კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმაღლესი სტანდარტი, უსაფრთხო გარემო და ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსები კომპანია m2-ისგან

„m2 თამარაშვილზე“ ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა

 კომპანია m2 მაღალ ხარისხთან, საუკეთესო პირობებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელ კომპლექსებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა, რაც გაყიდვებზე აისახება. მომხმარებელზე მორგებული და საინტერესო პროექტები საზოგადოებაში კომპანიის პოპულარობას განაპირობებს. დეველოპერული კომპანია m2 ტრადიციებს არ ღალატობს და თავის მობინადრეებს დროზე ადრე გადასცემს ბინის გასაღებს. მორიგი საცხოვრებელი კომპლექსი თამარაშვილის ქუჩა ¹6-ში მესაკუთრეებს დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე ჩაბარდებათ.
270-ბინიანი კომპლექსი ორი 19-სართულიანი კორპუსისგან შედგება. ის თბილისის თანამედროვე არქიტექტურაში უკვე იკავებს გამორჩეულ ადგილს, რადგან ქალაქის მრავალი წერტილიდან განსაკუთრებულად ლამაზად ჩანს. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ბინას მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი აქვს. პროექტი გამოირჩევა გამწვანებული გარემოთიც – მრავალწლოვანი ნარგავებითა და კორპუსის გვერდით სპეციალურად მოწყობილი სკვერით ბავშვებისათვის.
m2 ზრუნავს როგორც გარემოზე, ასევე, იქ  მცხოვრებთა ბიუჯეტზეც. საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც მის მობინადრეებს კომუნალური გადასახადების 23 პროცენტამდე დაზოგვის საშუალებას აძლევს. ახალ მობინადრეებს სახლში დახვდებათ: იტალიური სამზარეულო გაზქურითა და გამწოვით; აბაზანა თავისი გარნიტურით და უმაღლესი ხარისხის რემონტი. მნიშვნელოვანია, რომ „m2 თამარაშვილზე“ სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. კომპლექსში დამონტაჟებულია ქართული ხმოვანი ლიფტები.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვე გაგრძელდა. პროექტი დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 4 მილიონი დოლარი ენერგოეფექტურობისთვის დაიხარჯა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 21 მილიონი დოლარია. ამ დროისთვის კომპლექსში ბინების 75 პროცენტი გაყიდულია, დანარჩენი 25 პროცენტი კი თავის მობინადრეებს ელოდება, რომლებსაც შეძენიდან მეორე დღესვე შეუძლიათ, ახალ გარემოში იცხოვრონ.
ირაკლი ბურდილაძე (m2-ის გენერალური დირექტორი): კომპანია არასოდეს ღალატობს თავის მიმართულებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი გვყავდეს, მათ კი ბევრ სამშენებლო კომპანიასთან აქვთ ბინის ჩაბარების ვადასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ამ მხრივაც კომფორტს ვუქმნით მფლობელებს და ვადაზე ადრე ვთავაზობთ ენერგოეფექტურ, ევროპული ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისის ყველაზე ლამაზ ადგილებში. ამ ეტაპზე ბინების 25 პროცენტი იყიდება. ბინების ფართები 49 კვადრატული მეტრიდან იწყება და ღირებულებაც მაქსიმალურად მორგებულია დღევანდელ ბაზარს. გამზადებული ბინების 1 კვადრატული მეტრის ფასი ჩვენს კომპლექსში 1 150 დოლარიდან იწყება. თქვენ შეგიძლიათ, დღეს იყიდოთ ბინა და ხვალიდანვე დაიწყოთ იქ ცხოვრება. ენერგოეფექტურობისთვის გამოვიყენეთ ევროსტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი სამშენებლო მასალა, რომელზე უკეთესიც მსოფლიოში არ არსებობს. კომპლექსის მოსაპირკეთებელი მასალაც უმაღლესი ხარისხისაა. თქვენ შეგიძლიათ, მობრძანდეთ, დაათვალიეროთ და მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ რა ხარისხის პროდუქციას ვიყენებთ მშენებლობისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ორი კვირის წინ დავიწყეთ მშენებლობა ახალ ობიექტზე – ყაზბეგის გამზირზე, ¹15-ში, რომელიც იქნება შერეული ობიექტი: განთავსდება სამვარსკვლავიანი სასტუმრო და 300-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი.

скачать dle 11.3