კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებს ლუდი თავის ტვინის „სიამოვნების ცენტრზე“ და როგორ ადგენდნენ მის ხარისხიანობას

ლუდი იმდენად ძველი სასმელია, რომ მისი პირველი დამამზადებლის დადგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. შუამდინარეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ ლუდის ხარშვა რვა ათასი წლის წინ ხდებოდა და, ხარშავდნენ... 16 სახეობის ლუდს. „კათხაში ჩახედვა“ ძველ ეგვიპტელებსაც უყვარდათ და ლუდი ყველგან საუკეთესო ხარისხის იყო. ბაბილონის მეფე ჰამურაბის კოდექსში, რომელიც ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულშია შედგენილი, დიდი ადგილი ეთმობა ლუდის მწარმოებელ დაუდევარ მუშაკებს. ლუდის მხარშავი, რომელიც გაბედავდა ლუდის კასრში წყლის ჩასხმას, მის მიერ წაბილწულ იმავე კასრში ამწყვდევდნენ  სამუდამოდ. მიკიტანს კი, რომელიც ლუდის ფასს გაზრდიდა, ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე აგდებდნენ მდინარეში. შესაძლოა, ამიტომაც ამზადებდნენ ძველ ბაბილონში ჩინებული ხარისხის ლუდს.
ლუდის ჭარბად გამოყენებას (დალევას) ძველადაც ცერად უყურებდნენ. სამაგიეროდ, ეგვიპტის პირამიდების მშენებელ მონათა ყოველდღიური საკვები ულუფა ორი დოქი ლუდის, პურისა და ერთი თავი ხახვისგან ან ნივრისგან შედგებოდა.
ბაბილონელების, შუმერებისა და ეგვიპტელების გარდა, ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე ლუდს ჩინეთშიც ამზადებდნენ, რისთვისაც ბრინჯს იყენებდნენ. ძველმა ეთიოპიამ ლუდის ხარშვის ხელოვნება ეგვიპტელებისგან გადაიღო, ხოლო ეთიოპიელებისგან არაბებმა ისწავლეს. სხვათა შორის, არაბების მიერ მაშინ დამზადებული და გამოყენებული რამდენიმე სახეობის სახელწოდების ლუდს – „ტოკასა“ და „მაზრას,“ დღესაც ამზადებენ არაბეთში.
დასავლეთ ევროპაში ადრეულ შუა საუკუნეებში ლუდის ხარშვის ცენტრს წარმოადგენდა ფლანდრია (ამჟამად მისი დიდი ნაწილი ბელგიის შემადგენლობაში შედის). ბრიუსელში არის ტავერნა (სამიკიტნო), რომლის ფირნიში (აბრა) იუწყება, რომ მასში თქვენ შეგიძლიათ იგემოთ... ათასამდე სხვადასხვა სახეობის ლუდი.
აი, უკვე 1 000 წელზე მეტია, რაც ლუდის მხარშავები ადუღებენ ქერის ალაოს მხოლოდ სვიასთან ერთად, რომელიც ლუდს სხვადასხვაგვარ ელფერს, პიკანტურ მომწარო გემოსა და არომატს აძლევს. იგი, ასევე, იცავს ლუდს ბაქტერიებისგან – დამჟავებისგან, რასაც მანამდე ის ვერ უმკლავდებოდა. ამ გამოგონებას კაცობრიობა კიევის რუსეთის ლუდის მხარშავებს უნდა უმადლოდეს, რომლებმაც მეცხრე საუკუნეში პირველებმა შეიტანეს ლუდის შემადგენლობაში სვია. სწორედ იმ დროიდან გავრცელდა ის ევროპული ლუდის წარმოებაში.
„ლუდი უნდა იხარშებოდეს მხოლოდ ქერის, სვიისა და წყლისგან“, – იუწყება კანონი, გამოცემული ბავარიელ ჰერცოგ ვილჰელმ მეოთხის მიერ 1516 წელს და, სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდესაც გერმანიის იმპერია იქმნებოდა, ბავარიის მთავრებმა მასში გაერთიანების ერთ-ერთ პირობად წამოაყენეს მოთხოვნა ამ კანონის ცნობის შესახებ; ბავარიაში ეს ასაკოვანი კანონი მოქმედებს დღესაც. აი, რატომ არის ბავარიული ლუდი საუკეთესო.
ჩეხები და სლოვაკები ლუდის ხარშვის განთიადზე ლუდის ხარისხს ძალზე მკაცრად უდგებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუდის მწარმოებლის ხელოვნება და ღირსება რეგულარულად, ერთობ თავისებურად მოწმდებოდა: მუხის სკამზე ასხამდნენ სულ ახლად მოხარშულ ლუდს და მასზე სვამდნენ მის ავტორს, რომელსაც ტყავის შარვალი ეცვა. როდესაც ლუდი გაშრებოდა, შემმოწმებლები ნებას რთავდნენ მას, ამდგარიყო. ლუდი წუნდაუდებლად ითვლებოდა, თუ იგი სკამმიწებებული წამოდგებოდა. მაგრამ, თუ სკამი ჩამოვარდებოდა, მაშინ მას როზგავდნენ.
ხშირად ლუდის მოყვარულთა შორის კამათი იმართება ლუდის სიმაგრეზე; ამავდროულად, ზოგიერთი მათგანი არგუმენტის სახით მიუთითებს ბოთლის ეტიკეტზე დატანებულ მაჩვენებელზე. მაგრამ მათ აუცილებლად უნდა გავუცრუოთ იმედი: ჩვეულებრივ, ლუდის ბოთლების ეტიკეტზე, სპეციალისტთა განმარტებით, მითითებულია არა სპირტის პროცენტები ლუდში, არამედ ლუდის ტკბილის სიმჭიდროვე ეგრეთ წოდებულ ბელიგის (ჩეხი ლუდის მწარმოებელი, რომელმაც გამოიგონა ზომის ეს ერთეული) გრადუსებში, მაგალითად, 12 გრადუსი. ჩვენთვის ცნობილ და ჩვეულებრივ უფრო მეტად მაგარ ალკოჰოლურ სასმელებზე მითითებულ ალკოჰოლის შემცველობასთან ამ გრადუსებს (ბელიგს) არავითარი დამოკიდებულება არ გააჩნია. 6-8 გრადუს ალკოჰოლზე მეტი ლუდში არ არის (ან არ უნდა იყოს). მაგრამ, როგორც ცნობილია, ლუდის ხარისხი განისაზღვრება არა იმდენად სიმაგრით, არამედ გემოთი და არომატით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლი (რომელიც ლუდში, მართალია, მცირე რაოდენობითაა) მოქმედებს თავის ტვინის „სიამოვნების ცენტრებზე“ – აი, რატომაა სასიამოვნო ამ მომწარო გემოს მქონე სასმლის დალევა. გარდა ამისა, ლუდი ფრიად ყუათიანი პროდუქტია. ღია (ნათელი) ფერის ლუდის სახეობების კალორიულობა 500 კილოკალორიას აღწევს, ხოლო მუქი ფერის სახეობებისა – თითქმის ორჯერ მეტს. აქედან გამომდინარე, მისი მოყვარულები ხშირად ჩასუქებულები არიან. საუკეთესო გემო კი მაშინ აქვს ლუდს, როცა მისი ტემპერატურა +10 გრადუსს არ აღემატება.

скачать dle 11.3