კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აირჩია ოფთალმოლოგობა ექიმმა არსენ შურღაიამ და რაში მდგომარეობს მისი სამუშაო პრინციპები

არსენ შურღაიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ორდინატურაში სწავლა გააგრძელა რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიაში, მოსკოვში.  2002 წელს ჩაირიცხა ამავე აკადემიის ასპირანტურაში. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია თვალის კაკლის გამჭოლი ტრავმის პირველადი ქირურგიული დამუშავების დროს. ამისთვის მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. მისი ძირითადი მიმართულებაა თვალის რეფრაქციული ქირურგია, კატარაქტის ქირურგია. ასევე, ფლობს თვალის ქირურგიის სხვა მეთოდებს. წარმატებით ასრულებს გლაუკომის, პტერიგიუმის, ქალაზიონის ქირურგიას. მისი მეუღლე – თამარ ჩიჩუაც ოფთალმოლოგია. ერთმანეთს სპეციალობამ და „ოფთალმიჯმა” დააკავშირა. მათ ოჯახში პრიორიტეტული სიყვარული და ახალადშეძენილი ვაჟი – გაბრიელია. ცოლ-ქმარი პროფესიულადაც ერთმანეთის საუკეთესო მრჩეველია. 

 არსენ შურღაია: მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, სამედიცინო პრაქტიკა მოსკოვში გამეგრძელებინა, საქართველოში დაბრუნება ვარჩიე.
2007 წლიდან ვმუშაობ ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში” ოფთალმოქირურგად. ასევე ვარ უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის” ასისტენტ–პროფესორი. ეს ჩემთვის ერთგვარი  ოჯახური ტრადიციაა, რადგან  ამავე პროფესიის იყვნენ მამაჩემი და ბაბუაჩემიც, რამაც პრაქტიკულად, ბავშვობიდანვე გადამაწყვეტინა ტრადიციის გაგრძელება.
– რა უპირატესობა აქვს „ოფთალმიჯს” სხვა კლინიკებთან შედარებით?
– უპირველესად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხელმძღვანელს აქვს სპეციალისტების შერჩევის განსაკუთრებული უნარი. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით, რომლებიც მუდმივად ჩართულნი არიან საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციებსა და კონგრესებში. მიუხედავად იმისა, რომ თვალი ვიწრო სპეციალობაა, აქაც კი ძალიან ბევრი მიმართულებაა. კლინიკაში გვყავს თვალის ყველა დაავადების სპეციალისტი. მე, ძირითადად, კატარაქტის მიმართულებით ვმუშაობ.
– დიდია პაციენტების მომართვიანობა?
– სხვადასხვა ოფთალმოლოგიური პრობლემით პაციენტთა საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოგვმართავს. კონკრეტულად, ჩემს მიმართულებაზე რომ ვისაუბროთ, საპენსიო ასაკში თითქმის ყველას აქვს კატარაქტა, ანუ ბროლის შემღვრევა. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მხედველობის დაქვეითებას. თუ, გამოკვლევების შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ მხედველობის გაუარესების მიზეზი მხოლოდ ბროლის შემღვრევაა, პაციენტს ვთავაზობთ ოპერაციას, რომლის დროსაც უნდა ამოვიღოთ შემღვრეული ბროლი და ჩავსვათ ხელოვნური. ქირურგის კვალიფიკაცია და უახლესი საოპერაციო აპარატურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პოსტოპერაციულად მაღალი მხედველობა მივიღოთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ქირურგიული ჩარევა, სამწუხაროდ, არ გვაძლევს სასურველ შედეგს, რაც ხშირად პაციენტის გვიან მომართვიანობასთან, ან თანმდევ დაავადებებთან არის დაკავშირებული.
– აღჭურვილია კლინიკა თანამედროვე ინფრასტრუქტურით?
– კლინიკა „ოფთალმიჯი” მონოპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურების სრული პაკეტის მიღება, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. კლინიკა აღჭურვილია მსოფლიოს ლიდერი კომპანიების უახლესი სამედიცინო აპარატურით. აქ არის კომფორტული გარემო სადიაგნოსტიკო–სამკურნალო პროცედურებისთვის.
– უცხოელ პარტნიორებთან თუ თანამშრომლობთ?
– რა თქმა უნდა, მე და ჩემი კოლეგები, როგორც მოგახსენეთ, მუდმივარდ ჩართულნი ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციასა და კონგრესებში. ოფთალმოლოგიის მიმართულებით ჩვენ ევროპის ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ერთ დონეზე ვართ. ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ახალი, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენც გაგვაქვს საზღვრებს გარეთ. საქართველოში ბევრად უფრო რთული ოპერაციების კეთება გვიწევს, ვიდრე უცხოეთშია. უცხოელი პაციენტების უმეტესობა პრობლემას დასაწყისშივე აქცევს ყურადღებას და ისეთი გართულება აღარ ხდება, როგორც ეს ჩვენი, ქართველი პაციენტების შემთხვევაშია, გამომდინარე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან. უცხოეთში ფაქტობრივად, არ უწევთ მწიფე კატარაქტებზე მუშაობა.  ჩვენთან ბევრად რთული შემთხვევებია.
– ყველაზე განსაკუთრებული ოპერაციის გახსენება თუ შეგიძლიათ?
– ჩვენს კლინიკაში 100 წლის პაციენტსაც გაუკეთებია ოპერაცია. გავიხსენებ თეთრი წყაროს, სადაც 99 წლის ომის ვეტერანს, რომელიც დაახლოებით 7–8 წლის განმავლობაში ვერაფერს ხედავდა, გავუკეთე ოპერაცია ჯერ ერთ თვალზე და ერთ თვეში, მეორე თვალზეც. მხედველობა დაუბრუნდა. მისი შვილის თქმით, მთელი ის წლები, როცა უსინათლო იყო, სულ იწვა ახლა კი, დარბისო. თუმცა, ექიმისთვის ყველა პაციენტი განსაკუთრებულია და თითოეულს ვუსურვებ ჯანმრთელობას.
– რა არის თქვენი ძირითადი სამუშაო პრინციპი?
– ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მნიშვნელოვანია, მივიღო სასურველი შედეგი და ჩემი პაციენტი იყოს კმაყოფილი.

скачать dle 11.3