კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გახდნენ მაზოხისტები თამარ ჯგუშია, თიკა ბალანჩინი და მარიამ აკობია და რატომ ემართება მათ გამო კრუნჩხვები დათო ფორჩხიძეს

„X ფაქტორში“ მაყურებლის განსაკუთრებულ სიმპათიებს ჯგუფი Dream Girls  იმსახურებს, რომელშიც სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გოგონაა – მარიამ აკობია, თიკა ბალნაჩინი და თამარ ჯგუშია. ვისაც სურს გოგონების ფინალში ნახვა, შეგიძლიათ დაურეკოთ ნომერზე: 0 903 300 309.
მარიამ აკობია: ამ ეტაპზე ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს. თუმცა, ვიმედოვნებთ, მივაღწევთ ნანატრ ფინალს. რთული 6 კვირა გამოვიარეთ, შრომატევადი და არ გვინდა, წყალში ჩაგვეყაროს შრომა.
თიკა ბალანჩინი: ისე მალე დამაბრუნეს პროექტში, რომ სტრესის მიღებაც ვერ მოვასწარი. მეორე დღესვე გავიგეთ მე და თამუნამ, რომ პროექტში გვაბრუნებდნენ, მარიამმა გვიან გაიგო – ის უფრო აწვალეს. სტრესი არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი  პროექტიდან გაშვება საწყენი იყო. თუმცა, რომ გავიგეთ, ჩვენ სამნი ვბრუნდებოდით, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულები, გვეგონა, ერთმანეთს არ მოვუხდებოდით და ტრიო არ შედგებოდა. მაგრამ, შევცდით, გამოგივივიდა.
თამარ ჯგუშია: შენ შეიძლება, შენი პარტია კარგად შეასრულო, მაგრამ იგივენაირად ნერვიულობ სხვაზეც, რომ არ შეეშალოს, რადგან ერთს თუ აერია რამე, მთლიანად ყველაფერი აირევა. ამიტომ, გასამმაგებულია ჩვენი ნერვიულობა.
– ყველაზე ხშირად ვინ ურევს თქვენში?
თიკა: ყველა ცოტ-ცოტას ვურევთ. ნერვიულობის ფონზე სხვანაირად არ გამოვა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი შეცდომით გამოვირჩევით. ბოლო ტურში ქართულ-ხალხური სიმღერა რომ შევასრულეთ, სამ დღეში ვისწავლეთ. თავიდან არც კი გვჯეროდა, თუ შევძლებდით, ისეთი რთული იყო.
თამარი: გიორგი უშიკიშვილმა გვითხრა: ჩვენ არ ვართ სადისტები, არ მოგთხოვთ ამ ტექსტის ბოლომდე სწავლას, ტექსტს დაგიდებთო. მაგრამ, ჟიურის შეგვეშინდა – გვეტყოდნენ: ამ სიმღერის მთელი არსი ის არის, რომ ზეპირად უნდა იცოდე ტექსტიო და შეიძლება, ნომერი ჩავარდნილიყო. ამიტომ, თავი დავაკალით, აქეთ აღმოვჩნდით მაზოხისტები და ვისწავლეთ ბოლომდე.
მარიამი: ძალიან სასაცილო იყო სწავლის პროცესი. ყველა შეცდომაზე გვეცინებოდა.
თამარი: ენისა და ტვინის კარგი გასტეხი იყო.
თიკა: ჩვენი ნომერი ყველაზე რთული იყო, თან, ხალხურ ტურს ვხსნიდით, აკაპელას ვმღეროდით და გიორგი უშიკიშვილსაც არ უმღერია.
მარიამი: მე ვიწყებდი სიმღერას და სწორად რომ არ დამეწყო, გოგონები მომკლავდნენ სცენაზე.
თიკა: შეძლო მარიამმა კარგად დაწყება და დარჩა ცოცხალი.
– თქვენ შორის ვინ არის ყველაზე არაპუნქტუალური?
– მარიამი, რადგან ცოტა ზარმაცია.
თამარი: ამ დროს ძალიან ვბრაზდები, მაგრამ მერე მალე მავიწყდება. ჩვენ ვჩხუბობთ და თიკა გამშველებელია.
თიკა: ბოლოს ჩხუბი სიცილში გადადის, რადგან მარიამი იხუმრებს და გაანეიტრალებს.
თამარი: კი არ ვჩხუბობ, შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს: იმღერე, ტელეფონი დადე! თიკაზე მაშინ ვბრაზდები, როდესაც ვურეკავ, სად ხარ-მეთქი და მეუბნება: გზაში ვარო, არადა, იმ დროს საწოლშია.
თიკა: თამუნა ყველაზე მოწესრიგებულია, ზედმეტად პუნქტუალური და ამიტომაც ეშლება ნერვები. სულ ეს დაგვათრევს ყველგან, ძიძასავით გვყავს.
თამარი: ამ პროექტის შემდეგ ნერვები ცოტა გამიფუჭდა – ნევროზი დამემართა, ძალიან ემოციური გავხდი. ყველაფერზე ნერვები რომ გეშლება, ეს უფრო აგრესიულს გხდის.
თიკა: პირველად რომ გავიგე, პროექტში ვბრუნდებოდი და ოთახში ჩემ შემდეგ თამუნა შემოვიდა, ძალიან გამიხარდა. ვინ არის შემდეგი-მეთქი. მარიამი, დიდად არ მომწონდა. თამუნას ვიცნობდი, მაგრამ მარიამს არა და უბრალოდ, მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მქონდა.
თამარი: მე და მარიამი „ვოისში“ ვერ ვიტანდით ერთმანეთს, კონკურენტები ვიყავით.
თიკა: მარიამი ისეთი ტიპი იყო, რომ ვფიქრობდი: ეს რატომ არის ჩვენთან ერთად, ახლა ნერვებს მომიშლის-მეთქი. მაგრამ, რომ გავიცანი, შემეცვალა მასზე ყველანაირი წარმოგენა.
მარიამი: ბალანჩინს მართლა ვერ ვიტანდი. ვფიქრობდი: ერთი დამათრევინა თავისი ნაწნავებით-მეთქი. პირველად რომ დაველაპარაკე, ისიც მახსოვს – რაღაც იკითხა და პასუხი გავეცი. მაშინ მივხვდი, არც ისეთი გველაძუა ყოფილა, როგორიც მეგონა. მაგრამ, მაგარი „ტიპშაა“. ყველანაირად განსხვავებულია: თავისი ნაწნავებით, კანის ფერით, „ზანგური ზამაშკებით“, რიანული და ბიონსური რაღაცეები რომ აქვს. თამარი განსხვავებულია, რეალურად უყურებს ყველაფერს.
თამარი: თიკა ჩვენი დიზაინერია. ძლივს გავიტანთ ჩვენსას, მაგრამ მერე ისევ სხვა რამეს გვაცმევენ. რაც თიკასა და მარიამს მოუხდება, ის მე არ მომიხდება, რადგან უფრო დიდი გაბარიტების ვარ, არ მიხდება ბრჭყვიალა, ოქროსფერი კაბები. ამის გამო სცენაზე ძალიან ვკომპლექსდები, კულისებშიც რომ დავდივარ, მაშინაც დაკომპლექსებული ვარ.
თიკა: ბოლო ლაივზე ჩვენ მოვიფიქრეთ სტილი. დავხატე, ერთად გავაკეთეთ რაღაცეები და ყველა მიხვდა, რომ ძალიან კარგი იყო – ყველაზე კარგად გვეცვა. თამუნას რომ დისკომფორტი აქვს, ჩვენც არ გვსიამოვნებს, მაგრამ ბევრ სიტუაციაში ვერ ვეწინააღმდეგებით, რადგან პროექტია.
– როგორ შეარჩიეთ ჯგუფის სახელი?
– დიდად არ მოგვწონდა ეს სახელი, ჩვენ უფრო ღადაობები გვქონდა მოფიქრებული.
თამარი: „სექენდ ჰენდი“ გვინდოდა დაგვერქმია ან „ნასუფრალები“.
– როგორია დათო ფორჩხიძესთან მუშაობა?
თიკა: სიმღერის დროს რეპეტიციაზეც კი დათოს ვეძებთ, რადგან მას რომ ვუყურებთ, ბევრად კარგად ვმღერით. მასთან ვართ ბოლომდე გახსნილები, არ გვაქვს კომპლექსი, რაც შეიძლება, სხვასთან გვქონდეს. ჩვენი მეგობარია. შვილებივით ვყავართ. გვიშვილა – პლუს სამი გოგო ჰყავს ჩვენი სახით.
თამარი: სულ გვეხუმრება და მაგრად დაგვცინის.
მარიამი: რეპეტიციებზე, ძირითადად, სულ მიგდებულები ვართ „კრესლოში“. მაგრამ, დათო ერთს რომ დაიყვირებს, ყველანი სტარტზე ვართ. თვითონ ისეთი შრომისმოყვარეა, რომ ცდილობს, ბოლომდე გამოგვწუროს. ჩვენს ხმას უფრთხილდება.
– რამეს გიკრძალავთ?
– ბევრ რამეს. მაგალითად, „კოკა-კოლა“ დავისხი, ხელს მოკიდებს და თუ ოდნავ ცივია, კრუნჩხვებში ვარდება – ეს რა არის, გინდა, ხმა ჩაიწყვიტოო. ოდნავ ხმამაღალი ტონით თუ ვლაპარაკობთ – გაჩუმდით, ჩაიწყვიტეთ ხმაო, – ბოლო ხმაზე ყვირის. ამას წინათ დათო იჯდა, მე და თამუნა ვმღეროდით, თიკა გასული იყო სხვა ოთახში. უცებ დათო ჩავარდა პანიკაში: გოგო, რას მიშვრები, რას აკეთებ, გინდა, დამღუპოო. ამ დროს გამოდის თიკა და ხელში უჭირავს გოგრის თესლი – 4 ცალი შევჭამეო. რა 4 ცალი, ერთიც არ უნდა შეჭამოო.
თიკა: ცივი ყავა მოგვიტანეს და გადავიდა ჭკუიდან, ცხელი წყალი ჩაასხა, გაგვიცხელა.
თამარი: ისეთ ნოტებს, რიტმს აკვირდება, ვერასდროს ვერავინ რომ ვერ გაიგებს. თუ არ დასვი ის რიტმი, შეიძლება, მთელი დღე გაწვალოს და პანიკაში ვვარდებით მერე ყველანი.

скачать dle 11.3