად, ახალ ბინაში აპირებს გადასვლას, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიდის.
კახა კუხიანიძე: ამჟამად ვმუშაობ ორ სიმღერაზე, მინდა ორივეზე კლიპიც გადავიღო. გარდა ამისა, მაქვს რემონტი, გადავდივარ ახალ სახლში. ასე რომ, ჩემი ნახვა ამ ეტაპზე ელიავაზეა შესაძლებელი.
– ბინის მოწყობაში შენს გარდა, კიდევ ვის გემოვნებას ითვალისწინებ?
– ჩემი ძმისას, რადგან ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს. ყველაფერში კარგად ერკვევა. საბოლოოდ, ყველაფერს ერთმანეთს ვუთანხმებთ და ისე გამოდის, რომ ორივეს ერთნაირი გემოვნება გვაქვს. მინდა, ჩემი სახლი იყო ისეთი, არავის მოუნდეს გარეთ გასვლა. რომ მოვლენ, დარჩნენ და აღარ წავიდნენ. ზოგადად, კომფორტის ტიპი ვარ. არ მიყვარს „პახოდები“, რადგან დისკომფორტია და არასდროს წავსულვარ. სახლშიც კარგი აურა უნდა იყოს, გემრიელი, მყუდრო, ისე ვერ გავჩერდები – ძაღლივით ვარ. მეგობართან რომ შევდივარ, ჩემი ადგილი მაქვს. ან ვეძებ ადგილს, სად დავჯდე კარგად. როცა საზოგადოებაში დისკომფორტს განვიცდი, ჩვეულებრივად ვტოვებ იქაურობას და გავდივარ. არ შემიძლია, ვითამაშო, ვითომ კარგად ვარ და ვერთობი. არ მიყვარს ხეში გაკეთებული კაფეები, სახლები – გალაკული ხე. ცუდად ვხდები, ვერ ვჩერდები. კიდევ არ მიყვარს მზე და ქარი ერთად რომ არის. მგონია, ამ დროს ცუდად ვარ, აჭრილი ვარ... ბევრჯერ უნდა ვიბანაო, რომ გამოვიდე მდგომარეობიდან, რადგან მგონია, გამომშრალი ვარ.
– შენც გექნებოდა რთული პერიოდები.
– იყო რთული პერიოდები და მადლობელი ვარ სირთულეების, რადგან დიდი გამოცდილება შევიძინე. ასეთ დროს ხდება ბევრი რამის, მათ შორის ადამიანების, გადახარისხება, რაღაცეების სწავლა. შეგიძლია საკუთარ თავში უფრო მეტი ძალა იპოვო. მე საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი. მივხვდი, ბევრი რამ უნდა შემეცვალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ყოველმხრივ რთული პერიოდი იყო: შემოქმედების, პირადი ცხოვრების, ფინანსების მხრივ. უცბად ამოტრიალდა ყველაფერი. ერთმა მეგობარმა ისიც მითხრა: როგორ ხარ ასეთი ძლიერი, მე შენს ადგილას მტკვარში გადავხტებოდიო. რომ მინდოდა პრობლემების დალაგება, არ ლაგდებოდა, არ ჩანდა გზა. უბრალოდ, მქონდა იმედი და ბოლოს ყველაფერი დალაგდა. ეტყობა, პოზიტივს ვუშვებდი კოსმოსში და ისე მიბრუნდებოდა, როგორც ვიმსახურებდი. ბავშვობაში დეპრესიაც ადვილად მემართებოდა, მაგრამ დაახლოებით 5-6 წელია, არ ვიცი, რა არის დეპრესია, რადგან საკუთარი თავის მართვა ვისწავლე. დეპრესია რომ მოდის, მიკაკუნებს, ვეუბნები: „დავაი, დაახვიე“...
– წარსულში იხედები თუ ცდილობ, მხოლოდ აწმყოთი და მომავლით იცხოვრო?
– წარსული შენი ცხოვრების ნაწილია, შესაბამისად, სულ ხდება მისი გახსენება, განსაკუთრებით, როცა მარტო ხარ. რეზიუმეს ყოველთვის ვაკეთებ. ბევრჯერ აღმომიჩენია, რომ ცუდად მოვქცეულვარ, რაღაც არასწორად გამიკეთებია. მაგალითად, პირადულში ბევრი რამ ჩემი ბრალია და შეიძლება, ამის გამოც ვისჯები. ცუდად მოვქცეულვარ და მერე ეს შემომტრიალებია, თან, ბევრჯერ. ცოტა ხნის წინ მეგობარს ველაპარაკებოდი: არ მიმართლებს-მეთქი და მერე შევყევით წარსულს. იცი, რა მითხრა: შენ გინდა გაგიმართლოს და ისეთ რაღაცეებს მიყვები, ისე მოქცეულხარ, რომ ახლა ანალოგიური ხდება შენს ცხოვრებაშიო. რომ დავფიქრდი – ღმერთმა დამანახვა, სხვა ჩემ გამო როგორ იყო და მე როგორ ვარ მსგავს სიტუაციაში, თუმცა, ახლა კარგად ვარ.
– კიდევ დასჯილად გრძნობ თავს თუ მოიხადე სასჯელი?
– გამიარა, მოვიხადე სასჯელი. ბევრი რამ იყო, მაგალითად – „დაკიდება“. როგორც მოვიქეცი, ისე მომექცნენ, მეც დამიკიდეს ჩვეულებრივად. პირადში არ გამიმართლა, ხანგრძლივი ურთიერთობა არ გამომდის. მაგრამ, ეს ჩემი ბრალია, ხშირად მე ვამთავრებ ურთიერთობას. ცოტა სირთულე მიყვარს. თუ არ არის რთული და ყველაფერი მარტივად მოდის, ჩემთვის უინტერესო ხდება. თავიდან, რაღაც პერიოდი, მიყვარს ჩათრევა, რომ მაწამოს – მაზოხისტი ვარ. თუ არ ჩამითრევს, ის ცეცხლი ვერ ტრიალდება. ნაპერწკალზე ნავთი და ბენზინი უნდა დამასხას. თუ ცოტას გამამწარებს, მერე მეც ვამწარებ და ხდება გრძნობის ნამდვილი გაღვივება. მაგრამ ურთიერთობა რომ მიდის, რაღაც ეტაპზე უნდა გამომყვეს, სულ რომ ვურტყათ და ვაწამოთ ერთმანეთი, ასეც არ მინდა. ეს გასაღები ბევრმა ვერ მოირგო, თუმცა ორმა-სამმა კი და საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელდა ურთიერთობა.
– ეჭვიანიც ხარ?
– ვარ ეჭვიანი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საბაბი მაქვს. ინტუიცია მაქვს მაგარი. როცა მატყუებს ადამიანი, ვხვდები და ეჭვი მიჩნდება. კარგი დეტექტივიც ვარ. თავისით რომ ჩაირთვება ჩემში დეტექტივი, მერე აღარ ირთვება. ეს ზოგჯერ მაწუხებს. ბოლომდე უნდა გაჰყვეს და დაამტკიცებს, რომ მართალია. გოგოც თუ ეჭვიანია, ესეც სასიამოვნოა და მეცინება ხოლმე. გამიკეთებია ისეც, რომ ძალით მიეჭვიანებია, რადგან თვითონ ვუეჭვიანებივარ. სიყვარულიც ისეთია, რაღაც დოზით შენში ბავშვობა ბრუნდება. თამაში გინდება, მოგწონს.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– ძალიან ბედნიერი, კარგი, ყურადღებიანი, თბილი, ცივიც ვარ. ყოველი წუთი შემიძლია მასზე ვიფიქრო და ჩემი თავი გვერდით გადავდო. ამით „ვკაიფობ“, მომწონს, როცა სხვაზე ვზრუნავ. ზრუნვა კაცისთვისაც და ქალისთვისაც სასიამოვნოა, უბრალოდ, ქალს კაცის მხრიდან უფრო მეტი ზრუნვა სჭირდება.
– დღეს ხშირად საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე. როგორ უდგები შენ ამ საკითხს?
– ოჯახში, ზოგადად, კაცია მმართველი. თუ კაცი ძლიერი არ არის, მაშინ ოჯახიც არ არის გამართული. კაცს მეტი პრივილეგია აქვს. თანასწორი უფლებები ალბათ არ უნდა იყოს, კაცი და ქალი ხომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა მე არ ვამბობ, რომ ქალი „კუხნაში” უნდა იყოს, „ნასკი” გახადოს, რეცხოს 24 საათი, დაიჩაგროს. მას თავისი უფლებები უნდა ჰქონდეს. ის მომენტი, რომ ქალი უნდა იყოს „კუხნაში”, დამიუთოოს, მირეცხოს, არ მაქვს. თავადაც მივხედავ თავს, საჭმელებსაც კარგად ვამზადებ, გემრიელი ხელი მაქვს. კაცს თუ მოუნდება, ქალებში გავლა, უნდა გაიაროს და ქალმა რომ გაიაროს, რა მოხდა? ქალის გავლა-გამოვლა სულიერებაზე აისახება. ცუდი სიტყვა უნდა ვიხმარო, ამ შემთხვევაში ბოზური სული იღვიძებს ქალში. რადგან ქალს შეუძლია, მოითმინოს თუ უყვარს, მაგრამ ამ ნაბიჯს თუ გადადგამს, მასში სხვა რაღაც იღვიძებს. ქალს როცა უყვარს, არ შეუძლია „გაიაროს“, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ესე იგი, არ უყვარს – სხვა სულიერი სამყარო იღვიძებს მასში. კაცი თუ სიმთვრალეში რაღაც სისულელეს გააკეთებს, ეს არ ნიშნავს, რომ ცოლი არ უყვარს.
– და ქალს ეს არ უნდა გააგებინო თუ, პირიქით, უნდა უთხრა?
– კაცი იმ შემთხვევაში ეუბნება ქალს ღალატის შესახებ, როცა აღარ უყვარს და უნდა, ცალკე იცხოვრონ. თუ იცი, გააფრენს, გაგიჟდება, მაშინ არ უნდა უთხრა. თუმცა, აქ მეორე მომენტიცაა: შეიძლება, კაცს სინდისი აწუხებს, ურჩევნია, უთხრას და აღარ შეაწუხოს სინდისმა.
– რას იზამ, ქალმა რომ გიღალატოს?
– ალბათ, ვერ ვაპატიებ, ძალიან რთული იქნება ჩემთვის ამის პატიება. რადგან, ისევ ვამბობ, რომ, როცა ქალი ამ ნაბიჯს დგამს, ესე იგი, არ უყვარხარ. კაცი თუ ამას გააკეთებს, მაინც ეყვარება – ეს განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის.
– მაგიდაზე მუშტის დარტყმა და ხმის აწევაც შეიძლება?
– ხანდახან საჭიროა, თუმცა გააჩნია ურთიერთობას. არ ვარ ასეთი ტიპი, მაგრამ თუ გავაფრინე, აუღებელი ციხესიმაგრე ვარ. არ უნდა გამამწაროს და გამაბრაზოს ადამიანმა. თუ გადამეკეტა, შეიძლება მთელი კორპუსი გადავდგა. არ უნდა მიღალატოს, ეს საქმეს ეხება თუ პირად ურთიერთობებს, რადგან ძალიან ერთგული ვარ და მინდა, ისიც ერთგული იყოს ჩემ მიმართ.

скачать dle 11.3