კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გაუგო დედას ანდრია გველესიანმა და რასთან უწევდა მას შეგუება

შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ მსახიობისა და მომღერლის, ანდრია გველესიანის დედა, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილია – ლამაზი და საოცრად პოზიტიური ადამიანი. ანდრია თეას უფროსი შვილია და დედა-შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. ისინი დღემდე ზრუნავენ ერთმანეთზე და ერთმანეთს გულშემატკივრობენ.
ანდრია გველესიანი: დედაჩემი, ჩემი ოჯახის წევრები – ყველანი ძალიან ნერვიულობენ, როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოვდივარ. დედაჩემს ზოგჯერ არც უნდა ხოლმე მოსვლა, რადგან, ძალიან ემოციურია.
თეა დემურიშვილი: იმდენს ვყვიროდი, ეს ფინალში გადავიდა, მე კიდევ, ხმა დავკარგე. ყველა მონაწილე მომწონს. შეიძლება, ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ, გოჩა ჩერტკოევს ვეთანხმები, რომ ანდრია და სალომე მართლაც ძალიან ლამაზი და ველური წყვილია. ვფიქრობ, ანდრიას გაუმართლა, რომ სალომე ჰყავს და სალომესაც გარკვეულწილად გაუმართლა, რომ ანდრია შეხვდა მეწყვილედ. განსაკუთრებულად მომეწონა გოჩა ჩერტკოევის დადგმა, აღფრთოვანებაში მომიყვანა; თან, მე სხვა კუთხითაც ვაფასებ – როგორც მსახიობი და მომღერალი. თუმცა, ჩემს გამოსვლაზე ისე არ ვნერვიულობ, როგორც მაშინ, როცა ანდრია დგას სცენაზე – არ აქვს მნიშვნელობა, სპექტაკლია, სიმღერა თუ ცეკვა. მაგრამ, გენებში აქვს ეს ყველაფერი – მისი ბაბუა ჯუმბერ ბერაძეა, სუხიშვილების მოცეკვავე. მეც მიყვარს ცეკვა – როგორც კი მუსიკა დაიწყება, ფეხები საცეკვაოდ მიმიწევს. ანდრია ძალიან მშრომელია, თუმცა, არ მეგონა, ასე თუ შეძლებდა ცეკვას. „სამბით“ გაოცებული დავრჩი.
– პირად საუბარში ახსენეთ – ფეხბურთის თამაშზე ცხოვრება გამიმწარა ანდრიამო. რას გულისხმობდით?
– მადრიდში რომ ვცხოვრობდით, ყველა ამბობდა, რომ ფეხბურთის ნიჭი ჰქონდა. ვფიქრობ, არ ნანობს, რომ მსახიობი გახდა და არა ფეხბურთელი.
ანდრია: არ ვნანობ, რადგან, ადრე თუ გვიან იქ მოვიდოდი, სადაც ვარ. კარგია, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ხელოვანი ვარ.
–  გოჩას დადგმულმა ცეკვამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
– პირადად ჩემთვის ახალი  არაფერი მომხდარა, უბრალოდ, გოჩამ იმდენი შრომა ჩადო ჩემში... თან გადამყვა, ძალიან კომფორტული ტრენერი და მენტორი იყო. იმდენად ადვილად შემასწავლა ყველაფერი, რომ მთელი კვირის განმავლობაში ფანტასტიკურ ხასიათზე ვიყავი. რაც მთავარია, მან მითხრა, რომ ამ ცეკვის შესრულების შემდეგ ვეამაყებოდი, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და რისთვისაც მისი მადლობელი ვარ.
თეა: „სამბაზე“ რომ მითხრა, ბურთი უნდა ავკენწლოო, ვკითხე: დე, გახსოვს-მეთქი? მიპასუხა – ეს არ ავიწყდება ადამიანს, ისევე, როგორც ცურვაო და, მართლაც ასე იყო. იყო პერიოდი, როდესაც სულ ბურთს კენწკლავდა – მადრიდში ფეხბურთზე დადიოდა.
ანდრია: ბურთით ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
თეა: იმ პერიოდში მადრიდში ვმუშაობდი და იქ ვცხოვრობდით, ანდრიაც ჩემთან ერთად იყო. მაშინ დაიბადა ჩემი პატარა ქალიშვილიც, ნასტი, რომლის გაზრდაშიც ანდრიას დიდი წვლილი მიუძღვის. როცა მადრიდიდან გასტროლებზე დავდიოდი, ანდრია პატარა კი იყო, მაგრამ ძალიან მეხმარებოდა.
ანდრია: მადრიდში გატარებულ პერიოდში, ჩემში, როგორც პიროვნებაში, დიდი გარდატეხა მოხდა. როდესაც უცხოეთში ცხოვრობ, ბევრად დამოუკიდებელი ხარ; შესაბამისად, იქიდან ბევრად გაზრდილი ჩამოვედი – უკვე ვფიქრობდი იმაზე, რა უნდა მეკეთებინა და იმის მერე მივყვები ჩემს პროფესიას, გეგმებსა და მიზნებს.
თეა: ძიძაც მყავდა, მამაც ბავშვთან ერთად იყო, მაგრამ ანდრია ასეირნებდა ხოლმე ანასტასიას. მაშინ 13-14 წლის იყო და მეუბნებოდა: დე, ქუჩაში ბავშვთან ერთად რომ დავდივარ, გოგონებს ჩემი შვილი ჰგონიათო –  ეს ცოტა არ მოსწონდა.
ანდრია: ნასტის გაზრდაში მართლა დიდი წვლილი მაქვს, იმ პერიოდში მართლა მის აღმზრდელად ვგრძნობდი თავს. ყველაზე მეტად ჩემს და-ძმას ვაფასებ, მის გარდა კიდევ მყავს და-ძმა და ყოველთვის ყველაზე მეტს მათზე ვფიქრობ.
– ცოტა ხნის წინ ოპერის სცენაზე „სამოსელ პირველში“ ერთად ითამაშეთ – ეს, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.
თეა: პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთად ვიდექით სცენაზე. ეს სცენაზე თამაშობდა როგორც დრამატული მსახიობი და მე ქართლის დედასავით ზემოდან ვმღეროდი. იმ დროს, როცა ანდრიას სცენა მიმდინარეობდა, მე კულისებში ვიდექი, გაფაციცებული ვუყურებდი და ცრემლები ჩამომდიოდა.
ანდრია: ის ორი დღე დიდი დღეები იყო ჩემთვის მარტო იმის გამოც, რომ დედასთან ერთად ვიდექი სცენაზე. მეც, საკუთარ თავზე მეტად დედაზე ვნერვიულობ, როცა სცენაზე გადის. მიხარია, რომ ჩვენი ტანდემი შედგა.
–  როგორი შვილია ანდრია?
თეა: ძალიან მზრუნველი და საყვარელი. ცუდად რომ ვყოფილვარ, ღამეც გაუთენებია ჩემთვის, გულიანი ბიჭია, თუმცა  ზოგჯერ ნერვებსაც მიშლის. ხშირ შემთხვევაში ანდრიაა მართალი – ის უფრო დიდია, ვიდრე მე. იმ დღეს მეუბნებოდა: დე, როდის უნდა გაიზარდოო. მიხარია, რომ ასეთი ბიჭია. ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის მის აღზრდაში. მთელი ცხოვრება ერთმანეთი გვენატრება, მაგრამ, როგორც მან გამიგო თავის დროზე, მეც ისე ვუგებ; როგორც მას ესმოდა ჩემი, ისე მესმის მისი, რადგან ეს ჩვენი ცხოვრებაა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი საამაყო შვილი მყავს.
– როგორი იყო შენთვის ის პერიოდი, როდესაც დედის გვერდით არ გიწევდა ცხოვრება?
ანდრია: რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ, მერე ნელ-ნელა ეგუები ყველაფერს. დედასაც და მამასაც ისეთი პროფესიები აქვთ, სხვაგვარად ვერ იქნებოდა.
თეა: მთელი ცხოვრება თვითმფრინავში მაქვს გატარებული. ჩემთვისაც ძალიან რთული იყო. იმდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი... მაგრამ, სცენის გარეშეც არ შემიძლია სიცოცხლე.
– ანდრია, ბავშვობაში, ალბათ, განსაკუთრებულად გიხაროდა სცენაზე დედის დანახვა.
ანდრია: ერთხელ ოპერაში ვიღაც ტიპი ვცემე: დედა „კარმენში“ თამაშობდა, ცოტა არასასიამოვნო რეპლიკა გავიგე მისი მისამართით და იმ ტიპს რაღაც ვურტყი თავში.
თეა: „ფეისბუქში“ დაბლოკილი მყავდა. ფოტოზე ვიღაცამ რაღაც კომენტარი დამიწერა და, ესპანურად, ქართულად, ყველა ენაზე გასცა პასუხი. ახლა აღარ მყავს დაბლოკილი.
ანდრია: ჩემს გოგონებს და ქალებს ყოველთვის ვპატრონობ, მით უმეტეს – დედას, რომელიც ასეთი ლამაზია და ეს ძალიან მიხარია. შესაბამისად, მისი დაცვის თავიც მაქვს.
თეა: მადრიდში რომ ვცხოვრობდი, ქუჩაში რომ მიყურებდნენ, არ მოსწონდა  და ჩხუბ-ჩხუბით დადიოდა. მე, რა თქმა უნდა, ეს მსიამოვნებს, რადგან, კაცია. მისი შეყვარებულის თუ სხვა დეტალებში არ მინდა ჩავერიო, რადგან, კაცია და, თუ რამ მოხდება, თავადვე აგებს პასუხს. არც ჩემი რძლის დედამთილი მინდა ვიყო, მისი მეგობარი ვიქნები და, რა თქმა უნდა, მეყვარება ის, ვინც ჩემს შვილს ეყვარება. ძალიან სწორს აკეთებს ანდრია, რომ თავის პირადულში არ მრევს და ქალივით არ მიყვება რაღაცეებს.
– როგორი გოგონა გინდათ ანდრიას გვერდით?
– როგორიც თვითონ უნდა,  ისეთი. ცხადია, მინდა, მისი შესაფერისი იყოს ყველანაირად – დედას ყოველთვის საუკეთესო უნდა შვილისთვის, მაგრამ, არ უნდა იყო მიკერძოებული, მას ვინც ენდომება, იმას მივიღებ.
– ანდრია, თეა როგორი დედაა?
ანდრია: ძალიან კარგი დედაა, გამორჩეული და შეიძლება ითქვას, ერთადერთი თავის სფეროში. მიხარია და მეამაყება, რომ მისი შვილი ვარ.

скачать dle 11.3