კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია

ცოტა ხნის წინ ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში, ყველასთვის მოულოდენლად, პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. თუმცა, მას დღეს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს, რადგან როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ უკვე გააკეთა კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი ამ თემით არ შემოფარგლულა და სხვა საინტერესო საკითხებზეც ვისაუბრეთ.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: ამ თემაზე უკვე გავაკეთე განცხადება, ვისაუბრე, შესაბამისად, სიტყვას ვერ დავამატებ. არ მომეწონა იქ, სადაც ვიყავი და „გავეშვი“ დროზე. 9 თვე არ მჭირდება ლოდინი, რომ გავარკვიო, სადღაც  მომწონს თუ არა ყოფნა. სანამ რაღაცას არ მოსინჯავ, ვერ გაიგებ მოგწონს თუ არა. 10 წელი არ მჭირდება ერთი და იგივე საჭმელი ვჭამო, რომ მივხვდე, მომწონს თუ არა ის.
– ალბათ, იმ კატეგორიას არ ეკუთვნით, ვინც წარსულით ცხოვრობს.
– ასეთი რაღაცეები არ მახასიათებს. მე უბრალოდ ვცხოვრობ, ვარსებობ, ვიცი, რომ ოდესღაც მოვკვდები. ეს შეიძლება, იყოს ხვალ ან  20 წლის შემდეგ, არავინ იცის. ვცდილობ, ყოველდღიურად ისე ვიცხოვრო, საკუთარ თავთან მართალი ვიყო და მეტ-ნაკლებად სხვებთანაც. ყოველთვის ბევრ რამეს ვითვალისწინებ, მათ შორის, რისკებს. გაუთვლელად და ურისკოდ არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი. როცა ვხედავ, რისკის კოეფიციენტი დაბალია, ვდგამ ნაბიჯს.
–  არასასურველი შედეგი მიგიღიათ?
– როგორც წესი, ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, მიმაჩნია, რომ ის სწორია. პარტიაში მისვლას, დათანხმებასაც არ მივიჩნევ არასწორ ნაბიჯად. უბრალოდ, შიგნიდან უნდა ნახო ყველაფერი. თუ გინდა, ცხოვრება ნახო, უნდა იცხოვრო და არ უნდა შეგეშინდეს მისი. მე არასდროს მეშინია ცხოვრების. რა უნდა მომივიდეს, ყველაზე დიდი – მოვკვდე. სიცოცხლეს არ ვებღაუჭები.
– სიახლეების მოყვარული ხართ?
– სიახლეები ძალიან მიყვარს. რუტინული ცხოვრება მკლავს და მანადგურებს. ბუნებით ძალიან მშრომელი ვარ. შესაბამისად, როცა ცხოვრება რაღაც შესაძლებლობას მაძლევს, სიზარმაცისა და შიშის გამო უარს არ ვამბობ. რაც მაინტერესებს, ყოველთვის იმას ვაკეთებ. იქ, სადაც ჩემი ინტერესის სფერო არ არის, ცხვირს არ ვყოფ.
–  20 წელზე მეტია, თქვენ და გუგა ერთად ხართ. ეს არც თუ ისე ცოტა დროა.
– ოქტომბერში შეგვისრულდება 23 წელი. ბედნიერების საერთოდ არ მწამს, არ მჯერა, არ ვიცი ბედნიერების პოტინი. მეტ-ნაკლებად კომფორტული ხარ ამა თუ იმ პირობებში, გარემოში. შესაბამისად, იმით უნდა იხალისო, რაც გაქვს. რადგან ღმერთმა გადაწყვიტა, მე უნდა დავბადებულიყავი, ეს უკვე ჩემთვის დიდი წარმატებაა, დანარჩენი უკვე ცხოვრებას მოაქვს. მე და გუგა ერთმანეთისთვის საინტერესოები აღმოვჩნდით. გვიღირს ყველანაირი პრობლემის გადალახვა იმად, რომ ერთად ვიყოთ. სწრაფად ვიღებ-მეთქი გადაწყვეტილებას და გაცნობიდან ერთ თვეში, გავყევი გუგას და 23 წელი მოჰყვა ამას. არის რაღაცეები, რასაც ვერ გათვლი, უბრალოდ, რისკის ალბათობა უნდა გათვალო.
– 23 წლის ასაკში რომ გათხოვდით, მაშინ თვლიდით რისკებს?
– ვფიქრობდი, გონი, მომეკითხებოდა მაშინაც. ყველანაირი რისკი შევაფასე. სიტყვა სტაბილური, ზოგადად, მკლავს. სულაც არ ვართ სტაბილურები, ორივე არასტაბილურები ვართ. ვფიქრობდი: თუ არ შედგებოდა ჩვენი ოჯახი, მაშინ სხვა მიმართულებით წავიდოდი. არ შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს მხოლოდ ოჯახით ან მარტო კარიერით, დროსტარებით ან წუხილითა და ვარამით. ამიტომ, ვცდილობ, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი დავაბალანსო და ერთმანთთან ჭიდილი არ დასჭირდეთ.
– თუმცა, ბევრი ამბობს, რომ რთულია დღეს კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსო და ორივე ერთად, წარმატებულად წარმართო.
– ზოგს უყვარს წუწუნი, ზოგს – არა. ძალიან ბევრი სირთულე შემხვედრია ცხოვრებაში, უკიდეგანო სირთულეები, მაგრამ გადამილახავს ისე, რომ არავის გაუგია. ყოველთვის გაღიმებული ვხვდები ცხოვრებას, მიუხედავად სიმძიმეებისა. ერთადერთი, მამა რომ ჩამაკვდა ხელებში, მაშინ ვერ გავიღიმე. ეს იყო დიდი დარტყმა, რომელსაც დიდი ხანი ველოდი, რადგან მამა ონკოლოგიური პაციენტი იყო.
– როცა პრობლემებია, გუგას არ უზიარებთ და არ ცდილობთ ყველაფრის ერთად გადალახვას?
– ვცდილობ, გუგა მაქსიმალურად არ ჩავრთო ჩემს პრობლემებში, პრაქტიკულად, არ ვრევ. გუგას ბევრჯერ დავდგომივარ გვერდში, ამას ვერც უარყოფს და ეს ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, მე მიყვარს, როცა მარტო ვაზროვნებ, მარტო ვეძებ პრობლემების გადაჭრის გზებს – ეს შეიძლება, არასწორია.
– დათმობები ახსენეთ, ვინ უფრო ხშირად თმობს – თქვენ თუ გუგა?
– დათმობებზე ხშირად მივდივართ, ჯიხვობა არ მახასიათებს. სადაც პრინციპული თემაა, არასდროს ვთმობ და ჩემი გამაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ოჯახს ეხება თუ საქმეს. გუგაც ასეთივეა – ძალიან პრინციპული.
– როგორია თქვენთვის წარმატებული ქალი?
– წარმატებას სკეპტიკურად ვუყურებ. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი წარმატება ის არის, რომ დავიბადე მეოთხე ხარისხის ასფიქსიაში და ძალიან დიდი ალბათობით, ვერ უნდა გადავრჩენილიყავი, მაგრამ გადავრჩი.
– დღეს აქტუალურია ქალისა და მამაკაცის უფლებებზე საუბარი, მათ გენდერულ თანასწორობაზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
– ის, რომ ქალებს ჩაგრავენ, ეს არ არის მხოლოდ მამაკაცების ბრალი. ძალიან ხშირად ქალს არ უნდა, ხელი გაანძრიოს, წიგნი წაიკითხოს, განვითარდეს, წინ წავიდეს, ჩადოს შესაბამისი შრომა თავის თავისუფლებაში. თავისუფლება ნიშნავს, რომ შენ განკარგავ საკუთარ ცხოვრებას და თუ გინდა, შენ განკარგო ის, უნდა იყო მატერიალურად, მორალურად, გონებრივად დამოუკიდებელი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ მისი განხორციელება. შესაბამისად, გენდერული თანასწორობა ხშირად ერთმანეთზე გადაბრალების საუკეთესო საშუალებაა. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ გენდერული უთანასწორობის მიზეზი. ხშირ შემთხვევაში, ეს არის, როცა არ გაქვს სურვილი –  შენი თავი შენვე განკარგო. თუ ადამიანი გამოხატავს სურვილს, იშრომოს საკუთარ თავზე, მას ვერც კაცი დაჩაგრავს და ვერც ქალი. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სურვილი, ეს არის გენდერული თანასწორობა. თუ სახლში დაჯდები, არ განვითარდები, არაფერს გააკეთებ, არ დადგები შენი მოწოდების სიმაღლეზე. „პურზე ვერ ჩავალ, ნაგავს ვერ გადავყრი” და ყველაფერს კაცს დაავალებ, მერე  მას, რა თქმა უნდა, უფლებებიც გაუჩნდება. თუ ის კაცი მატერიალურად, განათლებით, მორალურად შენზე წინ დგას, მერე შენთან დიქტატის რეჟიმშიც იქნება. მაგრამ, თუ ყველაფერს აკეთებ, მაგრამ გვერდით მტარვალი გყავს, რომელიც ცდილობს დომინირებას, მაშინ, თუ გინდა თანასწორობა, მოკიდე შენს ბარგს ხელი და დაიწყე ახალი ცხოვრება. როცა ასეთი კაცი ხედავს, ქალი არ თმობს თავის უფლებებს, იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და არ გაუვა რაღაცეები, ბოლოს და ბოლოს გააჩერებს ერთ ადგილს. მაგრამ, თან იბრძანებლო, თან გენდერულად თანასწორი იყო, თან ყველა შენი პრობლემა კაცს გადააბარო – ასე ვერ იქნება. მსოფლიო კანონია: ვინც აფინანსებს, ის მართავს. თუ უნდათ, მამაკაცის ფუნქცია ქალებმა შეასრულონ, მაშინ დროშა ხელში და კი, ბატონო – წინ იარონ. და თუ უნდათ, დარჩნენ ქალებად, მაშინ მიიღონ მამაკაცსა და ქალს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის ზოგადი ადათ-წესები. ან არ მოგწონს ეს თემა და იბრძვი, ან მოგწონს და ჩერდები.
– ის, რომ ძალიან დაკავებული ხართ, არასდროს გამხდარა გუგას წუწუნის მიზეზი?
– სულ განიცდის, რომ ხშირად არ ვარ მასთან ერთად,  თუმცა არც ის არის სულ ჩემ გვერდით. ისიც ძალიან დაღლილია. ხანდახან საუბრის თავიც არ გვაქვს. თუმცა, ერთი წამითაც არ უნდა, დიასახლისად გადავიქცე, რომელიც უკან ჩუსტებით დასდევს – ნამცხვრები გინდა?.. ასეთი ცოლი რომ სდომოდა, ეყოლებოდა. შეიძლება, მეც გავმხდარიყავი ასეთი მეუღლე, მაგრამ მას მოსწონს ისეთი, როგორიც ვარ.
– ნათქვამია: ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგასო.
– მოდი, არ გავაბრაზოთ კაცები, მაგრამ ასეა. მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შემიშლია. ჩვენ ერთმანეთი შევქმენით.
– შვილებს აქვთ პრობლემა, რომ დედა ისე ხშირად არ არის მათ გვერდით?
– მე ჩემი შვილების გვერდით ვარ, როცა მათ უნდათ. ზედმეტი ყურადღება და ზედმეტი ჩართულება მათ ცხოვრებაში, მერწმუნეთ, მათთვისვე დამღუპველია. სულ არ მინდა, ჩემი შვილები ჩემთან ჭიპლარით იყვნენ შეერთებულები. თავისი ცხოვრება აქვთ და თავად უნდა აიღონ ამ ცხოვრების ტვირთი.
–  გიფიქრიათ სიდედრობაზე?
– როგორც კი წარმოვიდგენ ამას, მანდ ვგრძნობ ჩემს გენდერულ კი არა სიდედრულ უფლებებს. არანაირად არ ვიქნები ჩართული ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში. ეს ჩემი სუსტი წერტილია. მოდი, ნუ ვისაუბრებთ ამაზე, უკვე ცუდად გავხდი. ხანდახან ისეთი ტირანული გამოსვლები ვიცი, ვეუბნები – დახურე ეს თემა საერთოდ. ამ დროს ვლინდება ჩემი მიძინებული მბრძანებლური ბუნება. მე მაინც ვეუბნები, დაამთავროს სწავლა, პირველი საფეხური გადადგას მედიცინაში, თუმცა, მე მესამე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი.

скачать dle 11.3