კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბროტმაისტერი“ – ავსტრიული ტექნოლოგიით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის ქართული ბრენდი ბაზარზე

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებასა და მის განვითარებაში. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა; ასევე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.
საქართველოს ბაზარზე შემოსულ უცხოურ პროდუქციას აშკარა კონკურენციას უწევს ადგილობრივი, საქართველოში შექმნილი ნაწარმი და მათ შორისაა, „ბროტმაისტერის“ – ევროპული ხარისხის, ავსტრიულ სტანდარტებზე დამზადებული პურისა და ფუნთუშეულის პროდუქცია, რომელიც მაღალხარისხიანი, სანდო და უსაფრთხოა მოსახლეობისთვის.
საიდან გაჩნდა საქართველოს ბაზარზე ამ ბრენდის შექმნის იდეა და რატომ უნდა ვენდოთ მის პროდუქციას თვალდახუჭული, ამაზე, შპს „ბროტმაისტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ასლან ჩხაიძე გვესაუბრება.
– ბატონო ასლან, საიდან გაჩნდა ბრენდ  „ბროტმაისტერის“ საქართველოს ბაზარზე შექმნის იდეა?
– იდეა, რომ საქართველოს ბაზარზე შექმნილიყო ევროპული ხარისხის, ავსტრიულ სტანდარტზე დამყარებული პურისა და ფუნთუშეულის პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი „ბროტმაისტერი“, ჯერ კიდევ,  2008 წელს გაჩნდა. თუმცა, მაშინ არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ არ მოგვცა ამ იდეის დაუყოვნებლივ განხორციელების საშუალება. ეს შესაძლებელი გახდა, მხოლოდ სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ამოქმედების შემდეგ და ამ მიზნით შეიქმნა ბრენდი „ბროტმაისტერი“, რომლის პროდუქციაც სანდოა, ყოველგვარი ქიმიკატებისა და საშიში დანამატების გარეშე და, შეგიძლიათ, მას თვალდახუჭული ენდოთ.
– უკვე ორი თვეა, რაც თქვენი კომპანია ბაზარზე გამოჩნდა, გაიხსნა საწარმო და მაღაზია-კაფეტერია. როგორ შეეცდება „ბროტმაისტერი“ მაღალი კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრებას?
– ბრენდის მიერ სტაბილურად, ავსტრიული სტანდარტით წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტები იქნება ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში „ბროტმაისტერის“ დამკვიდრების ობიექტური საფუძველი.  ვინც ერთხელ გასინჯავს მის პროდუქციას, დარწმუნებულები ვართ, არჩევანში არ შეცდება და მისი მუდმივი მომხმარებელი გახდება.
– და მაინც, რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით?
– მისი ხარისხიდან და ავსტრიული სტანდარტებიდან გამომდინარე, ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი მაღალია, მაგრამ, ჩვენი კომპანიის მოქნილი ფასწარმოქმნის პოლიტიკიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, ის მოსახლეობის ყველა ფენისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
– როგორც ვიცით, თანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდთან, როგორიცაა „ბაკალდრინი“, რომელიც პროტეინებითა და ვიტამინებით გაჯერებულ პურ-ფუნთუშეულს ამზადებს. როგორ შეეცდება ბრენდი, რომ ქართულ საზოგადოებაში ამგვარი პურ-ფუნთუშეულის მიმართ გაზარდოს მოთხოვნა და მყიდველი მიიზიდოს?
– წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და სტაბილურობა, აგრეთვე, მომხმარებლის ინფორმირება პროტეინებითა და ვიტამინებით გაჯერებული პურ-ფუნთუშეულის სარგებლიანობის შესახებ, განაპირობებს ჩვენი პროდუქციის მიმართ ქართულ საზოგადოებაში მოთხოვნის გაზრდას – ამის დიდი იმედი გვაქვს.
– გაიყიდება თუ არა თქვენი პროდუქცია სხვა სუპერ და ჰიპერმარკეტებში? გარდა თქვენი მაღაზიისა, შეძლებს მომხმარებელი პროდუქციის შეძენას სხვაგან?
– საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად მიგვაჩნია, რომ „ბროტმაისტერის“ პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ბრენდის სპეციალიზებულ მაღაზიებში. სწორედ ამიტომ, კომპანია გეგმავს მაღაზიათა ქსელის გახსნას თბილისის ყველა უბანში.
– იქნებ კონკრეტულად განგვიმარტოთ, რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა თქვენი და არა სხვა რომელიმე ბრენდის პროდუქცია?
– მართალია, მომხმარებელი თავისუფალია არჩევანში, მაგრამ, ჩვენი ბრენდის პროდუქციის არჩევის შემთხვევაში, ის დარწმუნებული იქნება, რომ მიირთმევს ნამდვილ, გემრიელ და ჯანმრთელ პურს, ეს კი ყველაზე მარგებელი, უსაფრთხო და, ამავდროულად, დაავადებებისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.

скачать dle 11.3